"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

29 აპრ. 2021, 10:23:46

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში მისდევდნენ ოდითგან, რადგან სადაც მეცხოველეობა კარგად იყო განვითარებული, კერძოდ, _ ცხვარი, იქ მატყლის მარაგიც იყო. თექაში მისი უნიკალური სინთეზირება კი ჩვენი ხალხის შემოქმედებითი შესაძლებლობის მაქსიმალური გამოვლინება იყო ძველთაგანვე.

ჩვენს ქვეყანაში, უფრო მთიანეთში, მატყლის მოთელვის კარგად შემონახულმა ხელოვნებამ, დღეს ახლებურად იჩინა თავი. თუ ადრე უფრო საყოფაცხოვრებო ნივთების კეთებით იყვნენ დაკავებული, დღეს აქტიურად მისდევენ ქართული თექის ხალიჩების თუ კონკრეტული ნივთების, დეკორაციების, ასევე, მრავალნაირი აქსესუარების კეთებას.

30 წლის ლალი ქინქლაძე, რომელიც ახალგაზრდა დედა და დიდი ოჯახის პატრონია, ხელსაქმის დიდოსტატიც არის.

ახლახან დედაქალაქიდან სოფელს დაუბრუნდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში, მეუღლესთან და შვილებთან ერთად ჯერ სახლს და კარმიდამოს ახლებური იერი დაატყო, მერე კი საგანგებოდ შესწავლილ თექაზე მუშაობის ხელოვნებას მიუბრუნდა და საყვარელი ხელსაქმით (ბევრ საოჯახო საქმესთან ერთად), მცირე ბიზნესის წამოწყებას ცდილობს.

ქარგვის, კერვის, ბისერებზე მუშაობის ცოდნა ბავშვობიდან მოსდევს, თუმცა, თექაზე მუშაობამ როცა გაიტაცა, სპეციალური კურსიც გაიარა _ ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა თექაზე მუშაობის სველი და მშრალი ეფექტის საიდუმლოს. როცა სასურველი სერტიფიკატი მიიღო, არ დამშვიდებულა და მეტის ძიებას შეუდგა.

_ თუ ოჯახთან ერთად შევძელი, შესაძლოა, ამ კუთხით მეტი განათლება მივიღო, _ ამბობს ის და პროფესიით იურისტს, არ ეძნელება, სხვა სპეციალობას დაუთმოს ცხოვრების დიდი ნაწილი.

_ იმდენად კარგად გამომივიდა თექაზე მუშაობა, ვფიქრობ, ამ ხაზს არ დავკარგავ. ქართულ თექაზე მუშაობას რაღაც ჯადოსნური ხიბლი აქვს. ყველა ეფექტი, მშრალი თუ სველი, გიბიძგებს აქამდე უცნობი სიახლის აღმოჩენისკენ, _ ამბობს ახალგაზრდა ქალბატონი და საკუთარ სააღდგომო ნაკეთობებს გვაჩვენებს.

ამბობს, რომ ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის მოახლოებისას, საგანგებოდ მუშაობს _ აკეთებს უამრავ დეკორაციულ, სახასიათო ნივთს, რაც ვიზუალით და შინაარსით მთლიანად უკავშირდება აღდგომას, ბრწყინვალე შვიდეულის კვირას. ზოგადად, სიცოცხლის განახლების წყურვილს...

_ ახლა ონლაინ გაყიდვებით ვარ დაკავებული. ამ საქმეში პირველ ნაბიჯებს ვდგამ. თქვენი თანადგომა ჩემთვის უზარმაზარი სტიმულია, როგორც ახალგაზრდის დასაქმების საქმეში გზამკვლევი სიტყვის შემოშველება. ჩემი პატარა გოგონა უკვე კარგად ახერხებს ქსოვას, ქარგვას, ბისერებზე მუშაობას. თუმცა, მინდა, თექაზე მუშაობის ხელოვნებას დაეუფლოს და წამომეშველოს, რომ მცირე ბიზნესი დავძრათ და საოჯახო ეკონომიკა გავაძლიეროთ. ისეთი საქმე უნდა ვაკეთო, რაშიც ქართული კულტურის სულიერი საფუძველიც დევს, _ გვეუბნება ლალი ქინქლაძე და ამბობს, რომ ონლაინ დაკვეთები არც ისე ბევრია, თუმცა, არც ცოტა და რაც მთავარია, პანდემიის პირობებში სწავლობს აქტიური მოქმედების წესს. უყალიბდება ახლებური ხედვაც.

_ ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგა. რანაირი გასაჭირიც უნდა წარმომედგინა, არ ვიფიქრებდი, რომ სახლში დაჯდომა, პრიმიტიულად რომ ვთქვა, ცხვირ-პირის აკვრა დაგვჭირდებოდა. ასევე, შეგვეზღუდებოდა მეზობელთან, მეგობართან მისვლა. ცხოვრება მაინც ძალიან ლამაზია და ღიმილის დამალვაც რომ გიწევს, ეს ტკივილია. ამიტომ მინდა, ჩემს ნამუშევრებში საგანგებოდ ჩანდეს სააღდგომო განწყობა, ზეცამდე ამაღლების სურვილი, ფერების სიკაშკაშე... მგონია, რომ ასე თავიდან ვსწავლობთ ცხოვრებას. უფრო სწორად , ახალ ცხოვრებას ვსწავლობთ, რომლითაც პანდემია უნდა შევაჩეროთ და გავანადგუროთ. აი, ეს აზრი მიტრიალებს თავში, _ ასე გადმოგვცემს ლალი ქინქლაძე საკუთარი შემოქმედებითი უნარებით შექმნილ "განწყობის თეორიას".

მთავარი რაც არის, მას შეუძლია და აქვს სურვილი, თექის ქსოვილის ახალი ნიმუში შექმნას.

_ მატყლი ნაირ-ნაირია. ქართული მატყლი უნიკალურია. ამიტომ არის ქართული თექა გამორჩეული. ძალიან მაინტერესებს ის უნიკალურობა, რაც ბუნებრივ მატყლს ახასიათებს _ თექის ქსოვილს, თუ ის ასპროცენტიანი მატყლისგანაა დამზადებული, იყენებენ სამკურნალოდ. როგორც წავიკითხე და კვლავ აქტიურად ვეცნობი სხვადასხვა ლიტერატურას, მატყლი შეიცავს ნივთიერება ლანოლინს, რომელიც იცავს ქსოვილს ყველანაირი დაბინძურებისგან. ასევე, აქვს სამკურნალო თვისება რევმატიზმის, წელის და ხერხემლის ტკივილისას, შველის ართრიტს. როგორც სამოსი, არის საუკეთესო ჰაერგამტარი. ჰოდა, რა სჯობს, თუ მაღალკვალიფიციურად დაეუფლები თექის დამუშავების ხელოვნებას, იმუშავებ თექით ტანსაცმლის შექმნაზე, რითაც ადამიანი შეიმოსება ან შენს მიერ შექმნილ, თექით დამზადებულ რომელიმე დეტალს გამოიყენებს? _ სიხარულით ამბობს და გვაჩვენებს მის მიერვე დამზადებულ, სამოსზე მოსარგებ ფართო საყელოებს, რაც ახლა ძალზე მოდურიცაა.

კიდევ ერთი მიზანი, რაც ლალი ქინქლაძეს აქვს დასახული, ხალხური რეწვის ოსტატის წოდების მოპოვებაა. თუმცა იქამდე, როგორც თავად ამბობს, დიდი გზაა გასავლელი. მიაჩნია, რომ ბიზნესი, დიდი თუ მცირე, მაშინ უფრო ნიშანდობლივი, საინტერესო და წარმატებულია, თუ მასში სულიერი კულტურის სუნთქვა და ჰარმონია იგრძნობა.

_ არ მაინტერესებს, ვთქვათ, მქონდეს ძალიან ბევრი შაქარი ან კარტოფილი და რეალიზებაც უსაზღვროდ შემეძლოს. კი არ დავცინი ამ პროდუქციით მოვაჭრეს, უბრალოდ, მე მაქვს ჩემი განწყობა, ჩემი მოტივაცია და მიდგომა, რითაც საოