შოუ-ბიზნესის ზოგიერთ “გამოჩენილ” წარმომადგენელს მილიონები ხელს არ უშლის ფული “ეკონომიურად” ხარჯონ და ჯიბეზე ხელი იშვიათად გაიკრან.
ცნობილი მომღერალი მადონა, რომელსაც მრავალწლიანმა წარმატებულმა კარიერამ 150 მილიონი დოლარი მოუტანა, ყოველთვიურად ამოწმებს სატელეფონო საუბრებს საკუთარ ბინაში კენსინგტონზე და მოსამსახურე ქალს ხელფასიდან უქვითავს დანახარჯს.
ცნობილი კინორეჟისორი მაიკლ უინერი, რომლის საბანკო ანგარიშზე 72 მილიონი დოლარი ირიცხება, საკუთარ თავს ხშირად 6 ათასდოლარიანი ღვინით ანებივრებს. სამაგიეროდ ეს ხელს არ უშლის შუაზე გაჭრას კბილის პასტა, რათა ერთი წვეთიც კი არ ჩარჩეს შიგნით, ან რამდენჯერმე გამოიყენოს ძველი საფოსტო კონვერტი.
ჯგუფი “Spice Girls”-ის ყოფილი წევრი, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემის მეუღლე ვიქტორია ადამსი არაერთხელ უნახავთ ტრამვაით მანჩესტერის სტადიონისკენ მიმავალი, სადაც მისი ქმარი თამაშობდა. ქალბატონი ბექჰემი, რომლის პირადი ქონებაც 18 მილიონ დოლარადაა შეფასებული იაფფასიან გერმანულ ღვინოს “Bhue Nun”-ს სვამს. ეს ალკოჰოლური სასმელი მსოფლიოს მრავალ სუპერმარკეტში იყიდება. ამის გარდა, ვიქტორია ბექჰემი მაღაზია “Matalan”-ის ხშირი სტუმარია და ფეშენებელურ “Top Shop”-ს ახლოსაც არ ეკარება.