სხვა 26 მაისი _ ერთხელ ამერიკაში

გიორგი გირკელიძის ბლოგი

სხვა 26 მაისი _ ერთხელ ამერიკაში

27 მაი. 2018, 22:31:31

ცხოვრებაში ერთხელ ვარ ნამყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში _ 2011 წლის 26 მაისს, ქართველი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი სასწავლო-გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვაშინგტონში, ფილადელფიასა და ნიუ ორკში ყველაზე გავლენიანი და პრესტიჟული გამოცემების რედაქციებს და არასამთავრობო ორგანიზაციას ვსტუმრობდით.

ჩემი იქ ყოფნის ორი კვირის განმავლობაში ორი ამბავი მოხდა, რომელიც ყველაზე მეტად დამახსოვრდა და სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება.

ამჯერად იმ დღის შესახებ მოგიყვებით, რომელიც ერთ-ერთ სისხლიან დღედ არის საქართველოს ისტორიაში შესული.

მოგზაურობის ბოლო დღეებში ნიუ ორკში ვიმყოფებოდით. დღის ბოლოს ყველაზე თავისუფალ ქალაქში მოგზაურობის საათები გვეწყებოდა.

ღამის ნიუ იორკი მეტად დატვირთულია მუსიკალური-გასართობი პროგრამებით… აქ ყველა თავისუფალია და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. იმდენად დიდი ენერგია მოდის ღამის ნიო იორკიდან, ყველაფერი გავიწყდება...

რაც შეიძლებოდა, დიდხანს ვრჩებოდით ღამის ქალაქში.

26 მაისის ღამეს კიდევ ერთხელ ეუბნებოდნენ ჩემი კოლეგები ერთმანეთს, რომ ეს მათი ქალაქი და დიდი სიამოვნებით იცხოვრებდნენ იქ...

სასტუმროში გვიან შემოვედი და იქვე ჰოლში კომპიუტერს მივუჯექი. სალაპარაკო აღარ მქონდა ტელეფონის ბარათზე და მაინტერესებდა, რა ხდებოდა საქართველოში.

ქართული ინტერნეტ-გამოცემები სისხლიანი ფოტოებით და შემზარავი ამბებით იყო სავსე _ სასტიკად ნაცემი 17 ჟურნალისტი, წართმეული ტექნიკა, რომლითაც ეს ჟურნალისტები 26 მაისის მოვლენებს იღებდნენ. "გურია ნიუსის", "ნეტგაზეთის", "ინტერპრესსნიუსის", "პირველის", "რეზონანსის", "ექსპრესნიუსის", "პალიტრა ტვ"-ს, "ასავალ-დასავალის" და "MEDIA.GE"-ს ჟურნალისტებზე სასტიკად იძალადეს ნიღბიანმა პირებმა.

26 მაისის სისხლიან ღამეს "გურია ნიუსის" ჟურნალისტი, ჩემი მეგობარი ნატო გოგელია სასტიკად ცემეს და დაუმტვრიეს ფოტოპარატი.

ყველანი სახტად დავრჩით ამ საზარელი ამბით და მთელი ღამის განმავლობაში არავის არ გვიძინია.

ფეისბუქით დავადგინე, სად იმყოფებოდა ნატო. ტელეფონის ბარათი ჩემმა კოლეგა თამუნა უჩიძემ მათხოვა და საქართველოში დავრეკე.

პირველად მისი ხმა ვერ ვიცანი... "ახლა არა მიშავს, უკეთ ვარ, ლაპარაკის თავი არ მაქვს." _ ასე მიპასუხა ნატომ კითხვაზე, რა მოხდა დარბევის შემდეგ.

დილით, ადრიანად შევიკრიბეთ სასტუმროს ჰოლში. მასპინძლებმა დაგვიწყეს გამოკითხვა, თუ რა ხდება  საქართველოში და  ჟურნალისტების ბედით დაინტერესდნენ.

რაც ვიცოდით, ყველაფერი მოვყევით და გაეროში საქართველოს ელჩთან, კახა ლომაიასთან შეხვედრაზე წავედით.

აი, აქ კი ყველაზე საინტერესო რამ მოხდა _ სხვადასხვა მიზეზების გამო შეხვედრაზე დავაგვიანეთ. ლომაიას ამ დროს თანამშრომლებთან დაუწყია შეხვედრა და როცა აცნობეს ჩვენი ვიზიტის შესახებ, შემოგვითვალა, შეხვედრის დასრულების შემდეგ მიგიღებთო. აქვე დავაფიქსირეთ მასპინძლების შეშფოთებული სახეეები, მაგრამ რას ვიზამდით?!

