1924 წლის აჯანყების ისტორიიდან

ისტორია

1924 წლის აჯანყების ისტორიიდან

28 მაი. 2021, 12:10:41

ბოლშევიკების გამეფების შემდეგ სისხლიანი ტერორისა და განუკითხაობის ლოგიკური შედეგი 1924 წლის საყოველთაო აჯანყება იყო. “ნაადრევმა გასაბჭოებამ საქართველოში გარკვეული პერიოდის მანძილზე გააძლიერა მენშევიკები და გამოიწვია ფართო მასობრივი აჯანყება 1924 წელს... თვითონ სტალინის აღიარებითაც საქართველო წაღმა-უკუღმა უნდა გადახნულიყო", _ წერდა ლევ ტროცკი.


სათანადოდ მოუმზადებელი აჯანყება სასტიკად იქნა ჩახშობილი, ვინაიდან "შეთქმულებმა მეტი რომანტიზმი გამოიჩინეს, ვიდრე საღი პოლიტიკური გონიერება”, წერდა გერონტი ქიქოძე.

თუ რა "ენთუზიაზმით” უსწორდებოდნენ აჯანყებულებს, ამას სენაკის მაზრის კომუნისტური რაზმის მეთაურის დავითაიას “კაციჭამიური” განცხადებაც ცხადყოფს: "თითოეულ კომუნისტს გვწყუროდა ღვინოსავით გვესვა აჯანყებულთა სისხლი”. შეადარეთ ეს სიტყვები ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი ექსპედიციის ერთ-ერთი მონაწილის ნათქვამს, რომელიც გაზეთ “ივერიაში” (1906 წ., # 8) დაიბეჭდა: “ჩვენ გამოგვაგზავნეს მეორედ დავიპყროთ კავკასია, ცეცხლითა და მახვილით. ჩვენი მოვალეობა ჩვენ წმინდათ უნდა შევასრულოთ. აი, როგორც ამ ჭიქას, ისე დავლევთ სისხლსაც..." ამ სიტყვების მთქმელი “სისხლისმსმელები”, ერთი რუსი და მეორე ქართველი, ერთსა და იმავე "მტერს" _ ზოგადად ქართველ ხალხს ებრძოდა და ანადგურებდა. ცნობილი საზოგადო მოღვაწის შალვა ამირეჯიბის თქმით, დასავლეთ საქართველოს ერთ სოფელში 25 კაცის დახვრეტა იყო გადაწყვეტილი. სოფელი პატარა იყო და ამდენი ახალგაზრდა არც კი მოიძებნა, მაგრამ მაინც მოაგროვეს დიდი და პატარა და ყველა დახვრიტეს. კახეთში კი მთელი ქორწილი დააპატიმრეს და ნეფე, მაყრები და სტუმრები ყველა საიქიოს გაისტუმრეს.

სერგო ორჯონიკიძე რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის 1924 წლის ოქტომბრის პლენუმზე გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ აღდგა “მენშევიკების მიერ დაშინებული” თითქმის მთელი საქართველოს მოსახლეობა, და მოიყვანა სხვადასხვა ციფრები: როცა 1904-05 წლებში ბოლშევიკების პარტია მხოლოდ რამდენიმე ასეულ კაცს მოითვლიდა, მენშევიკთა რიგებში 15 ათასი წევრი იყო;

1920 წელს მენშევიკთა პარტიის ყრილობაზე თავი 60 ათასმა წევრმა მოიყარა, მაშინ მხოლოდ თბილისსა და თბილისის მაზრაში 12 ათასი მენშევიკი და მხოლოდ 500 ბოლშევიკი იყო;

