გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

    აბუ დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა დაიწყო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

    რატომ კვდებიან მდიდარი რუსები, რუსი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები უცნაურ ვითარებაში

    რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც პუტინმა მოხსნა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

    აბუ დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა დაიწყო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

    რატომ კვდებიან მდიდარი რუსები, რუსი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები უცნაურ ვითარებაში

    რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც პუტინმა მოხსნა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ახლა შობაა და ნუ მომიშლით ნერვებს!”

6:01; 13.01.2020
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

წლების წინ არავის უკვირდა დანგრეული გზები და გახეთქილი წყალგაყვანილობის თუ კანალიზაციის მილები, რის გამოც ქუჩებსა თუ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში პირდაპირ ფეკალური მასა გადმოდიოდა. ნელ-ნელა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა და უმეტესად ცენტრალური ადგილები მოწესრიგდა _ დაიგო ასფალტი, ბევრგან გაკეთდა კანალიზაციის და წყალგაყვანილობის სისტემა. თუმცა, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში, გურიის ქუჩაზე, უკვე ორი თვე ხდება, რაც დაზიანებული საკანალიზაციო სისტემიდან ბინძური წყალი მოედანზე მოედინება და დღემდე გაკეთება არ მოხერხდა.

“გურია ნიუსი” ამ ფაქტის შესახებ უკვე წერდა და როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, გურიის რეგიონული ფილიალის დირექტორმა, დავით ცერცვაძემ მაშინ გვითხრა, პრობლემას მალე მოაგვარებდა.

_ ამ პრობლემის შესახებ საქმის კურსში ვარ. გამოძახებული მყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოძებნის დაზიანების ადგილს და უახლოეს დღეებში გავაკეთებთ, _ გვითხრა მან მაშინ.

.თუმცა, ერთი კვირის შემდეგაც, არათუ სპეციალური ჯგუფი, ამბის მკითხავიც არავინ გამოჩენილა.

ტერიტორია, რომელიც გურიის ქუჩის ნაწილია, ხალხმრავლობით გამოირჩევა. აქ განლაგებულია მაღაზიები, აფთიაქი, სხვადასხვა სავაჭრო წერტილი და რამდენიმე ქუჩის კვეთის ადგილიცაა. შეწუხებული ადამიანები ითხოვენ საკანალიზაციო სისტემის დაუყოვნებლივ მოწესრიგებას. ზოგი ამბობს იმასაც, რომ ეს წყალგაყვანილობის სისტემაა და კანალიზაციასთან კავშირი არ აქვს.

_ აბა, ეს აყროლებული წყალი საიდან მოდის? აქოთებული კი არის აქაურობა და რა მნიშვნელობა აქვს, წყალგაყვანილობაა თუ კანალიზაცია? _ ამბობენ ახლო-მახლო მომუშავეები და გამვლელ-გამომვლელნი.

გურიის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი დიდი შენობის ინტერიერში განთავსებულ სარიტუალო დარბაზ “ნიცას” წარმომადგენელი, “გურია ნიუსთან” კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ თითქოს ღია სივრცეში დატბორილი მოედანი და გზის სავალი ადგილები მათი საყოფაცხოვრებო მოხმარების ბინძური წყალია და ყურადღებას არ აქცევენ:

_ როგორ გეკადრებათ? შენობის მარჯვენა მხარეს დააკვირდით და ნახავთ, რომელი მილით ვსარგებლობთ ჩვენ. იქეთ მხარეს ჩვენ არაფერი გვესაქმება და ტყუილად ხელს ნურავინ იშვერს! არც რაიმე ცუდი არ დაწეროთ ჩვენზე! რახანია ასეა და ჩვენ რა შუაში ვართ?! _ გვითხრა სარიტუალო დარბაზის მეპატრონემ.

_ თუ გაფიცვაა საჭირო ან აქცია, გამოვალთ, ბატონო! ორი თვეა ვიძახით, ვყვირით, სად არ ვრეკავთ, მაგრამ გასაოცარ დუმილს ვიღებთ პასუხად. მე აქ რომელიმე ობიექტზე არ ვმუშაობ, მაგრამ ყოველდღე მიწევს ფეხით გავლა-გამოვლა, რადგან დავდივარ სამსახურში, შევდივარ ბანკში, ბაზარში და სხვა შემოვლითი გზა არ მაქვს. რა უბედურებაა, რა გახდა ამ ერთი ადგილის ამოქოლვა? საბადოებს არ სჭირდება ამდენი ძებნა. რა საძიებო ჯგუფი ჰყავთ გამოძახებული, რომ ორი თვეა, აქამდე ვერ მოაღწიეს? 90-იანი წლები მახსენდება, რომ ვუყურებ ამ სიბინძურეს… _ გვეუბნება ოზურგეთელი ნანა კილაძე.

ჩვენ შევეცადეთ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზს დავკავშირებოდით. თუმცა, ან გაბმული მუსიკა გვესმის, ან გვეუბნებიან, რომ რიგში მეათე ვართ, მერე პირველამდე რომ ჩამოვა ავტომოპასუხე, უკუათვლის წერტილი ისევ თავიდან იწყება.

წყალმომარაგების კომპანიის ფილიალში დარეკვას ადგილზე მისვლა ვამჯობინეთ, თუმცა, თანამშრომლებმა კვლავ ცხელ ხაზზე დარეკვა გვირჩიეს.

საბოლოოდ, ისევ წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონული ფილიალის დირექტორს, დავით ცერცვაძეს დავუკავშირდით.

_ ბატონო დავით, ჩვენ ერთხელ უკვე გესაუბრეთ გურიის ქუჩაზე არსებული დაზიანების შესახებ. ამდენ ხანს რატომ არ მოვიდა გამოძახებული ჯგუფი?
_ თქვენ რომ გვითხარით, მერე დასვენების დღეები იყო. რომ მოვძებნით, გავაკეთებთ და გეტყვით…

_ როდის მოძებნით?

_ რა ვქნა, კიბე დავანგრიო?

_ მეორე თვეა, იქ აუტანელი მდგომარეობაა. რომ მოგენდომებინათ, ხომ შეიძლებოდა აქამდე გაკეთება?

_ აუ, ახლა შობაა და ნუ მომიშლით ნერვებს! სამსახურში ვარ…

_ შობაა და ჩვენც სამსახურში ვართ...

თუმცა, დავით ცერცვაძემ მეტი საუბარი არ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.

ძალიან კარგი იქნება, ჩვენი ჩინოვნიკები, საკუთარ საქმესთან ერთად, ელემენტარულ, ტაქტიან საკომუნიკაციო ენას თუ ისწავლიან. მით უფრო, როცა ნოემბრიდან ქალაქის ცენტრი ბინძური წყლით ყოველდღე იტბორება და არაერთხელ არაერთი ადამიანის მიმართვის თუ მედიის ჩარევის მიუხედავად, რეაგირება ნულია.

ამასობაში კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. გრიგოლ მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში” წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში. გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დოქტორის ხარისხი. გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ გახორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების გამახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების გახორციელებაში. შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას” მანამდე ეკატერინე გალდავა ხელმძღვანელობდა.

იქნებ, ვინმემ იფიქროს, რა შუაშია ეს ცვლილება, ოზურგეთის ცენტრში არსებულ მდგომარეობასთანო. მაგრამ დავძენთ – იმ შუაშია, რომ როცა ცენტრალურ ოფისში, ცხელ ხაზზე გამუდმებით ვრეკავთ , მეორე თვეა და შედეგი არ ჩანს, შესაძლოა, ამის შემდეგ მაინც, ზემდგომმა პასუხის გაცემა და დროული რეაგირება ასწავლოს ქვემდგომებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

07:02; 22 თებერვალი, 2021

"არ დეიწყოთ ახლა თავის მოქაჩლება და ცრუობები... ყოლისფერი უთხარით“

ფილიპინებში ვულკანის ცუნამს ელოდებიან

ყველა სიახლე

პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

17:58; 10.07.2025
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის გაცვლის ახალი კურსი

17:29; 10.07.2025
საზოგადოება

“ლიბერთი ბანკს” “ბაზის ბანკი” ყიდულობს – ეროვნული ბანკი საკითხს სწავლობს

16:40; 10.07.2025
სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

16:21; 10.07.2025
ფინანსები

20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის B დივიზიონისთვის ემზადება – ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

16:18; 10.07.2025
საზოგადოება

დაგროვებითი პენსიის სტატისტიკა: 22,135 პირზე გაიცა 89.3 მლნ ლარი

16:03; 10.07.2025
ზაფრანი

პროდუქტები, რომელთა მირთმევა ღამეც შეიძლება

15:47; 10.07.2025
სპორტი

6 თამაშიდან 6 მოგება- ოზურგეთელი კალათბურთელები C ლიგის თამაშების შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ

15:30; 10.07.2025
ზაფრანი

რა პროდუქტებით ვებრძოლოთ ქოლესტერინს

15:21; 10.07.2025
ზაფრანი

პომიდვრის მიმართ ფრთხილად უნდა იყოთ

14:51; 10.07.2025
საზოგადოება

ატმის შეღებვის ფაქტთან დაკავშირებით სეს-ი განცხადებას ავრცელებს

14:41; 10.07.2025
სამართალი

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომრელი დააკავეს

14:39; 10.07.2025
საზოგადოება

როდემდე უნდა მიმართონ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულებმა დახმარების მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტოს

14:25; 10.07.2025
პოლიტიკა

“ახლა ჯობია ზურაბიშვილის სცენარს მივყვეთ” – ხუხაშვილი

14:21; 10.07.2025
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14:10; 10.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

10:01; 30.06.2025
0

“წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

8:48; 28.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო