კარაქის მთავარი ღირებულებაა რძის ცხიმი, რომელსაც ორგანიზმი ადვილად და სწრაფად (90-95%-ით) ითვისებს, რაც სწრაფადვე მატებს ადამიანს ენერგიას.
რძის ცხიმი შეიცავს ცხიმოვანი მჟავას ოპტიმალურ კომპლექსს, ფოსფატიდებს, ცილებს, ნახშირწყლებს, A ვიტამინს, B ჯგუფის, C და D ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, მინერალურ მარილებს, შაქარს (გლუკოზას), სასარგებლო ორგანულ ნაერთებს, ქოლესტერინს. კარაქი შეიცავს 0,15-0,3% ქოლესტერინს, როდესაც კვერცხში 2-3-ჯერ მეტია, ზოგიერთი ხარისხის ყველში – 1,7%-მდე. თუმცა ქოლესტერინი ისევე სჭირდება ორგანიზმს, როგორც მარილი, შაქარი, კოფეინი და ალკოჰოლიც კი. მთავარია, არ გადავაჭარბოთ.
საკმარისია 20 გ კარაქი ვჭამოთ და მივიღებთ დაახლოებით ქოლესტერინის საჭირო დოზის 9%-ს, ასე რომ, შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 1-2 ბუტერბროდი. ეს ულუფა საკმარისია ძვლების გასამაგრებლად, მხედველობის, თმისა და კანის გასაუმჯობესებლად. სიმსუქნის დროსაც კი უარი არ უნდა ვთქვათ კარაქზე, თუმცა კარაქი მაინცდამაინც სასარგებლო არ არის ათეროსკლეროზითა და თრომბოფლებიტით დაავადებულთათვის, რადგან სწრაფად ფუჭდება.
ავტორი