1921 წელს გურიაში მენშევიკებს 8600 წევრი ჰყავდათ, ბოლშევიკებს 600-მდე;
“გურიაში გლეხობა უკიდურესად შეგნებულია, _ ამბობდა ორჯონიკიძე, _ ყოველი ცოტად თუ ბევრად გავლენიანი და შეგნებული გლეხი რომელიმე პარტიის წევრია _ ან მენშევიკია, ან ბოლშევიკია, ანდა კიდევ ესერი. უპარტიო გავლენიან გლეხს გურიაში ძნელად თუ იპოვი და აი, ამ სამნახევარი წლის მანძილზე ჩვენ ვერ მოვახერხეთ გურული გლეხობის გამოხსნა მენშევიკებისაგან, მაშინ როცა საფუძვლიანად და გადაჭრით გამოვიხსენით მენშევიკებისაგან თბილისის, ბათუმის, ფოთის და საერთოდ საქართველოს მუშები... ეს მუშები 1921 წელს მასობრივად გამოეხმაურნენ მენშევიკთა მთავრობის მოწოდებას შაშხანით ხელში გამოელაშქრათ ჩვენ წინააღმდეგ, როცა მენშევიკებს შევუტიეთ”.

საქართველოს ყველა კუთხეში აჯანყების სისხლში ჩახშობას უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვების, ქალების და მოხუცების. ოფიციალური ცნობებით, აჯანყებაში სულ 980 კაცი დაიღუპა, ნოე ჟორდანიას სხვა ციფრი _ 5000 მოჰყავს, რაც, ალბათ, უფრო ახლოს არის სინამდვილესთან (არსებობს კიდევ განსხვავებული მონაცემებიც _ 15 000 მოკლული). ცეტკინის თბილისში ვიზიტის დროს მას შავებში ჩაცმული სამი ქალი (მათი მენშევიკი ქმრები დახვრეტილი იყვნენ) ესტუმრა, რომლებმაც გადასცეს დოკუმენტი, სადაც აღწერილი იყო, რა მოხდა სინამდვილეში 1924 წლის აჯანყების დროს. მათი მონაცემებით, მარტო თბილისში 250 მუშა იყო დახვრეტილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი _ 6 ათასზე მეტი გლეხი და მუშა. ოფიციალურ წყაროებში მითითებული იყო მხოლოდ მსხვილი და ცნობილი თავად-აზნაურების, ოფიცრებისა და მემამულეების სახელები, მუშებისა და გლეხების კი საგულდაგულოდ იყო მიჩუმათებული, თითქოს მათ აჯანყებაში მონაწილეობა არც კი მიუღიათ.

დასჯილთა რიცხვი ბევრად ნაკლები იქნებოდა, _ წერდა ცეტკინი, _ რომ არა ადგილობრივი გლეხობა, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა ამ პუტჩის მოთავეების გასამართლებას და საკადრისად დასჯას. გლეხები საკუთარი ხელით ხოცავდნენ აჯანყებულთ, მათ, როგორც ყაჩაღებსა და ბანდიტებს, ისე ექცეოდნენ. აჯანყების მცირე მასშტაბებთან შედარებით, _ აგრძელებს ავტორი, _ ეს ციფრი დიდია (მხედველობაში აქვს ოფიციალური მონაცემები _ ი. მ., ლ. ხ.), მაგრამ არცთუ ისე დიდია ქვეყანაში, სადაც იარაღის ტარება და მოხმარება ჩვეულებრივ ამბად ითვლება და ყოველი მამაკაცის უფლებას წარმოადგენს... სადაც ყველას, განსაკუთრებით გლეხს, თავის ქოხში იარაღის პატარა საწყობი აქვს.

ცეტკინი ეჭვქვეშ აყენებდა იგივე შავოსანი ქალების მონაყოლს და საერთოდ მსხვილი აჯანყების ამბავს. მისი აზრით, შეთქმულება ფართოდ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ცუდად ორგანიზებული (რაც სიმართლეს შეეფერება _ ი. მ., ლ. ხ.) და ფართო მხარდამჭერა ვერ მოიპოვა. გურიაშიც კი, სადაც ამბოხებამ უფრო მნიშვნელოვანი ხასიათი მიიღო, მეოთხე დღეს იყო ლიკვიდირებული. რადგან აჯანყება მუხანათურად მოხდა, ამიტომ საბჭოთა წყობილების წარმომადგენლები იძულებული იყვნენ, დაეცვათ მუშურ-გლეხური სახელმწიფო, საქართველოს ნაციონალური დამოუკიდებლობა და საკადრისი პასუხი გაეცათ მტრისთვის.
კლარა ცეტკინის მიერ გამოთქმული აზრი ის მუდმივი ფორმულირებაა, რაც არაერთხელ გამოუყენებია რუსულ ხელისუფლებას სხვის საშინაო საქმეებში ჩასარევად, სხვის ტერიტორიაზე საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ან ჩაგრულთა მასების “ტირანიისაგან” გასათავისუფლებლად. ეს ფორმულა დღემდე რუსების საგარეო პოლიტიკის აქტუალურ ნაწილად რჩება.

ცეტკინი ისეთი თავგამოდებული ენთუზიაზმით, ისე დაბეჯითებით ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი, რომ ქვეყანაში სერიოზული არაფერი მომხდარა (ლეონიდ უტიოსოვის სიმღერისა არ იყოს, Всё хорошо, прекрасная маркиза, Дела идут и жизнь легка...), რომ აჯანყების ნიშნები და მისი შედეგები არსად შეიმჩნევა (გოგირდის აბანოებშიც კი (!)), რომ საქმეში ჩაუხედავ ადამიანსაც კი მაშინვე საწინააღმდეგო აზრი ებადება. ავტორი თითქოს შიშობს, რომ არ დაუჯერებენ და სქელტანიან წიგნად გარდასახული მისი შრომა ფუჭად ჩაივლის. ცეტკინი წერდა ვი

რტუალური, გამოგონილი საქართველოს შესახებ, წერდა იმის შესახებ, რის ნახვა და გაგონებაც სურდათ მას და მის მასპინძლებს _ ქართველ და რუს ბოლშევიკებს.აჯანყების ჩახშობის შემდეგ ხალხში თავისუფლებისაკენ ლტოლვა მაინც არ ჩამქრალა. ამ ამბებიდან ცოტა ხანში თბილისში გურიიდან მასწავლებელი ქალი ჩამოვიდა. ალბათ, ხალხს აჯანყების დამარცხების გამო გული გაუტყდაო, _ შეეკითხნენ მას, რაზეც მასწავლებელმა უპასუხა: რას ბრძანებთ! მთელი გურია იმას გაიძახის, ერთი კვირა ხომ მაინც თავისუფლად ამოვისუნთქეთ, რა ვუყოთ რომ პირველი აჯანყება სუსტი გამოდგაო!.. ქართველებში დამპყრობლების წინააღმდეგ ჩარჩენილი ბოღმა და პროტესტი არ ქრებოდა, მაგრამ მომდევნო წლების არნახულმა რეპრესიებმა და ტერორმა ეს მუხტი ლამის მთლიანად ჩააქრო, რაშიც უზარმაზარი წვლილი ჩვენში არსებულ “მეხუთე კოლონას” _ რენეგატ ქართველებსაც მიუძღვით.

ამონარიდი წიგნიდან ,,ტერორისტები”, ავტორები ირაკლი მახარაძე. ლაშა ხეცურიანი





 ახალი ამბები
  • განზრახ მკვლელობა მცხეთაში- ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინესსაქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა.  ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ... ...
  • „ქურდული გარჩევა“ ქუთაისში - დაკავებულია 3 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით ... ...
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო  ,,D”  კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი  ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ... ...
  • "კობახიძე არის ქოსატყუილა"- ჭიჭინაძე„წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩაანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა. კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა“,_ აღნიშნულ განცხადებას „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მაშინ კობახიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. „კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე -  საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება“,_ აცხადებს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...