“პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის მათი მხრიდან ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს. ის, რომ ამაზე დისკუსია მიმდინარეობს უკვე არის ძალიან ცუდი ქართველი ხალხისთვის, მაგრამ პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება “ოცნებას” და ივანიშვილს,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ დონალდ ტუსკის განცხადებაზე.
“ის რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის პოლონეთი, რომელიც არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ამდენი წელია მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საუბრობენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ცხადია ეს არის მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების” პასუხისმგებლობა. ეს არის “ოცნების” საგარეო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დააშოროს ევროპას, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ლანძღვაზე და ქვეყნის იზოლაციაზე, საბოლოო ჯამში მოიტანს იმას, რომ საქართველო იქნება მარტო ყველა იმ სიკეთის გარეშე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გარეშე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ევროპელებისგან. უნდა გვესმოდეს, რომ პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და ამ საკითხის მათი მხრიდან ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს. ის, რომ ამაზე დისკუსია მიმდინარეობს უკვე არის ძალიან ცუდი ქართველი ხალხისთვის, მაგრამ პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება “ოცნებას” და ივანიშვილს.” – განაცხადა ანა წითლიძემ.
ანა წითლიძის კომენტარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.