გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

კარმიდამო ჩემი

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

29 აპრ. 2021, 10:22:26

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი, პერიოდულად ხასიათდება ყინვიანი ზამთრით. ამიტომ იშვიათი არაა შემთხვევები, როცა სუბტროპიკულ კულტურათა დაბალი ყინვაგამძლეობის გამო, ცივ ზამთარში, როცა ტემპერატურა დაბალია, ციტრუსოვნების ხმება.

ზოგადად, ციტრუსოვანთა გავრცელების არეალი ჩვენში და მსოფლიოშიც შეზღუდულია. სუბტროპიკულ კულტურათა დაბალი ყინვაგამძლეობის გამო, მათ, ძირითადად, თბილ ზონებში აშენებენ.

მეციტრუსეობის, როგორც დარგის, ძველებურად აღდგენა და მისი თანდათანობით განვითარება, ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღმასვლას შეუწყობს ხელს.

დღევანდელ საერთაშორისო ბაზარზე, ციტრუსოვანთა ნაყოფზე და მისგან წარმოებულ სხვადასხვა პროდუქციაზე, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.

ჩვენში ადრე არსებული სისტემის მოშლამ, გეგმიანი ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკის ურთიერთობაზე გადასვლამ, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა არასტაბილურობამ, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო სოფლის მეურნეობა და სხვა სამრეწველო დარგები, განსაკუთრებით კი მეციტრუსეობა.

ის საქართველოში სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი, რენტაბელური დარგი იყო, თუმცა, ბოლო პერიოდში, ცნობილი არასტაბილური მოვლენების გამო, დარგის განვითარება დაბრკოლდა.

ახლა დღის წესრიგში დადგა საკითხი, დარგის კვლავ განვითარების შესახებ, რისთვისაც საჭიროა სათანადო ქმედითი ღონისძიებების გატარება, რათა თანამედროვე ინტენსიური მეციტრუსეობა განვითარდეს. ერთ-ერთი საუკეთესო გზაა საადრეო მანდარინის გაშენება. ამ შემთხვევაში, ყინვიანი ზამთრის დროს, მოსავალი დაზღვეული იქნება დაზიანებისგან, რადგან ადრე დაიკრიფება და დაზამთრებამდე უკვე რეალიზებულიც იქნება.

ჩვენი რჩევაა, მეურნეებმა დაიწყონ საადრეო ნაგალა ჯიშის მანდარინის გაშენება. ასეთი სახეობის მანდარინი, რომელიც ადრეც იყო საქართველოში, ორ-სამ წელიწადში შედის მსხმოიარობაში და მომდევნო წლებში _ სრულ მსხმოიარობაში.

დაბალტანიანი, ნაგალა, საადრეო ჯიშის მანდარინის გაშენება, თავისი ბიოლოგიური თვისებების გამო, უმჯობესია. მას მაღალტანიან, საგვიანო ჯიშის მანდარინთან შედარებით, მთელი რიგი უპირატესობა გააჩნია, რომელთაგან აღსანიშნავია ადრე, სექტემბერ-ოქტომბერში მწიფობა და მსხმოიარობაში ადრე შესვლა. 2-3 წელიწადში, უკვე ხასიათდება უხვმოსავლიანობით, ნაყოფის მაღალი ხარისხით.

საადრეო, ნაგალა ჯიშის მანდარინის ნაყოფის შეფერილობა მუქი ნარინჯისფერია, ფორმით მომსხო, ერთი ცალი _ წონით 80-85 გრამი. გამოირჩევა მომჟავო-მოტკბო გემოთი. შაქრიანობა აღწევს შვიდ-რვა პროცენტს, ვიტამინი ც-32 მ. გრამი. ნაყოფიანი წვენის გამოსავლიანობა შეადგენს 73-80%-ს.

საადრეო მანდარინი გამოირჩევა აგროტექნიკური ღონისძიებების სიმარტივით და მათ მოვლა-მოყვანაზე გაწეული მცირე ეკონომიკური დანახარჯებით.

ასეთი ტიპის მანდარინი, მცირე სიმძლავრის ფესვთა სისტემის გამო, სათანადო მოვლითი ღონისძიებების პირობებში, კარგად ხარობს ფერდობებზე, ნიადაგში ფესვს მცირე სიღრმეშიც ივითარებს.

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ საადრეო, "ვასე ჯგუფის" მანდარინზე. მას მიეკუთვნება აგრეთვე ჩვენში გავრცელებულ მანდარინ "უნშიუს" კვირტული ვარიაციიდან მიღებული მუტანტები: ქართული საადრეო, ანასეულის საადრეო და აფხაზური საადრეო, რომლებიც მკვეთრად განსხვავდება მანდარინ უნშიუსგან. ისინი ხშირად ზიანდება ზამთრის პირობებში განვითარებული ყინვებისგან.

ზოგადად, ბოლო წლებში განვითარებულმა კლიმატურმა პირობებმა, ყინვების გამეორებამ, როცა ტემპერატურა მინუს შვიდ-რვა გრადუსს შეადგენდა, დააზიანა მანდარინის ხეები, ხოლო ლიმონის მცენარეები, თითქმის, გაახმო.

ამიტომ არის უმჯობესი საადრეო ნაგალა ჯიშის მანდარინის გაშენება, რომელიც, რომც მოუსწროს ყინვამ, შედარებით უკეთ უძლებს მას.

