მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, საქართველოში კვირის ბოლოს ისევ არამდგრადი ამინდები დაიწყება.
რაც შეეხება გაზაფხულიდან ზაფხულში გადასვლას, მეტეოროლოგის თქმით, სტაბილურად ივნისიდან დათბება.
“როგორც ცნობილ სიმღერაშია, მეტეოროლოგიური თვალსაზრისით ჯერ კიდევ განვიცდით „დაუსრულებელ გაზაფხულს“ და ეს პირობები მაისის ბოლომდე გაგვყვება, ფაქტობრივად არასტაბილური პერიოდით და ხანმოკლე წვიმით, ხანდახან კი მზიანი დღეებით.
ამიტომაც უახლოეს დღეებში – დასავლეთ საქართველოში მზიანი, მაგრამ გრილი ამინდი იქნება, აღმოსავლეთში კი ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.
სანაპირო კურორტებზე – მზიანი დღეები გველოდება, შეგიძლიათ გაურუჯოთ და ისიამოვნოთ, მზის ულტრაისფერი ინდექსი იქნება მაღალი, გამოიყენეთ მზის დაცვის საშუალებები.
კვირის ბოლოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ისევ არამდგრადი დღეები დაიწყება, დროგამოშვებით ყველგან მოსალოდნელია ხანმოკლე, წვიმა და ელჭექი.
პროგნოზის გათვალისწინებით, გაზაფხულსა და ზაფხულს შორის გადასვლა არ მოხდება ივნისის დასაწყისამდე, როდესაც მაღალი წნევა შეძლებს მეტი მზის და სტაბილური სითბოს მოტანას მთელ ქვეყანაში.
გისურვებთ მშვიდ და ლამაზ დღეებს”,_ წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.