მთელი დღე ჯდომა ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. ადამიანებს, რომლებიც საათობით სხედან, უვითარდებათ ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი, გულის დაავადება, დემენცია და კიბოს რამდენიმე სახეობა ბევრად უფრო მაღალი სიხშირით, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც მოძრაობენ მთელი დღის განმავლობაში. უმოძრაო ცხოვრების წესი ასევე აყენებს ადამიანებს ადრეული სიკვდილის გაცილებით დიდი რისკის ქვეშ.
როგორც გამოცემა The Conversation იუწყება, 2023 წელს ჩატარებულ შესაბამის კვლევაში ნათქვამია, რომ ადამიანები, რომლებიც მთელი დღე სხედან, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ხუთი წუთი მაინც ფეხით უნდა იარონ.
როგორც ცნობილია კვლევაში მონაწილეობა 11 ჯანმრთელ სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე ჩატარდა. მათ ხუთი დღის განმავლობაში სთხოვეს, რომ 8 საათი, რაც სტანდარტული სამუშაო დროა, ლაბორატორიაში მსხდარიყვნენ.
ისინი მთელი 8 საათი ისხდნენ და მხოლოდ სველი წერტილით სარგებლობისთვის დგებოდნენ სკამიდან. შემდეგ მკვლევარებმა სთხოვეს, რომ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გაევლოთ, შემდეგ კი დრო ხუთ წუთამდე გაზარდეს. დაკვირვების მიზანს წარმოადგენდა ცვლილებები სისხლში შაქრის დონესა და არტერიულ წნევაში, რაც გულის დაავადებების რისკფაქტორია.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ხუთწუთიანი მსუბუქი სეირნობა ყოველ ნახევარ საათში იყო ერთადერთი სტრატეგია, რომელიც რომლის შედეგადაც სისხლში შაქრის მატება ჭამის შემდეგ თითქმის 60%-ით მცირდება.
გარდა ამისა, მკვლევარები ამბობენ, რომ კვლევის მონაწილეებს კითხვარის მეშვეობით სთხოვეს, ეპასუხათ თუ როგორი იყო მათი მენტალური ჯანმრთელობა კვველის პროცესში. რის შედეგადაც დადგინდა, რომ ყოველ ნახევარ საათში ხუთი წუთი ფიზიკური აქტივობა განწყობასაც აუმჯობესებს და დაღლილობას ხსნის.