როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

ჩვენი რჩევები

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

29 აპრ. 2021, 10:20:00

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური ფრინველის გამოზრდა-გამოკვება ყველამ იცის.

თუმცა, აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ გარემო საგრძნობლად შეიცვალა და ბევრი ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ საფრთხე ექმნება შინაურ ფრინველს (ცხოველსაც) და არის მათი ხშირად დაცემის ფაქტები.

საოჯახო პირობებში, ნაადრევად გამოჩეკილ ქათმის წიწილებს, აუცილებლად სჭირდება სითბო 28-30 გრადუსამდე. თუ კარგი ამინდებია, მაინც ნუ გაიყვანთ მზეზე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით. სულ ცოტა, ორი კვირის განმავლობაში მაინც, მოარიდეთ ისინი მწვანე მასით კვებას. საქმე იმაშია, რომ გარემო ასე თუ ისე დაბინძურებულია და წიწილებიც ძველებურად აღარ არიან ძლიერი იმუნური შესაძლებლობის.

უმჯობესია, ერთი თვის განმავლობაში მაინც, ჯერ სპეციალური კომბინირებული საკვები მიაწოდოთ, შემდეგ კი სიმინდის ღერღილით გამოკვებოთ. ღერღილში შეაზილეთ ახლადშემოსული ჭინჭარი, გატარებული ან ძალზე წვრილად დაკეპილი.

დაიხსომეთ, ფრინველი ადრიდანვე არ მიაჩვიოთ მწვანე მასის (ოხრახუში, კამა, მრავალძარღვა) მიცემას, თორემ მერე ნაკლებად შეჭამს კომბინირებულ საკვებს, რაც მისი ორგანიზმის საწყისი ასაკიდანვე გაძლიერებას ძალიან უწყობს ხელს.

მუდამ ჰქონდეთ დადგმული ჩვეულებრივი, გადაუდუღებელი წყალი, რომელსაც ერთი თვის მანძილზე მაინც შეაზავებთ სპეციალური ვიტამინით, რომელიც ყველა ვეტაფთიაქში იყიდება. როცა დედის ბუდეს მოვაშორებთ და საკვებს მივცემთ, სუფთა ქაღალდზე მოთავსებისას, იქონიეთ ნახერხი. გაუშალეთ, რომ ამ ნახერხზე იმოძრაონ, საკვებურში კი ჩაუყარეთ ღერღილი. ასეთი მოვლის მეთოდი, განსაკუთრებით უკრუხო წიწილების მოვლისას გამოიყენეთ, როცა ისინი სულ მარტო არიან. ნახერხი ხელს უშლის წიწილებს, საკუთარი სკორე არ აკენკონ, რაც არ არის სასურველი _ ასეთ დროს, წიწილებს ხშირად უჩნდებათ სხვადასხვა დაავადება.

მთავარი და აუცილებელი კი, რაც წიწილებს სჭირდებათ, საკვები და წყალია, რაც არ უნდა მიაკლდეთ. კომბინირებული საკვების მიწოდებისას, ისინი განსაკუთრებით ბევრ წყალს სვამენ, ამიტომ აკონტროლეთ, წყალი აქვთ თუ არა.





 ახალი ამბები
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვასალომე სამადაშვილმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, პარტიას პოლიტიკური გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა, _ ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,  პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის მისი არგუმენტები გასაგებია და ისინი მეგობრებად რჩებიან. „როგორც იცით, ვთქვი, რომ საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდებოდი. მე და ნიკას საუბარი გვქონდა, ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, თანამოაზრეებად დიდ მიზნებში, მაგრამ რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოფიციალურად დატოვების შესახებ განცხადება პარტიას დღეს უკვე მივაწოდე. თუმცა, იცით, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მიღებული.  ნიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას ვუსურვებ“, _ განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ ... ...

არქივი