რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური ჯგუფში ქართველები მოსკოვში პოსტს წერს და ამბობს, რომ სურვილი აქვს მოსკოვში ცავიდეს და იქ სცადოს ბედი ფილმში, ან მან თავად დადგას სპექტაკლი.
“მაქვს სურვილი რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი ან მე თვითონ დავდგა სპექტაკლი. რუსული და ინგლისური კარგად ვიცი. მინდა მივიტანო ჩემი პორტფოლიო მოსფილმსა და სხვადასხვა სააგენტოებში…მინდა დამაკვალიანოთ რა და როგორ გავაკეთო რადგან გასტროლზე რომ ჩამოვდიოდი ყველაფერი მზად მხვდებოდა,ახლა კი ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია… იქნებ იცნობთ ვინმე აგენტს ვინც მსახიობებს ასაქმებს და ამაში იღებს თანხას რა თქმა უნდა ისე არავინ და არაფერი მოძრაობს უკვე… ჰაერშიც კი ფულს ვიხდი საქართველოში ასე მგონია!მაქვს იმედი თქვენი კეთილ განწყობის და ჩემი სურვილის გულთან მიტანის.არ დაგაღალატებთ რადგან ჩვენს ქვეყანაში მგონი წარმატებული არტისტის სახელი მაქვს და მინდა მანდაც ვცადო ბედი რადგან აქ იყო კარგი მსახიობი მხოლოდ სახელს ნიშნავს რომ ხარ კარგი მსახიობი სხვა არანაირი გასაქანი არ გაქვს. ამ მოკლე სტატუსით, ოქნებ დიდი საქმე გაკეთდეს ჩემს ცხოვრებაში, რომლის თანამონაწილეც ის ადამიანი გახდება, ვინც დამეხმარება. “, – წერს ზანგური.