1. თანმიმდევრულობა-სისტემატიურობის ნაზავი;
2. მოთმინება-ნებისყოფის ნაზავი;
3. სიმტკიცე-მიზანდასახულობა;
4. სიბეჯითე-ქმედება;
5. ნდობა-მადლიერება.
სულ ეს არის….
პრაქტიკაში გამოიყურება ასე:
მაგ. გინდათ ლამაზი სხეული;
1. იწყებთ იმ ქმედებების კეთებას, რომელიც ჩემზე უკეთ იცით…..და იწყებთ არა ორშაბათიდან არამედ ახლავე…. აი, ახლავე გადადეთ ეგ ნახევრად მოკბეჩილი ნაჭერი და დაიწყეთ.
მთავარია არა დაწყება, არამედ სისტემატიურად ამის კეთება…როცა მოტივაცია მოგაკლდებათ საცურაო კოსტუმების ახალი კოლექცია გადაათვალიერეთ გუგლში, რომელიც ნატიფ სხეულებზეა ჩამოცმული .
2. ყოველდღიურად უთხარი საკუთარ თავს ყოჩაღ! თუნდაც 1 პაწაწუნა წინ გადადგმული ნაბიჯისათვის.დაითვალეთ შედეგები და არა წარუმატებლობები.
3.ზუსტად უნდა იცოდეთ, ეს “ახალი” ჯანმრთელი და უფრო ლამაზი სხეული რისთვის გჭირდებათ…. რა შეიცვლება მას მერე რაც გალამაზდები? – ამ კითხვაზე მინიმუმ 40 პასუხი უნდა გაგაჩნდეთ.
4. ხალისით გააკეთეთ ყველა მოქმედება დღის განმავლობაში….როცა რაიმე დაგრჩებათ და მიბრუნება მოგიწევთ, ამაშიც იპოვეთ სიამოვნება – უფრო მეტი გადადგმული ნაბიჯი – მეტი პოზიტიური განწყობა … ასე უფრო მალე მიხვალთ მიზნამდე..
5. დაჯექით სარკის წინ და გაესაუბრეთ საკუთარ თავს…. მოუხადეთ ბოდიში ყველა იმ შეურაცხყოფისათვის რომელიც მიაყენეთ….ყველა იმ ფრაზებისათვის რომელიც მტკივნეულად ახსოვს თქვენს სულს:
“მე ვერ შევძლებ”, “ნებისყოფა არ მაქვს”,”რას ვგავარ”, “გენეტიკურად სპილოსებრთა ოჯახიდან ვარ” და ა.შ……
იქამდე ესაუბრეთ საკუთარ თავს, სანამ ცრემლი არ მოგადგებათ თვალზე…..გამოუცხადეთ უპირობო ნდობა, უთხარით “მე შენ გენდობი, მე შენი მჯერა, მე შენ მიყვარხარ”.
როცა თავს არ ენდობი – არ ენდობი არავის… როცა არავის ენდობი, ავტომატურად ირჩევ ადამიანებს, რომლებიც გღალატობენ.
დაიწყეთ ამის კეთება დღესვე და სიამოვნებით დააკვირდით როგორ გახდებით მმართველი იმ სიკეთისა, რასაც თქვენი ღვთით ბოძებული ცხოვრება ქვია.