საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად, ბოლო პერიოდია ინტენსიურად მართავს შეხვედრებს რეგიონებში მოსახლეობასთან, ლანჩხუთსაც სტუმრობდა. გახარიამ ლანჩხუთში შეხვედრები სოფელ სუფსიდან დაიწყო, სადაც, ოჯახურ გარემოში, პენსიონერებს შეხვდა და მათთვის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
ამის შემდეგ პარტია ,,საქართველოსთვის” წევრებმა და მათმა ლიდერმა ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გადმოინაცვლეს მოსახლეობასთან შესახვედრად. შეხვედრის ძირითადი სასაუბრო თემა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყო.
გახარიას ამ არჩევნების მნიშვნელოვაზე ისაუბრა, ასევე ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზეც გააკეთა აქცენტები. გიორგი გახარიას თქმით, პარტია ,,საქართველოსთვის” წითელი ხაზს მხოლოდ ორი პარტია წარმოადგენს.
,,ჩვენს პარტიას ადრეც ბევრჯერ უთქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,ქართული ოცნება”, -თქვა გახარიამ.