PMC კვლევითი ცენტრი 2023 წლის დეკემბრის სასტუმროს ფასების ინდექსს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, სასტუმროების წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (19.6%), ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-11.5%).
ანგარიშის თანახმად, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, 10.9%-ით გაიზარდა.
სამ, ოთხ და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.0%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი 7.0%-ით გაიზარდა.