მეცნიერები წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ და შეისწავლიდნენ ფრინველთა გალობის თავისებურებებს.
მაგალითად, გერმანელი მკვლევარები ბარტყებს გამოჩეკისთანავე ცალკე ათავსებდნენ და ზრდიდნენ სრულ იზოლაციაში ისე, რომ მათ მიერ გამოზრდილ ჩიტებს არასოდეს მოესმინათ თვისტომთა ხმა.
ცდებმა დაამტკიცა, რომ ფრინველის გალობა დამოკიდებულია მისი განვითარების ეტაპებზე და აგრეთვე, სახეობის წარმომადგენლებთან მის ურთიერთობაზე.
შემდგომმა კვლევებმა ცხადყო, რომ ფრინველთა ყველა შესწავლილი სახეობის სასიმღერო მონაცემების განვითარება, ძირითადად, ერთნაირად მიმდინარეობს და ამ პროცესის მართვა, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც, ენდოკრინული ჯირკვლებით ხდება.
ბარტყის ჭყლოპინი სხვადასხვა სახეობისთვის სხვადასხვა დროს თანდათანობით იცვლება სხვა სიმღერით, რომელშიც ახალი “თემები” ჟღერს. შემდეგ კი დგება მესამე ფაზა, რომლის შემდგომაც ჩიტის გალობა საბოლოო დასრულებულ სახეს იღებს. ეს კი თითქმის არასოდეს ხდება მანამ, სანამ ჩიტი თავის სიცოცხლეში პირველ გაზაფხულს არ მოესწრება. ბოლო ფაზა სავსეა ახალი ხმოვანებით და მისთვის დამახასიათებელია უფრო ადრეული ასაკისთვის შესაფერისი თემების უარყოფა.