ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელის, ვასილ ჩიგოგიძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. ნამდვილად არ დავიჯერე, რომ ვასილ ჩიგოგიძემ, ჩვენმა ვასიკომ, ის თქვა, რაც გახმაურდა,ახლა–ჩანაწერიც მოვისმინე…რაო,ყურში ხელს ჩავავლებ და გარეთ გავათრევ,ბეშიტაშვილის მსგავსს ვინც გაბედავსო ? ! ?…. ეს შენ ხარ,ჩემო ვასო? ვის უქნევ ასე მკაცრად თითს, ვის ემუქრები ,ასე რიხიანად–გათრევით:შენს,ბოდიში–ჩვენს მსახიობებს? ჩვენი თეატრის კოლექტივს?…ჩვენ–თეატრის მაყურებლებს?
ერთ რამეს შეგახსენებ:თეატრი შენი კი არა,ჩვენია მეგობარო –მაყურებლის, მსმენელის,საზოგადოების ,ეს შენც კარგად იცი და ყურს, ვინ ვის აუწევს,მაგას დრო გამოაჩენს….. ვხედავ ,,წარმატებებისგან თავბრუდახვევა,, მარადიული პრობლემა ყოფილა , ამიტომაც ვთხოვ საახლობლოს, რომელიც რატომღაც ხმაგაკმენდილია,მივხედოთ ამ კაი კაცს,თორემ შეიძლება დავკარგოთ და მერე–გვიანი იქნება, _ წერს გულიკო ლომჯარია.
შეგახსენებთ რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა, სპექტაკლ “მეფე ლირის” შემდეგ რუსული კანონი გააპროტესტა, რასაც ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გამოეხმაურა.