გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ გაფრინდაშვილმა საინფორმაციო ბიულეტენის გაცნობის მიზნით შეხვედრა გამართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გურიაში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებზე და 2024 წლის მოსალოდნელ პროგნოზებზე ისაუბრეს.
ბიულეტენში ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაცია. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved