საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 2 კომპანია დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა.
“დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ შპს „ფარმასის” და შპს „პიქსელ ტაჩის” მხრიდან უწყების მიერ დადგენილი ვალდებულებები არ შესრულდა. შესაბამისად, სააგენტომ ორივე კომპანიას – შპს „ფარმასს” 4269,7 ლარი, ხოლო „პიქსელ ტაჩს” 11 859,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ – კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
ორივე კომპანიის შემთხვევაში, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეებს ევალებოდათ – 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა”,_ აცხადებენ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.