ქართველები ახალი “სამშობლოსა” და პატრონის სამსახურში

ისტორია

ქართველები ახალი “სამშობლოსა” და პატრონის სამსახურში

28 მაი. 2021, 17:36:00

ვახტანგ მეფემ რუსეთში დაასრულა სიცოცხლე 1738 წელს. თუ რუსეთის მთავრობა ქართლის მეფეს და მის მრავალრიცხოვან ამალას გულუხვად უმასპინძლდებოდა და წლების განმავლობაში მუქთად ინახავდა, მისი სიკვდილის შემდეგ, ქართველებს დახმარება თითქმის შეუწყვიტეს და მათ მოუხდათ გადარჩენისთვის ბრძოლა. ისინი ან სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ, ან კიდევ რუსეთის ქვეშევრდომობა მიეღოთ და იქ ემსახურათ. ქართველების ნაწილი შეუერთდა მოსკოვის ქართულ კოლონიას, რომელიც XVIII საუკუნის 90-იან წლებში დააფუძნა არჩილ მეფემ. პოლიტიკაში რომ არაფერი გამოუვიდათ, ქართული კოლონიის ბევრმა წარმომადგენელმა ლიტერატურულ და მეცნიერულ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. ნაწილი საქართველოში დაბრუნდა, ერთმა ნაწილმა კი (87-მა კაცმა) თხოვნით მიმართა რუსეთის დედოფალ ანას, მიეღო ისინი სამხედრო სამსახურში და შეექმნათ ქართულ ჰუსართა ასეული (ზურაბ ავალიშვილი აღნიშნავდა, რომ XIX საუკუნეში ქართველ თავად-აზნაურთა მისწრაფება რუსული სამხედრო სამსახურისკენ თვალში საცემი იყო).  დედოფალმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა და 1738 წლის 25 მარტს ჩამოყალიბდა ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც მცირე ხანში პოლკად გადაკეთდა. ამ პოლკში რიგითად მსახურობდა პოეტი დავით გურამიშვილიც. აღსანიშნავია, რომ ქართველები იქამდეც მსახურობდნენ რუსეთის ჯარში. მაგალითად, როცა 1723 წლის 16 სექტემბრიდან რუსეთის არმიაში შეიქმნა ქართული რაზმები.

ამავდროულად, რუსები დროს არ კარგავდნენ და ქართველ თავად-აზნაურებს ჩამოართვეს რუსი მეფის ერთგულების ფიცი, რომ ისინი და მათი შთამომავლობა რუსეთის ქვეშევდრომებად დარჩებოდნენ და საზღვარგარეთ უპასპორტოდ არ გაემგზავრებოდნენ. ჰუსარები ზელიმ

ვალდებულნი იყვნენ მუდმივად მზად ჰქონოდათ მუნდირები, თოფი, საომარი ამუნიცია და საკუთარი ხარჯით ცხენი. ომიანობის დროს მამაკაცები ვალდებულნი იყვნენ გამოცხადებულიყვნენ ომში წასასვლელად.

ქართველებმა, როგორც ეს სჩვევიათ, ბრძოლებში მამაცობით გამოიჩინეს თავი. მთავარსარდალი, ფელდმარშალი მინიხი სამხედრო კოლეგიას მოახსენებდა: ,,ბრძოლაში ჩაბმის წინ გამოგზავნილ იქნა ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ კამპანიაში იმყოფებოდა. ასეულის ოფიცრები და რიგითები ისე მოქმედებდნენ, როგორც შეშვენის ძალიან მამაც და სანდო ხალხს, რომელთა საჭიროება არმიაში დიდია”.

1769 წლის ოქტომბერში ქართული ჰუსართა პოლკი ნაწილობრივ დაიშალა – ორი ესკადრონი გამოიყენეს მოსკოვის ლეგიონის შესაქმნელად და კიდევ ორი შეუერთეს კავკასიურ კორპუსს. მოგვიანებით, 1776 წელს, დარჩენილი ორი ესკადრონი გამოიყენეს ჰუსართა ცხრა ახალი პოლკის შესაქმნელად.

