ბათუმის ახალ ქვიშის მოედანზე ქვიშის ფეხბურთის ევრო ლიგის, ბათუმის საერთაშორისო თასის გათამაშება დაიწყო.
საქართველოს ნაკრებმა სასტარტო შეხვედრაში ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 6:1 დაამარცხა. ჩვენი გუნდის რიგებში ჰეთ-თრიქი გოჩა მახარაძემ შეასრულა, დუბლი ლევან ფარტენაძის ანგარიშზეა, ხოლო საბოლოო ანგარიში გიორგი ჟორდანიამ დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 19 ივლისს, უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
ბათუმში მიმდინარე ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობს. A ჯგუფის სამი გუნდი – საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის ა დივიზიონის საგზურისთვის იბრძვიან, ხოლო B ჯგუფის გუნდები, უკრაინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლიბანი – საერთაშორისო სარეიტინგო ფარგლებში ასპარეზობენ.
ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გააგრძელებენ ასპარეზობას და ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებულს გამოავლენენ.