"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

2 აპრ. 2021, 11:07:26

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და როგორც სხვადასხვა მეცნიერული კვლევებიდან  ირკვევა, მისი ისტორია 30 000 წელზე მეტს ითვლის. დღეისთვის სხვადასხვა დასახელების და შეფერილობის პური არსებობს.  საქართველო ხორბლის კულტურის მოშენებისა და პურის ცხობის ერთ-ერთი უძველესი კერაა.  წლების განმავლობაში, იცვლება პურის დამზადების ტექნოლოგია,  ყველაზე მთავარი, პროდუქტის მაღალი ხარისხი და სარგებლიანობაა. სამწუხაროდ, მოსახლეობის ცნობიერება, თუ რას მიირთმევს სინამდვილეში,  დაბალია.

გურიაში, სხვადასხვა სოფლებში მაღაზიის დახლებზე პური "კალისტო 1920" გამოჩნდა.

"კალისტო 1920"-ს "გემოვანი" აწარმოებს _ ეს ის კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე პური "მზეთამზე" გამოუშვა.

თავად "მზეთამზეს" ისტორია 2015 წელს დაიწყო, როცა სწორედ ამ სახელწოდების სოფელში, ბორჯომის რაიონში, პროექტის ხელმძღვანელებმა პირველად  ხორბალი შეიძინეს და პურის წარმოება დაიწყეს.

რატომ "კალისტო 1920", რით განსხვავდება ეს პროდუქტი სხვა სახეობის პურისგან, რისი ყიდვაც მომხმარებელს ჩვეულებრივ მაღაზიაში შეუძლია და რას გეგმავს პურის მწარმოებელი კომპანია _ ამის გასარკვევად  საწარმოს დამფუძნებელს ირაკლი ჩავლეიშვილს ვესაუბრეთ.

ჩავლეიშვილის თქმით, პური უვიტამინო, ნატურალური ხორბლისგან და  "პურის დედით" მზადდება:

"პურის დედა" ბუნებრივი საფუარია, რომელიც ფქვილზე და წყალზე დამზადებული ცომის დამჟავებით მიიღება.

"პურის დედის" გამოყენებით ცხობას დიდი ხნის ტრადიცია გააჩნია. ასეთი საფუარი პურს გამორჩეულ გემოსა და საუცხოო არომატს ანიჭებს. გარდა ამისა, ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პური ადვილად მოსანელებელი და მეტად ჯანსაღი პროდუქტია", _ ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

"მთისპირში იყო ადამიანი, კალისტო ჩავლეიშვილი, მომღერალი. ამ ადამიანმა 1920 წელს თავისი ფურნე გახსნა. როგორც ამბობენ, პური გემრიელი იყო; ამიტომ,  პურს, რომელიც გურიაში იწარმოება, დავარქვით "კალისტო 1920", _ გვიამბობს ჩავლეიშვილი და კალისტოს კოსმიური დატვირთვის შესახებაც გვესაუბრება.

მარცხნივ _ კალისტო ჩავლეიშვილი

 მისი თქმით, კალისტო არის იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრი:

"როდესაც "მზეთამზე" შევქმენით,  შევიტყვეთ,  რომ მზეთამზე არის ყველას მზე, ცენტრალური გალაქტიკა. ასევე, არის სოფელი, სადაც ყანა პირველად ვიყიდეთ. ასევეა კალისტოც. არის პირი, რომელიც მთისპირში პურს აცხობდა და გარდა ამისა, კალისტო ჰქვია იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრს. მიწიერი და კოსმიური დატვირთვა აქვს ორივეს", _ ამბობს ჩავლეიშვილი.

"კალისტო 1920",  ჯერჯერობით, სატესტო რეჟიმში იყიდება ბახვსა და მთისპირში. მალე კი მისი შეძენა ოზურგეთშიც იქნება შესაძლებელი:

"მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ "ჭადრების ბაღში" მდებარე თეთრი ჯიხურის მეპატრონესთან, რომ იქ იყოს "კალისტოს" მაღაზია,  თუ მოლაპარაკება წარუმატებელი აღმოჩნდება, მერიას მოველაპარაკებით, რომ მსგავსი ჯიხური ჩავდგათ", _ გვეუბნება ჩავლეიშვილი და ამბობს, რომ გურიის შემდეგ იმერეთს აითვისებს, ოღონდ იქ გალაკტიონის საპატივცემულოდ, პურს "გალაქტიკას" უწოდებს _ ამ სტრატეგიით  აპირებს  მთელი ქვეყნის მოცვას.

ნატურალური პურის წარმოების იდეა კი ირაკლი ჩავლეიშვილს სურსათის უვნებლობის საკითხებით დაინტერესების შემდეგ გაუჩნდა, როდესაც საბანკო სფეროდან  სამუშაოდ, სურსათის უვნებლობის სააგენტოში გადაინაცვლა:

"საბანკო სფეროში ვმუშაობდი და სრულიად შემთხვევით დავიწყე მუშაობა  სურსათის ეროვნულ სააგენტოში. დავინტერესდი სურსათის უვნებლობის საკითხით და მივხვდი, რომ ძალიან დაბალ დონეზეა ცნობიერება. ადამიანები არ ფიქრობენ, რით იკვებებიან. ამიტომ წამოვიწყეთ დიდი ექსპერიმენტი და ამ ექსპერიმენტს დავარქვით "გემოვანი" _ ეს არის ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქართული ჯიშის აგროპროდუქტებს. პირველი ექსპერიმენტი იყო პური "მზეთამზე". შედეგად, უკვე 2021 წელს რუსთავის და თბილისის სუპერმარკეტებში დღეში რამდენიმე ათასი ცალი იყიდება", _ გვითხრა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, პური "მზეთამზის" წარმოების დაწყების გარდა, "გემოვანს" უკავშირდება  გურიაში, მთისპირში ჩხავერის ზვარის გაშენება, მეგრული თხებისა და კახური ღორის ფერმები, ასევე, ქართული ჯიშის სხვა, როგორც მცენარეული, ისე ცხოველური აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება.

აღსანიშნავია ისიც, რომ "გემოვანმა" 2018 წლის 26 მაისს გურიაში, გომისმთაზე, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს, "ჩუნიას" მინდვრებში, გაავლო პირველი ხნულები და დათესა ქართული სიმინდი, მუხუდო, დიკის პური, უიშვიათესი კარტოფილის ჯიში _ "მელანა" და სხვა კულტურები, რომლის არომატმაც უცხოელი სტუმრების აღაფრთოვანა.





 ახალი ამბები
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვასალომე სამადაშვილმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, პარტიას პოლიტიკური გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა, _ ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,  პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის მისი არგუმენტები გასაგებია და ისინი მეგობრებად რჩებიან. „როგორც იცით, ვთქვი, რომ საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდებოდი. მე და ნიკას საუბარი გვქონდა, ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, თანამოაზრეებად დიდ მიზნებში, მაგრამ რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოფიციალურად დატოვების შესახებ განცხადება პარტიას დღეს უკვე მივაწოდე. თუმცა, იცით, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მიღებული.  ნიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას ვუსურვებ“, _ განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...