29 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომაზე გაიმართა, სადაც საკრებულომ მხარი დაუჭირა „მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ „საქართველოს განვითარების პლატფორმას“ (GeoDP) წარმომადგენლები, პროექტის ექსპერტი კოკა კიღურაძე, მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის ფასილიტატორები ჩოხატაურში აკაკი სიხარულიძე, მამუკა მამალაძე, ვიტალი კილასონია. ნორმატიული აქტი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების პლატფორმას“ (GeoDP) მიერ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მომზადდა. მომზადებული და შეთანხმებული ნორმატიული აქტი საკრებულოს მომდევნო სხდომაზე გავა დასამტკიცებლად. შეთანხმებული ნორმატიული აქტის შესაბამისად, GeoDP-ს მიერ უახლოეს მომავალში მომზადდება და ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცემა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის სამართლებრივი აქტების სრული პაკეტი, კერძოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს ინდივიდუალური აქტების პროექტები. GeoDP-ს პროექტი – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ ითვალისწინებს მსგავსი სამართლებრივი აქტების მომზადებას ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისისა და ონის მუნიციპალიტეტებისთვის. ნორმატიული აქტის პროექტები უკვე მომზადებულია და გაგზავნილია აღნიშნულ მუნიციპალიტეტში საბოლოო შეთანხმებისთვის, რომლის შეთანხმების შემდეგ მომზადდება შესაბამისი ინდივიდუალური აქტების პროექტები. პროექტი – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“, „USAID ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამას” ფარგლებში ხორციელდება. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved