გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი” – წულუკიანმა ჟორჟოლიანს უჩივლა

    „მთავარია, კაცი თუ იქნება, კაცი იყოს“

    შალვა პაპუაშვილი – ომის დაწყებისთანავე მოლდოვა ეკონომიკურ სტაგნაციაშია, ეს მაშინ, როდესაც კანდიდატობაც მისცეს, ზეციურ მანანასაც დაჰპირდნენ

    “პირველი ადამიანი ვარ, ვინც გალაკტიონის ლექსის უხეიროდ წაკითხვისთვის დააჯარიმეს” – ლორთქიფანიძე

    უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთლიანად არის ორბანზე დამოკიდებული” – მერაბ მეტრეველი

    “ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, მამამისის პანაშვიდებზე “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა”

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ _ თურქეთში აშშ-ის ელჩი

    ურსულა ფონ დერ ლაიენი- ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს

    რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ივლისი

    “საფრანგეთი უკრაინისთვის იარაღის შესყიდვაში მონაწილეობას არ მიიღებს”

    უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა 5 ნოემბრამდე გაახანგრძლივა

    ძლიერი წვიმისგან მეტროსადგური დაიტბორა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ამაზე უკეთესს არაფერს ვისურვებდი ამჟამად“

9:34; 2.07.2023
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მრავალი ჩინებული მსახიობი გვყავდა ქართველებს. მათ მიერ განსახიერებული როლები ჩვენი კინოხელოვნების ოქროს ფონდშია შესული. უბადლო პროფესიონალიზმის გარდა ისინი შესანიშნავი იუმორითაც იყვნენ დაჯილდოებულები. მრავალი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მათ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნიუანსები დღემდე თაობიდან-თაობებს ტკბილი მოგონებების სახით გადაეცემა.

მოხუცი ფოსტალიონის – გიორგის როლს რომ ამზადებდა ფილმისათვის “დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, სერგო ზაქარიაძეს 16 კილოგრამით დაუკლია წონაში. თურმე ამბობდა, შეუძლებელია, ფოსტალიონი მსუქანი იყოს, იმდენს დადის ფეხით, აუცილებლად გამხდარი იქნებაო.

სიკო დოლიძე იხსენებდა: “ერთხელ მე და სერგო, რომელსაც ფოსტის მსახურის ტანსაცმელი ეცვა და მხარზე გაზეთებით სავსე ჩანთა ეკიდა, კავშირგაბმულობის მინისტრთან შევედით. სერგო მორცხვად გაჩერდა კარის ზღურბლთან. მინისტრი მე მელაპარაკებოდა და თან სერგოს გადახედავდა ხოლმე. ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ჰკითხა – თქვენ ვინ ბრძანდებით, რომელი საფოსტო განყოფილებიდან ხართო“.

იყო პერიოდი, როდესაც სერგო ზაქარიაძე მარჯანიშვილის თეატრში აღარ მუშაობდა. იგი მხოლოდ მხატვრული ფილმების სტუდიაში იყო დაკავებული დუბლიაჟზე. ხშირად ეპიზოდს ელოდებოდა, თავისუფალ დროს კოლეგებს უკითხავდა ვაჟა ფშაველას, ანა კალანდაძის ლექსებს, ნაწყვეტებს ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებიდან. თანაც ითხოვდა პირუთვნელ შეფასებას, რჩევას. თავიანთ შეხედულებებს უზიარებდნენ თამარ ციციშვილი, დუდუხანა წეროძე, კოტე დაუშვილი და სხვები.

ასე, მეტად “მაღალკვალიფიციური” მსმენელების დახმარებით, შექმნა თავისი ბრწყინვალე საკონცერტო პროგრამა ერთი საღამოსთვის, რასაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

კარლო გოგოძე იგონებდა: “ნატო ვაჩნაძის საიუბილეო დღეები იყო. მე მოვამზადე პატარა მონოგრაფია. საიუბილეო საღამოზე ლევან ასათიანი მოვიდა და გულწრფელად მითხრა, მადლობელი ვარ ასეთი დიდი წიგნისთვისო. მეორე დღეს კინოსტუდიაში ფანჯარასთან მდგარმა ნატო ვაჩნაძემ მომმართა: “კარლო, კარლო, მოდი! გახსოვდეს, დღეს ჩემთან მოდი სახლში, უარი არ გამაგონო”. როდესაც მის სახლში მივედი, ბევრი ხალხი დამხვდა. მე მოწიწებით მივეახლე და მივულოცე ჩემი წიგნით, სადაც მივაწერე: “ჩემს საყვარელ ნატოს, სხვა არაფერი მისართმევი არ მაქვს!”. მე ვიმეორებ ნატო ვაჩნაძის სიტყვებს: “ამაზე უკეთესს არაფერს ვისურვებდი ამჟამად” – და ლოყაზე მაკოცა. სერგო ზაქარიაძემ ხელი მომკიდა და მითხრა” – “ლოყაზე არ მოისვა ხელი, არც პირი დაიბანო!“