ამასობაში კი “...საქართველოში ყველაფერი გათავდა: თბილისი დაიწვა, ირაკლი მოკვდა, გიორგი მოკვდა, მეფის სახლობა რუსეთში გაიგზავნა, საქართველოში რუსეთის მთავრობა დაწესდა...”. წერდა იონა მეუნარგია. ვახტანგ VI-ის ამალა ერთგვარ ლაბორატორიად იქცა, სადაც წლების განმავლობაში ქართველებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ.  მეტიც, მათ სწავლობდნენ. რუსებმა ქართველთა სუსტი მხარეები ჩინებულად შეისწავლეს და შემდგომში თავისდა სასარგებლოდ და ჩვენდა საზიანოდ მრავალჯერ გამოიყენეს. მოსკოვის ქართული კოლონია XVIII საუკუნის განმავლობაში და შემდგომ წლებშიც დიდ ზეგავლენას ახდენდა საქართველოს პოლიტიკაზე. მეფის ხელისუფლება ოსტატურად იყენებდა საკუთარ ქვეშევრდომებად გადაქცეული ქართველებით “არა მარტო რუსეთის სასარგებლო განწყობილების პროპაგანდისთვის საქართველოში, არამედ პოლიტიკური ინტრიგებისთვისაც ქართლ-კახეთის მეფის წინააღმდეგ”.

შემდგომ წლებში, როგორც რუსეთის იმპერიაში დაბადებული და აღზრდილი ქართველები, ასევე განაპირა გუბერნიად ქცეული საქართველოს მკვიდრნიც, რეგულარულად მსახურობდნენ რუსულ არმიაში. მათ მიღწევებზე ბევრი დაწერილა. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1812-1814 წლებში ნაპოლეონთან ომის დროს ევროპის ფრონტზე 70-80 ქართველი ოფიცერი მსახურობდა, მათ შორის 12 გენერალი (უნებურად, ილია ჭავჭავაძის პადპარუჩიკ # გამახსენდა “მგზავრის წერილებიდან”. მისი ლოგიკით ხომ ბევრი გენერალი ეს “დიდი ცივილიზაციის” მანიშნებელია და ჩვენში ცივილიზაციის ,,შეტანა” კი... რუსეთის დამსახურებაა). ამბობენ, ბევრი რიგითიც იყოო, რაც თავისთავად არ არის გამორიცხული, მაგრამ ისტორიამ მათი გვარ-სახელები არ შემოგვინახა.

მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო და ქართული სახელმწიფოებრიობა მოსპო, ქართველი ერის ნაღების უდიდესი ნაწილი მშვენივრად მოერგო არსებულ სიტუაციას; რუსის სამსახურში ყოფნა ქართველ ადამიანს საშუალებას აძლევდა, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფილიყო, თავი უცხოდ არ ეგრძნო, ანუ ამ ბუნებრივად უცხო ორგანიზმის განუყოფელი ნაწილად ქცეულიყო. ძველი ქართული ანდაზისა არ იყოს, მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო... რუსულმა ადმინისტრაციამ კი საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მშვენივრად გამოიყენა ქართველი თავადაზნაურობა და შემდეგ “ის როგორც გამოწურული ლიმონი, ისე გადააგდო. სახელოვანი ქართული თავადაზნაურობა, მოკლებული ყოველნაირ ინიციატივას... იძულებული შეიქმნა ზემოდან მიგდებული ნასუფრალით ეცხოვრა”, აღნიშნავდა ნიკო მარი. ამ სავალალო გარემოებას მიზეზთა მთელი კომპლექსი უძღოდა წინ და დამნაშავედ მხოლოდ ქართული ხასიათის დასახელება არ იქნება მართებული. როგორც ჩანს, სახელმწიფოებრიობისა და ერის გადარჩენისთვის საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლამ ქართველობა ძალ-ღონისგან დაცალა, მასაში კი იძულებითმა კონფორმიზმმა დაისადგურა. მიუხედავად აჯანყებათა მთელი სერიისა, რომელიც XIX საუკუნეში მოხდა და რომელიც რუსებმა ისევ და ისევ ქართველთა დახმარებით სასტიკად ჩაახშეს. ქართველობას აღარ შეეძლო მედგარი წინააღმდეგობა გაეწია რუსებისთვის, და როგორც იტყვიან, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა...

