,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სამშობიარო განყოფილებაში 6 მაისს, გიორგობა დღეს, სამტრედიელი ბიჭი დაიბადა.
თეონა სილაგაძისთვის ეს პირველი მშობიარობა იყო. მელოგინემ მამრობითი სქესის ახალშობილი წონით 3 კილო და 450 გრამი, სიგრძით 51 სანტიმეტრი, ფიზიოლოგიური გზით, დღის ორ საათზე გააჩინა. მშობიარობა მიიღო მეან- გინეკოლოგმა გულნაზ კაშიამ; ბებიაქალი მზია გვეტაძე; ექთანი მარინა ბიბილეიშვილი; ნეონატოლოგი ნონა ტუღუში.
პატარას მშობლებმა სახელად გიორგი დაარქვეს.
ინფორმაციისთვის, სამტრედიის სამშობიარო განყოფილებამ სამწლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირება 1 თებერვალს განაახლა და დღეის მდგომარეობით უკვე 12 ახალშობილი ჰყავთ.