ადიდებულმა მდინარემ კახეთში გზა დააზიანა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის მე-8 კმ-ზე ადიდებულმა მდინარემ დროებითი შემოვლითი გზა დააზიანა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა”,_ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.