შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა.
ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.