ნატო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რუსეთმა „ეგზისტენციალური“ ომი დაიწყოს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ,_ წერს The Sunday Telegraph.
გამოცემის ინფორმაციით, დიპლომატები ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიტვადან აცხადებენ, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინიდან „სწრაფად გატრიალდეს“ ბალტიისპირეთში შეჭრისთვის.
მათი თქმით, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის სისასტიკით აღვიძებს სამი ქვეყნის “ყველაზე ბნელ მოგონებებს” სტალინის დროს მომხდარი ოკუპაციის შესახებ.
ელჩებმა განაცხადეს, რომ ალიანსში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ მათ ერებს არასდროს ჰქონიათ „უფრო ძლიერი კოლექტიური უსაფრთხოება“, ვიდრე დღეს, მაგრამ „არც ჩვენ შეგვხვედრია უფრო საშინელი საფრთხე“.