ზემოთ აღნიშნულ "ვასეს ჯგუფის" მანდარინებიდან, ყინვაგამძლეობით და ადრე მწიფობით, ჩვენი დაკვირვებით, გამოირჩევა შემდეგი ჯიშები: ოკიტცუ-ვასე, მიხო-ვასე და ჩვენში გამოყვანილი მანდარინები: ქართული და ანასეულის საადრეო, რომლებიც მიღებულია კვირტულ-მუტაციური ვარიაციის შედეგად.

აღნიშნული მანდარინის ჯიში განსაკუთრებულ პირობებს არ უყენებს ნიადაგს _ დამაკმაყოფილებლად იზრდება ნიადაგის ყველა ტიპზე, სადაც ნიადაგის რეაქცია არის 5,0-7%-ის ფარგლებში. ის უხვმოსავლიანობით ხასიათდება, განსაკუთრებით ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგზე.

ჩვენში მეციტრუსეობის, როგორც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგის აღდგენა-რეაბილიტაცია, მისი საადრეო ჯიშებით შევსება და თანდათანობით განვითარება, ხელს შეუწყობს ჩვენი მწირი ეკონომიკის და მშრომელთა პირობების გაუმჯობესებას, რადგან როგორც ვთქვით, ციტრუსოვნებზე, მანდარინზე განსაკუთრებით, დიდი მოთხოვნაა მთელ მსოფლიოში.

ქართველი ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის მუშაკებისადმი, ჩვენი რჩევა და თხოვნაც იქნება, დიდი ყურადღებითა და ენთუზიაზმით შეუწყონ ხელი ჩვენში მანდარინის კულტურის რეაბილიტაცია-განვითარებას. ძველი, საგვიანო ჯიშის მანდარინის შეცვლას თანამედროვე ახალი, ნაგალა, დაბალვარჯიანი ჯიშებით. ეს არის ჩვენი მეციტრუსეობის გადარჩენის ერთ-ერთი ძირითადი პირობა, რადგან ციტრუსოვნები და მათ შორის, მანდარინი ხშირად ზიანდება მკაცრი კლიმატური პირობების გამო.

საადრეო ჯიშის მანდარინი, გარდა ადრე მოკრეფისა, ადრე რეალიზაციის საუკეთესო შანსია.

შეიძლება შემოგვედაონ, საგვიანო ჯიშს ხომ არ გავანადგურებთ ან ხომ არ დავივიწყებთო. რა თქმა უნდა, არა და ჩვენი რჩევის მიზანი, გავაშენოთ საადრეო ჯიშები, გულისხმობს იმას, რომ თანაბრად გვქონდეს როგორც საგვიანო, ისე საადრეო ჯიშის ციტრუსოვნები. იყოს ფართო არჩევნის საშუალება, რომელიც საბოლოოდ დაარწმუნებს ყველა მეურნეს, რომელი სჯობს.

 ჩვენი სოფლის მეურნეობის სპეციალისტების აზრით, ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენში არსებული ჯიშები მოგვიანებით ყველა ერთად მწიფდება. ფერხდება მოკრეფის პროცესი. ეს

ჩვენში, როგორც ვთქვით, კომუნისტურ ეპოქაშიც არსებობდა საადრეო ნაგალა ჯიშის მანდარინი. საჭიროა მის აღდგენა, აქტიურად გავრცელება.

დაინტერესებულ მეურნეებს შევახსენებთ, რომ საადრეო ნაგალა ჯიშის მანდარინი, ერთ ჰექტარზე შესაძლებელია გაშენდეს 2 ათასი, 2500 ძირი. საადრეო მანდარინის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 25-30 ტონაა. თითქმის, იგივე რაოდენობაა, რასაც საგვიანო ჯიში იძლევა.

საადრეო მანდარინის გაშენებით, ხელის შეწყობით, ჩვენი სოფლის მეურნეობის აღმავლობას და ჩვენი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შევუწყობთ ხელს.

ვახტანგ სურგულაძე,
სოფლის მეურნეობისმეცნიერებათა დოქტორი





 ახალი ამბები
  • ქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი სკოლის მოსწავლე ემსხვერპლაქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი გოგონას, ხატია ბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი გოგონა ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. "სიკვდილი როგორ ვერ შეაჩერე, ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო და ჩემო გულისხმიერო გოგო. ტრაგიკულად დაიღუპა ჩემი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ხატია ბერიძე", _ წერს ფეისბუქზე სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა. "გურია ნიუსი" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, სკოლას, მეგობრებს, ყველა ... ...
  • „ხელფასების მომატებაზე უარს ამბობენ“ - „გულისტანის“ მუშები მორიგი აქციისთვის ემზადებიანოზურგეთში მდებარე წისქვილკომბინატ „გულისტანის“ მუშების პროტესტი ისევ გრძელდება. ისინი უკვე მერვეა დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა  ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს,  ერთ-ერთი მუშა,  გელა ქადეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი შეხვედრისა, „გულისტანის“ დირექცია ხელფასების მომატებას არ გეგმავს. „რადგან ხელფასებს არ გვიმატებენ, ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. ხვალ, დღის 2 საათზე დავგეგმეთ აქცია“, - გვითხრა გელა ქადეიშვილმა. აქციის განმავლობაში სოციალურმა მოძრაობამ „ხმა“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმუშევრად დარჩენილი მუშებისთვის დახმარებოდა. ამ დროისთვის, მუშების დასახმარებლად 1700 ლარზე მეტია ... ...
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...