პროექტის „ვიმოქმედოთ ერთად“ ერთად ფარგლებში ორგანიზაცია, „ქალები ქალებისთვის“ ინიციატივით შეოგთავაზებთ ყოველთვიურ, მცირე ინფორმაციულ სტატიებს თემაზე: „განსაკუთრებული საჭიროებები“.
მოდით, დღეს ვისაუბროთ რა არის შეზღუდული შესაძლებლობები.
საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით, შეზღუდული შესაძლებლობა არის დაზიანების/დარღვევის შედეგად გამოწვეული უნარის დროებითი ან ქრონიკული შეზღუდვა ფიზიკურ ან ფსიქიკურ სფეროში, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე.
ტერმინის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი“ განმარტებისას გამოყოფენ ბავშვების შემდეგ ძირითად კატეგორიებს:
- გონებრივი განვითარების დარღვევით;
- მეტყველების განვითარების დარღვევით;
- მხედველობის დაზიანება/სიბრმავით;
- ორთოპედიული დაზიანებებით;
- ემოციური დარღვევით;
- აუტიზმით;
- თავის ტვინის ტრამვით;
- ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით.
შესაბამისად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებად ის ადამიანები ითვლებიან, რომლებთაც მნიშვნელოვანი სირთულეები ექმნებათ ასაკის შესაბამისი აქტივობების განხორციელებისას და ამ პროცესში მნიშვნელოვანი დახმარებას საჭიროებენ.
შემდეგი ჩვენი თემა იქნება: „ რა უნდა იცოდეს მშობელმა მცირეწლოვანი ბავშვის განვითარების ეტაპებზე და როგორ ამოვიცნოთ სხვადასხვა სახის ნიშნები.