“დღეს უმეტესად კახეთის რეგიონში შესაძელებელია შერჩეს სუსტი თოვა. დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და 25-26 იანვარს მთლიანად საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა”,_ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ყველაზე დაბალი ტემპერატურა მოსალოდნელია +2, 0 გრადუსი, ეს უფრო კოლხეთის დაბლობზე, ხოლო აჭარაში 0-სა და +2 გრადუსამდე იქნება ტემპერატურა. ღამით ჰაერის ტემპერატურა -5, -7 გრადუსამდე დაეცემა. უფრო მაღალმთიანეთში კი, როგორიცაა ბახმარო, მესტია და ა.შ. შესაძლებელია -13, -15 გრადუსი დაფიქსირდეს. განსაკუთრებით 25 იანვრის ღამის საათებში. 26 იანვრიდან ყინვა შერბილდება. დღისით, დასავლეთ საქართველოში მზის ხარჯზე ჰაერის ტემპერატუტა +12 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოშიც ყინვა ნარჩუნდება. -8, -3 გრადუსია მოსალოდნელი ბარში. 27-28 იანვარს კი ყინვა შერბილდება.
რაც შეეხება მთიან რაიონებს, აქ დასავლეთთან შედარებით მეტი ყინვა დაფიქსირდება, -16 გრადუსი.
27 იანვარს ისევ არქტიკული ჰაერის ცივი და ნოტიო მასები შემოდის. თვის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში ისევ არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება. დაბლობ რაიონებში უფრო მეტად თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი 29, 30, 31 იანვარს. მთიან რაიონებში თოვაა მოსალოდნელი.
კახეთის რეგიონში ყინვა შერბილდება და უფრო ეთბილება ვიდრე ხვალ და ზეგ”,_ ამბობს გვაზავა.