მონიკა ბელუჩი დღეს ორი შვილის დედაა და მისი, როგორც მსახიობის კარიერა კვლავ წარმატებულია. ცოტა ხნის წინ კინომსახიობმა, ერთ-ერთ ინტერვიუში ასაკმოძალებულ ქალბატონებს გარკვეული რჩევები მისცა.
“არავის მოსწონს ასაკის მატება, რადგან ეს არის ბრძოლა, რომელიც ზუსტად იცი, რომ ერთ დღეს აუცილებლად უნდა წააგო. ერთადერთი, რაც წლების გასვლის შემდეგ გვმატებს მომხიბვლელობას არის გამოცდილება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ვიღებთ. დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ არარელევანტურია, არ უნდა გვქონდეს არასრულფასოვნების კომლექსი და არ უნდა ვფარავდეთ ნაკლოვანებებს.
ბევრი პროცედურა არსებობს იმისთვის, რომ ქალებმა საკუთარ თავზე იზრუნონ და დაბერების პროცესი ოდნავ მაინც შეაფერხონ. პირადად მე, არავის არაფერს არ ვურჩევდი, რადგან ასაკის მატების პარალელურად მიმდინარე ტრანსფორმაცია ძალიან პირადულია ჩემთვის. ქალებმა უნდა გააკეთონ ის, რასაც თავად თვლიან სწორად და არა ის, რასაც საზოგადოება მიიჩნევს სწორად. დღევანდელ მსოფლიოში ცხოვრება ჩემი ასაკის ქალბატონებისთვის შედარებით პრივილეგირებულია.
50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ათწლეულების წინ მუშაობის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, დღეს ქალებმა საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი დაცვა ისწავლეს. მინდა ყველამ დაიმახსოვროვს, რომ მთავარია ვნება და მონდომება ჩადო საკუთარ საქმეში. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხარ. თუ მონდომებული ხარ, ყველაფერი გამოგივა.”
ავტორი