თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

ჩვენი რჩევები

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

29 აპრ. 2021, 10:20:53

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს ჰაერის ტემპერატურა, თხილის პლანტაციებში პარალელურად ჩნდება მავნებელ ტკიპას პრობლემა. ჩვენს მკითხველ მეურნეებს შევახსენებთ, რომ ეს ტკიპა სწორედ წინა წლის აგვისტოში დაზიანებული კვირტიდან გამოდის, ვარდისფერი რომაა და ხშირად თხილის ყვავილი გვგონია.

წლევანდელი გაზაფხული წვიმიანია და ბუნებრივია, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებიც გაცილებით მომძლავრებულია; ამას უკვე ტკიპა ემატება.

მართალია, ბევრ მეურნეს უკვე შეწამლული აქვს პლანტაცია სპილენძის შემცველი პრეპარატით, თუმცა, ის უფრო ერთჯერადი პრევენცია იყო და ასეთი წვიმების პერიოდში, აუცილებელია, კიდევ ერთხელ შეიწამლოს სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებებით.

მცენარე როცა იწყებს ვეგეტაციას და გამოდის ფოთლები, სწრაფად გამოდის ტკიპაც იმ ვარდისფერი "ყვავილიდან" და გამოზამთრებული მავნებელი, ახალ შთამომავლობას აჩენს. ამიტომ ახლა, აპრილის შუა რიცხვებიდანვე, უნდა მოხდეს მისი განადგურება.

ტკიპას საწინააღმდეგოდ უნდა გამოვიყენოთ აკარიციდები. ასეთი პრეპარატები არსებობს სპეციალურ მაღაზიებში და და საჭირო რჩევას ადგილზე მოგცემენ

თუ მავნებლის ფართო სპექტრია და პლანტაციაში არის სხვა მავნე მწერებიც (ხარაბუზა, ამბროზიის ხოჭო), მაშინ უნდა გამოიყენოთ მათ წინააღმდეგ მოქმედი ინსექტიციდები; მათ შორის, ტკიპებზე მოქმედი.

ხაზს ვუსვამთ _ თუ მარტო ტკიპაა პლანტაციაში, უნდა გამოვიყენოთ სპეციალური პრეპარატები, აკარიციდები, ხოლო თუ სხვა მავნებელიც არის, მაშინ შეარჩევთ ისეთ პრეპარატებს, რომელიც ყველა სახეობის ტკიპას ანადგურებს.

ჩვენს მკითხველებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ამ წლის გაზაფხული ცივი და წვიმიანია. ამიტომ წინა წლებთან შედარებით მაღალია სოკოვანი დაავადებების ფონი. სწორედ ამიტომ აუცილებელია გააგრძელოთ შეწამვლა სპილენძის შემცველი პრეპარატებითაც _ იმით, რითაც ადრეული პირველი წამლობა ჩაატარეთ.

სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებს ყველა ეტაპზე უნდა ვებრძოლოთ, გურიაში განსაკუთრებით _ აქ სინესტე ჭარბადაა და მათ საუკეთესო გარემო აქვთ საარსებოდ.

შეგახსენებთ, რომ ჯერ ნაცრის საწინააღმდეგო შეწამვლა არ სჭირდება პლანტაციებს _ ნაცრიანობა მაისის შუა რიცხვებიდან შეიმჩნევა. და თუ მაინც ურჩევს ვინმე ფერმერს, რომ ნაცარზეც შეწამლოს პლანტაცია, ეს არის მხოლოდ პრეპარატის გასაღების მცდელობა.





 ახალი ამბები
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვასალომე სამადაშვილმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, პარტიას პოლიტიკური გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა, _ ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,  პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის მისი არგუმენტები გასაგებია და ისინი მეგობრებად რჩებიან. „როგორც იცით, ვთქვი, რომ საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდებოდი. მე და ნიკას საუბარი გვქონდა, ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, თანამოაზრეებად დიდ მიზნებში, მაგრამ რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოფიციალურად დატოვების შესახებ განცხადება პარტიას დღეს უკვე მივაწოდე. თუმცა, იცით, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მიღებული.  ნიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას ვუსურვებ“, _ განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ ... ...

არქივი