ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში ბალახს და ხე-მცენარეებს ცეცხლი უკიდია.
ცეცხლი მიუახლოვდა რკინიგზასაც. _ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები, თუმცა თვითმხილველის თქმით, სახანძრო მანქანები ჯერ-ჯერობით, ვერ უახლოვდებიან ცეცხლმოკიდებულ ადგილებს.
ცეცხლი ახლოსაა დასახლებულ პუნქტანაც. თუმცა სახანძრო სამსახურში გვეუბნებიან, რომ გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.