მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

ჩვენი რჩევები

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

8 მარ. 2019, 15:19:33

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ფუტკრის ოჯახების დროულად და ხარისხიანად შემოწმებას და დამუშავებას. შემოწმების შედეგად ვადგენთ საკვების რაოდენობას და ხარისხს, თაფლიან ჩარჩოებს ვამოწმებთ, ჭეო არ იყოს დაობებული, ჩაშაქრებული და დაკრისტალებული. ასევე, ვადგენთ ფუტკრის ოჯახების სიძლიერეს _ ახალი ბარტყების რაოდენობას, დედის ხარისხს, ასაკს, ბუდის სანიტარულ მდგომარეობას.

ჩარჩოები თუ არის ჩაშაქრებული, დაკრისტალებული თაფლიანი, უნდა შეიცვალოს სამარაგო ან სხვა ოჯახებიდან ამოღებული ზედმეტი კარგი თაფლიანი ჩარჩოებით. თუ ასეთი არ აქვს, უნდა გამოვიყენოთ კანდი ან სიროფი. გაზაფხულზე პროპორცია საჭიროა ერთი ერთზე დამზადებული, შემოდგომით კი ორი წილი ერთზე, ანუ ორი წილი შაქარი ერთ წილ წყალთან და შესაბამის პრეპარატებთან ერთად.

სუსტი ოჯახების ბუდე და საფენები შევამციროთ, ესე იგი, ამოვაცალოთ ზედმეტი ჩარჩოები და დავათბუნოთ, ხოლო უდედო, სუსტი ოჯახები შევაერთოთ დედიან ოჯახთან. უსაფრთხოების მიზნით, დედა მოვაქციოთ ხუფში ან მივცეთ გალიით.

თუ საფუტკრე წინა წლებში არაკეთილსაიმედოდ ითვლებოდა ევროპული, ამერიკული და სხვა ცრუ სიდამპლეების მიმართ, გაზაფხულზე, გამაღიზიანებელი კვების დროს, შაქრის სიროფთან ერთად, პროფილაქტიკის მიზნით, მივცეთ სამკურნალო პრეპარატები, ერთ-ერთი ან მონაცვლეობით. სიდამპლეებზე უნდა მივცეთ ოქსიბაქტოიდი, ოქსივიტი, თიმოლი ნოლსუფაზოლნატრი, ნოზემაციდი, აპიმაქსი. ვარუატოზის სამკურნალოდ გამოიყენება აპიტოდი, აპიდეზინი, ბიპინი, ფუმისანი, ვარაკომი. გამოყენებული პრეპარატები უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო მოთხოვნის სტანდარტებს.

განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს გაზაფხულზე უღალო პერიოდში ფუტკრის კვების დროს, არ დავღვაროთ სიროფი, არ დავტოვოთ თაფლიანი ჩარჩოები ღიად, რათა არ მოხდეს ფუტკრების ურთიერთთავდასხმა, ე. წ. ქურდობა, რადგან ქურდობასთან ბრძოლა ძნელია, პროფილაქტიკა კი ადვილი. მაქსიმალურად შევუვიწროვოთ საფრენები სუსტ ოჯახებს.

ფუტკრის ოჯახების ბუდის გაფართოებას დროულად ვახდენთ, ეტაპობრივად, ოჯახის სიძლიერის მიხედვით, აშენებული ფიჭებით. ბუდის გაფართოების შედეგად ვაჩქარებთ ოჯახების გაძლიერებას, მცირდება ნაყრიანობისკენ მიდრეკილება.

გაზაფხულზე, მკვეთრი, ცვალებადი კლიმატის პირობებში, ბუდის ნაჩქარევად გაშლის შედეგად, ფუტკრის გუნდი იკვრება და ბარტყი რჩება უფუტკროდ, რაც ხშირად იწვევს ბარტყის გაციებას, დაღუპვას.

გვახსოვდეს _ ნუ დავდგამთ ფუტკრის ოჯახებს მზის გულზე, რამაც შეიძლება ნაყრიანობა გამოიწვიოს. ასე მოღალე ფუტკრები წყვეტენ მუშაობას და აძლიერებენ ვენტილაციას, რაც იწვევს ოჯახების პროდუქტიულობის დაქვეითებას. დიდი მნიშვნელობა აქვს საფუტკრე ადგილს.

სასურველია, გვქონდეს საფუტკრეების ჟურნალი, რომელიც სარკეა მეფუტკრისთვის.

დავრგოთ თაფლოვანი ხეები, რაც გაალამაზებს საფუტკრეს, გაახალისებს თქვენს ფუტკრებს და ეკოლოგიურად გააჯანსაღებს გარემოს.

მინდა შევჩერდე ამ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ერთ არასასიამოვნო ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით იგეგმებოდა საქართველოში რუსული თაფლის შემოტანა, რაც რასაკვირველია არასწორი იქნებოდა. ისე არ დაგვემართოს, "თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო...".

ქართული მთის რუხი ფუტკარი მსოფლიოში აღიარებული და სამი ოქროს მედალოსანია. შესაბამისად, პროდუქტებსაც უნიკალურს იძლევა. ამიტომ მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ მას. ისიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქართველი მეფუტკრეები წლების განმავლობაში ვერ ახდენენ თაფლის რეალიზაციას და კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამ საქმეში დაეხმარება მათ.

 ჯანვერდ ცეცხლაძე,
გურიის მეფუტკრეთა კავშირი





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი