დღეს, თბილისიდან ოზურგეთში ახალი ჩქარი სამგზავრო მატარებელი დღის ოთხი საათისთვის შემოვიდა. ეს არის პირველი რეისი იმ განცხადების შემდეგ, რომელიც საქართველოს რკინიგზამ ოფიციალურად გააკეთა. მატარებელში არის პირველი და მეორე კლასის სამგზავრო ადგილები.
ასი ადგილითაა გაზრდილი მგზავრთა რაოდენობა. პირველი კლასის ვაგონით მგზავრობა 27 ლარი ღირს, ხოლო მეორე კლასის _11-15 ლარი.
მატარებელი ჩინური მარკის ოთხი სამგზავრო ვაგონისგან შედგება.
სამგზავრო მატარებლის მემანქანის თანაშემწე, საქართველოს რკინიგზის პირველი რეფორმატორის და ნახევარი საუკუნის წინ, დღის სამგზავრო მატარებლის თბილისი-ოზურგეთის დანიშვნის თაოსანის, საქართველოს რკინიგზის ყოფილი მმართველის აკაკი ჩხაიძის შვილიშვილია.
დღეს,როგორც ადგილზე თქვეს, ახალ მატარებელს (ეს ჩინური წარმოების მატარებელი ადრე თბილისი-ბათუმის რეისზე მოძრაობდა) ნატანებიდან ელმავალი დაეხმარა ოზურგეთში ჩამოსასვლელად.
ოზურგეთის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს რეაბილიტაცია ოზურგეთი-ნატანების 16-კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც აუცილებელია შპალების შეცვლა. უკვე შეცვალეს 4000 შპალი. ეს პროცესი გრძელდება.
№12/11 – ჩქარი მატარებელი თბილისი – ოზურგეთი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა – 17:10 სთ – ზე; ოზურგეთი – თბილისი, ოზურგეთიდან 9:05 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ – ზე.
მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს.
ავტორი