ჩვენი პროგრამის ორგანიზატორის _ „ჟურნალისტიკის საერთაშორისო ცენტრის" წარმომადგენლებმა თარჯიმნებს თხოვეს, ჩვენი და კახა ლომაიას საუბარი დეტალურად ეთარგმნა. მათაც აინტერესებდათ ელჩის აზრი საქართველოში 26 მაისს დატრიალებული ამბების შესახებ.

კახა ლომაიამ საუბარი ზოგადი ფრაზებით დაიწყო _  შეეხო საქართველოში ეკვადორის კულტურის დღეებს, გაერო-საქართველოს ურთიერთობებს და ა. შ.

კიდევ უნდოდა სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა, მაგრამ... ჩვენ, ჟურნალისტებს ყველაზე მეტად გვანტერესებდა იმის გაგება, თუ რას ფიქრობდა საქართველოში განვითარებული მოვლენებზე ელჩი.

"ძალის გადამეტება არის კონკრეტული კვალიფიკაცია, არ მგონია, მე ან თქვენ გვქონდეს საშუალება, რამე დავადასტუროთ.

სხვის აზრს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ არ უნდა მივიღოთ როგორც აქსიომა. მეც ვნახე კადრები, შეიძლება ზოგიერთ მომენტში რაღაც ეჭვი შეგეპაროს, ზოგიერთში _ არა. ყველა სტანდარტი დაცული უნდა იყოს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანს თუ ადამიანთა ჯგუფს მისცე გამოხატვის უფლება. აქციის ორგანიზატორებს ქალაქის ხელისუფლებამ შესთავაზა ალტერნატიული ადგილი და დრო, რაც იგნორირებულ იქნა.

ორგანიზატორების მიზანი იყო ძალადობის პროვოცირება, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი გახდა _  სამართალდამცავებს არჩევანი არ ჰქონდათ", _ ასეთი იყო კახა ლომაიას კომენტარი...

შეხვედრა არც  ისე დიდხანს გაგრძელდა და ყველანი იმედგაცრუებულები გამოვედით გაეროს ოფისიდან.

ამ დროს "ნიუ იორკ თაიმსის" ოფისი გამახსენდა _ ჟურნალისტები ჩვენთან საუბრისას ამბობდნენ, რომ ყველაფერი კეთდება რედაქციაში, რადგან მათ ხელი არ შეეშალონ ახალი ამბების მომზადებაში. ისიც კი გვითხრეს, ახალი შენობაში მოძრავი კედლები იყო დამონტაჟებული _ თუ მოწყინდებოდათ ძველ გარემოში ყოფნა, რამდენიმე საათში ახალი ფერის კედლებით ჰქონდათ...

ამ დროს ირონიულად გეცინება _ ამერიკიდან შორს, საქართველოში ამ ყველაფერზე ოცნებად ზედმეტად სასაცილოა, რადგან აქ და იქ დემოკრატიის სხვა სტანდარტები არსებობს.





 ახალი ამბები
  • ქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი სკოლის მოსწავლე ემსხვერპლაქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი გოგონას, ხატია ბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი გოგონა ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. "სიკვდილი როგორ ვერ შეაჩერე, ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო და ჩემო გულისხმიერო გოგო. ტრაგიკულად დაიღუპა ჩემი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ხატია ბერიძე", _ წერს ფეისბუქზე სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა. "გურია ნიუსი" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, სკოლას, მეგობრებს, ყველა ... ...
  • „ხელფასების მომატებაზე უარს ამბობენ“ - „გულისტანის“ მუშები მორიგი აქციისთვის ემზადებიანოზურგეთში მდებარე წისქვილკომბინატ „გულისტანის“ მუშების პროტესტი ისევ გრძელდება. ისინი უკვე მერვეა დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა  ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს,  ერთ-ერთი მუშა,  გელა ქადეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი შეხვედრისა, „გულისტანის“ დირექცია ხელფასების მომატებას არ გეგმავს. „რადგან ხელფასებს არ გვიმატებენ, ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. ხვალ, დღის 2 საათზე დავგეგმეთ აქცია“, - გვითხრა გელა ქადეიშვილმა. აქციის განმავლობაში სოციალურმა მოძრაობამ „ხმა“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმუშევრად დარჩენილი მუშებისთვის დახმარებოდა. ამ დროისთვის, მუშების დასახმარებლად 1700 ლარზე მეტია ... ...
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...