მსახიობი გოგუცა კუპრაშვილი იგონებდა: “ერთი შემთხვევა სატირალიც იყო და სასაცილოც. ერთ–ერთ სეზონზე ნაძალადევის თეატრში ვდგამდით “სურამის ციხეს”. მე ბიჭის როლს ვასრულებდი. კულისებში ვიდექი სცენაზე გასასვლელად მომზადებული, როცა ერთი ხანშიშესული მეხანძრე მომვარდა და სრულიად მოულოდნელად ისე მაგრად ჩამაფარა თავში, რომ თვალებიდან ნაპერწკლები წამომცვივდა. წამავლო საყელოში ხელი და მიმათრევს გარეთ:

– მე შენ ვერ მოგაშლევინე ხომ, აბა, ახლა მიყურეო, – მიყვირა. რის ვაი-ვაგლახით გავინთავისუფლე თავი.

– რას შვრები, ბიძია, რა გინდა ჩემგან, – შევძახე, მაგრამ ამაზე სულ გადაირია.

– ერთი ამას დამიხედეთ, რა თავხედი ყოფილა!

ამასობაში ხალხი მოგროვდა და რა იყო, რა მოხდაო – კითხულობდნენ. რა და, მაგისგან სისხლი მაქვს გამშრალი, ყოველ წამს ისე იპარება ფანჯრიდან, კაცო, გინახავთ ამნაირი? – მე სიმწრისგან ცრემლმორეულმა ვუთხარი:

– ძია, მე არტისტი ვარ, არტისტი.

– ჰაიტ, შე გლახა, გასწავლეს ხომ ასე თქვიო? შენისთანა ჭიაყელა არტისტი არ გამიგონია მე!

თურმე, ნუ იტყვით, ერთ ნაძალადეველ ბიჭს მიმამსგავსა და ჩვენი თეატრის ადმინისტრატორი რომ არ ჩარეულიყო, საქმე ცუდად დამთავრდებოდა: ქალბატონო გოგუცა, რას ალაპარაკებდით ამდენს, აგეწიათ პარიკი და მიხვდებოდა! – მეხანძრე კი გაკვირვებული იყურებოდა, ვის მიმართავს ქალბატონობითო. მართლაც იძულებული გავხდი, პარიკი მომეხსნა და მხოლოდ ამის შემდეგ დარწმუნდა მეხანძრე.

ამ სახალისო ისტორიას ქალბატონი ელენე საყვარელიძე არაერთხელ იხსენებდა: “1966 წელს უნგრეთში ქართული კულტურის დეკადაზე ჩვენი დელეგაცია მასპინძელთა დიდი პატივისცემით და ყურადღებით სარგებლობდა. ყველას ატკბობდა “ორერას” დიდებული სიმღერები. გვქონდა ბევრი საინტერესო შეხვედრა და ნაცნობობა. განსაკუთრებით დაგვიმეგობრდა ჟურნალისტი იანოშ რიგო. იგი ჩვენი კულტურის დღეების მასალებს აშუქებდა და სულ ჩვენთან იყო. გამომგზავრებისას აეროდრომზე უნგრული თოჯინა მომართვა სამახსოვროდ. ეს ჩვენი ეროვნული სიამაყეაო, ამიხსნა. მადლობა გადავუხადე ძვირფასი სუვენირისათვის და შევპირდი, მეც გამოგიგზავნით საქართველოდან ჩვენს ეროვნულ სიამაყეს მეთქი.

– წარმომიდგენია! ქართველები ყველანი პოეტურები ხართ, მოუთმენლად მოველი თქვენს სუვენირს, მე მას წიგნების კარადაში მოვათავსებ.

უნგრეთს დავემშვიდობეთ. გაიარა ერთმა წელმა და ახლა საქართველოში ავღნიშნეთ უნგრული კულტურის დღეები. უცხოელი კოლეგების გაცილების დღეს უცებ გადავწყვიტე, იანოშ რიგოსათვის შეპირებული სამახსოვრო გამეგზავნა. ქართული ჩურჩხელებითაც მინდოდა თავი მომეწონებია და ქაჯეთის ციხეში გადახვეულ ნესტან-დარეჯანის და ტარიელის ბარელიეფისათვის დამემატებინა. ბაზარში გამახსენდა, რომ სახლიდან ერთი კილო სიმინდის ფქვილიც დამავალეს, ესეც ვიყიდე, ნაყიდ ქაღალდის პარკში მოვათავსე და აეროდრომისკენ გავემგზავრე.