აღსანიშნავია, რომ ქართველები ახალი “სამშობლოსა” და პატრონის ყველაზე ერთგული და საიმედო დამცველები გახდნენ. ისინი აკეთებდნენ ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ეს მათ მოეთხოვებოდათ. გიორგი მუხრანბატონი (1820-1877), სენატორი, მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, მთავარი სამმართველოს სასამართლო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი თავის წიგნაკში «О существе национальной индивидуальности и об образовательном значении крупных народных единиц», (Тифлис, 1872) მრავალი ქართველისთვის გულზე მალამოდ მოსადებ სიტყვებს წერდა: “საქართველო მალე მოისპობა, ამას ეჭვი არ უნდა; ამისი მსგავსი ბუნებაშიც ბევრია _ დიდი თევზი პატარას ჭამს, დიდი მხეცი _ პატარას... ჩვენ მომავალი არა გვაქვს და უმჯობესია ჩვენი გადაგვარება და გარუსება”. მუხრანბატონი რა მოსატანია და თვით პლატონ იოსელიანმა ქართველებს ასე მიმართა: “ბრიყვებო! არ იცით, რომ საქართველოს საქმე წასულია!” და მოუწოდებდა ქართულ ენაზე წერის დანებებას და რუსულზე გადასვლას. რუსულად ვწერ და რას ვაგებ ამითო! “ნაცვლად ამისა, მადლობას ვიმსახურებ – ჩინებს, ფულს და პატივისცემას. ქართულს ენაზე დაწერილს კი ვინ წაიკითხავს! არავინ”. მსგავსი დამრიგებლური ხასიათის შეგონებანი ამართლებდნენ რუსული სახელმწიფოს დამპყრობლურ პოლიტიკას და რუსი რეაქციონერების წისქვილზე გამუდმებით ასხამდნენ წყალს. ისინი კი პირდაპირ მოუწოდებდნენ პატარა ერებს ეროვნულ ტრადიციებზე ხელის აღებასა და მათი გარუსების აუცილებლობას ყურით მოთრეული და გამოგონილი საბუთებით ამტკიცებდნენ. სწორედ მათნაირებზე თქვა მიხეილ ჯავახიშვილმა ნაღდი სიტყვები: “როცა რუსი უარს ამბობს რუსობაზე, ისევ რუსად რჩება. თუ ქართველი აღარ ქართველობს, იცოდეთ, გარუსებულია”.

ერთი ამბავი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით – დრამატურგსა და საზოგადო მოღვაწეს გიორგი შერვაშიძეს თავისი დეიდაშვილისთვის, პოეტ მამია გურიელისთვის შეუთავაზებია “ხელის-არ-ჩამომრთველთა” საზოგადოების დაარსება: არ გავუწოდოთ ხელი არც ერთ ქართველს, რომელიც სამშობლოს განუდგა, საკუთარი კარიერისა და კეთილდღეობისთვის ერის სამსახური დაივიწყა და დამპყრობლის მოხელე ან ყურმოჭრილი მონა-მორჩილი გახდაო. მამია გურიელს ნაღვლიანი ღიმილით მიუგია: ჩემო გიორგი, ეგენი იმდენი არიან, რომ მაშინ მე და შენ ხელები გულზე უნდა დავიკრიფოთ და ისე ვიაროთო...





 ახალი ამბები
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო  ,,D”  კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი  ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ... ...
  • "კობახიძე არის ქოსატყუილა"- ჭიჭინაძე„წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩაანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა. კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა“,_ აღნიშნულ განცხადებას „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მაშინ კობახიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. „კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე -  საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება“,_ აცხადებს ... ...
  • მესტიაში მე-18 დღეა, დაკარგულ მამაკაცს ეძებენმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში მე-18 დღეა 72 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში სიმონ არღვლიანმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან 29 მაისს გვიან ღამით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახს არ აქვს რაიმე ვერსია, სად შეიძლება წასულიყო დაკარგული ... ...
  • ძალადობის მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ხანდაზმული პირები15 ივნისი-ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების  მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაიდო სტატუსი. როგორც სახალხო დამცველის აპარატი წერს,   საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ხილვადობის სიმცირეა. სახალხო დამცველი უკვე წლებია საუბრობს ამ მიმართულებით უცვლელ პრობლემაზე. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შემთხვევები სწორებ ხანდაზმულებთან დაკავშირდებით ფიქსირდება, რომელთა მიმართაც ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება. იქედან გამომდინარე,  რომ არ არსებობს ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის ზუსტი სტატისტიკა  რთულია ზუსტი მაპროვოცირებელი გარემოს შეცნობა. „სტატისტიკური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი, მკაფიოდ დაანახებდა საზოგადოებას ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის მახასიათებლებს, ხოლო პასუხისმგებელ უწყებებს დაეხმარება უფრო ეფექტიანი და სპეციფიკურად ხანდაზმულ პირებზე მორგებულ პრევენციისა და დაცვის საშუალებების დაგეგმვის პროცესში. ასევე  მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს 65 და ზევით ასაკის პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების წარმოება”,_  წერია საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ფეისბუქ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...