ღვიძლის კიბოს ადრეული ნიშნებია:
- შებერილობა (შეიძლება იყოს სახიფათო სიმპტომი, თუმცა ბევრად უფრო ხშირია ცხოველური ცხიმებითა და ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღებისას):
- დისკომფორტი, ტკივილი მარჯვენა მხარეს;
- მადის დაკარგვა და საჭმლის მონელების დარღვევა;
- შრომისუნარიანობის შემცირება;
- დაღლილობის, სისუსტის შეგრძნება;
- წონის აუხსნელი კლება;
- ზოგ შემთხვევაში ჩამოთვლილ სიმპტომებს ემატება ობსტრუქციული სიყვითლე (მზარდი სიმსივნე არღვევს სანაღვლე გზების გამავლობას);
- სხეულზე შესაძლოა გამოჩნდეს „ვარსკვლავები“;
- საჭმლის მონელების შესაძლო პრობლემები: ეს გამოწვეულია ნაწლავებში ნაღვლის ნაკადის დარღვევით, რასაც შეიძლება ახლდეს საკვების არასრული მონელება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევა, განავლის ფერის შეცვლა (გაუფერულება).
- განაგრძეთ კითხვა