საბერძნეთში, ძარცვისთვის, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ერთს ისევ ეძებენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, საქმეზე დაკავებულია სულ მცირე 6 პირი – მათ შორის ბულგარეთის და საბერძნეთის მოქალაქეები.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრები აღმოსავლეთ სალონიკში სხვადასხვა კაფესა და მაღაზიას ძარცვავდნენ. წაღებულია 20 000 ევროზე მეტი და 6 600 ევროს ღირებულების თამბაქო.
პოლიციის ცნობით, ჯგუფის წევრებმა 2023 წლის აგვისტოს შემდეგ კალამარიას, პილაიასა და ქსიროკრინის რაიონები სულ მცირე 14 ჯერ გაძარცვეს, ასევე იყო ერთი ყაჩაღობის მცდელობაც.
პოლიციამ დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას, ამოიღო ძარცვებთან დაკავშირებული ტანსაცმელი, იარაღი, ორი ჟურნალი და დანა. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება.