ყველა მშობელი ოცნებობს, რომ მისი შვილი წარმატებული იყოს. ამის შანსი კი ბევრად იზრდება, თუ ბავშვი განვითარებულია არამამრტო ფიზიკურად და ინტელექტუალურად, არამედ ემოციურადაც. ქოუჩი აღზრდის საკითხებში, რემ რაუდა 6 ძირითად უნარს გამოყოფს, რომლებსაც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ბავშვებს ახასიათებთ.
1. არავერბალური ნიშნების ამოცნობა
ბავშვებს პატარაობიდანვე კარგად გამოსდით სხვა ადამიანების გრძნობების აღქმა სხეულის ენისა და სახის გამომეტყველების მიხედვით. მაგალითად, ბაღიდან დაბრუნების შემდეგ ბავშვმა შეიძლება თქვას, რომ მისი შეყვარებული დღეს ძალიან წყნარად იყო და როცა სათამაშოდ მიიწვია, მან უარი თქვა. ბიჭმა გააკეთა დასკვნა, რომ ის მოწყენილი იყო.
როგორ განვავითაროთ ეს უნარი? ხშირად ესაუბრეთ თქვენს შვილებს იმის შესახებ, თუ როგორ ჩაიარა მათმა დღემ, როგორ იქცეოდნენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობდნენ – რას გრძნობდნენ ისინი. ამ გზით ბავშვი ემოციების უკეთ ამოცნობას დაიწყებს.
2. იჩენს თანაგრძნობას
ბავშვს არა მხოლოდ ესმის, როგორ გრძნობს სხვა ადამიანი, არამედ გამოხატავს შეშფოთებას და დახმარებას სთავაზობს. მაგალითად, მან შეიძლება მხარი დაუჭიროს მეგობარს, რომელიც ცუდ ხასიათზეა ან დაღლილ დედას სთავაზობს, რომ დაისვენოს.
უმარტივესი გზა ამ უნარის გასავითარებლად მაგალითის მიცემაა. როდესაც ბავშვი ხედავს, თუ როგორ ზრუნავთ ბებია-ბაბუაზე ან თქვენს ავადმყოფ მეზობელზე, ის ქცევის ამ მოდელს აითვისებს.
3. საუბრობენ იმაზე, თუ როგორ გრძნობენ თავს.
სამწუხაროდ, ეს უნარი ცუდად არის განვითარებული ბევრ ზრდასრულშიც კი. მაგრამ ემოციურად ინტელექტუალური ბავშვები შესანიშნავად უზიარებენ თავიანთ გრძნობებს სხვებს. მაგალითად, შეიძლება აღიარონ, რომ ცუდ ხასიათზე არიან, რადგან თავსატეხი ვერ ამოხსნეს – ან გული სიხარულით სავსე აქვს, რადგან მასწავლებელმა შეაქო.
როგორ განვავითაროთ ეს უნარი? ჩვეულებად აქციეთ თქვენი ემოციების მკაფიოდ წარმოთქმა. „გაბრაზებული ვარ, რადგან ვერ ვპოულობ ჩემს გასაღებს“ ან „სევდიანი ვარ, რადგან ავად ვარ“. ამ გზით ბავშვი მიხვდება, რომ მის ემოციებზე საუბარი ბუნებრივია.
4. მარტივად ადაპტირდებიან
ბავშვი სწრაფად ეგუება ყოველდღიური რუტინიდან გადახვევას და ძალიან არ ღელავს ამაზე. მაგალითად, თუ წვიმის გამო სეირნობის გაუქმება მოუწია, ამის გამო განწყობას არ მოიწამლავს. უბრალოდ ცოტა ხნით მოიწყენს და ალტერნატივას იპოვის.