ცოტა შემაგვიანდა, მაგრამ მაინც მოვასწარი სტუმრისათვის გასაგზავნი ამანათი გადამეცა. კმაყოფილი დავბრუნდი შინ.

დედაჩემს უნდოდა ჩანთიდან სიმინდის ფქვილი ამოეღო და ხელში “ვეფხისტყაოსნის” ბარელიეფიანი პარკი შერჩა. იმ სიჩქარეში უნგრეთში სწორედ ფქვილიანი პარკი გამიგზავნია და ახლა, ალბათ, წიგნების კარადას ამშვენებს”.

ორშაბათობით მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლების ნაცვლად იმართებოდა ქართული ესტრადის ხელოვანთა კონცერტები, რომელთაც მრავალი მაყურებელი ესწრებოდა. მორიგი საღამო დებმა იშხნელებმა გამართეს. პარტერის პირველ რიგში ამავე თეატრის უკვე ფრიად ხანდაზმული სამი დიდი მსახიობი იჯდა.

– კაცო, სანდრო, თუ კაცი ხარ, ამიხსენი, ეს დები იშხნელები თავიდან ხომ ოთხნი იყვნენ?

– კი! – მერე, ახლა სამნი რატომ გამოდიან?

– ერთი მოკვდა!

– აბა, რომელი?

– აი, ის, შუაში რომ დგას!

მსახიობმა ბინოკლი მოიმარჯვა და დიდხანს ათვალიერებდა შუაში მდგარ მთლად გაჭაღარავებულ მომღერალს.

– საწყალი, რა ახალგაზრდა მომკვდარა…

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ნატო ვაჩნაძე
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ზაფხულის ბოლოს მკვეთრი ცვლილებები ელოდება

11:51; 19 ივლისი, 2025
ზაფრანი

ცაცხვის ჩაის სამკურნალო თვისებები

16:25; 17 ივლისი, 2025
ზაფრანი

ვის არ ეჭმევა საზამთრო

16:17; 17 ივლისი, 2025
ზაფრანი

რომელი ბუნებრივი ანტიბიოტიკებით ავიმაღლოთ იმუნიტეტი

16:06; 17 ივლისი, 2025
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

10:36; 16 ივლისი, 2025

„იქნებ მითხრათ, რა ენაზე ლაპარაკობდა ეს კაცი...“

ჯემალ ღაღანიძის „შურისძიება“

ყველა სიახლე

საზოგადოება

საპროტესტო მსვლელობა „არა რუსულ არჩევნებს“, პარლამენტთან მივიდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

21:20; 19.07.2025
საზოგადოება

იყავით ფრთხილად! მაღალი ალბათობაა შტორმული სიტუაციის განვითარების _ მეტეოროლოგი

21:07; 19.07.2025
საზოგადოება

„არა რუსულ არჩევნებს” – ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

20:57; 19.07.2025
პოლიტიკა

“თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას”

20:09; 19.07.2025
პოლიტიკა

“კვერცხებთან ერთად დასრულდებით” – ბერდია სიჭინავა

17:24; 19.07.2025
საზოგადოება

“დასრულდა, დავმარცხდით” _ ბავშვი, რომელსაც 28 მარტს მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

16:10; 19.07.2025
პოლიტიკა

ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გურიის სამივე მუნიციპალიტეტში

15:14; 19.07.2025
პოლიტიკა

“მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის” _ მამუკა მდინარაძე

14:40; 19.07.2025
პოლიტიკა

ევროპარლამენტი: სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია

14:33; 19.07.2025
საზოგადოება

ზვიად ბოლქვაძე ჩოხატაურში საავტორო კონცერტს გამართავს

13:38; 19.07.2025
საზოგადოება

დაკარგული ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი 17 ივლისიდან ეძებდა, ცოცხალი იპოვეს

13:10; 19.07.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის ზაფხულის ბოლოს მკვეთრი ცვლილებები ელოდება

11:51; 19.07.2025
მსოფლიო

ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ _ თურქეთში აშშ-ის ელჩი

11:42; 19.07.2025
ფეისბუქსტატუსები

“ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი” – წულუკიანმა ჟორჟოლიანს უჩივლა

11:16; 19.07.2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

11:03; 19.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ნანუჩ, აბა, სილიკონის ტუჩები (და ისინიც) დაპრუწე და თქვი” – წულუკიანმა ჟორჟოლიანს უჩივლა

11:16; 19.07.2025
0

„მთავარია, კაცი თუ იქნება, კაცი იყოს“

11:00; 19.07.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო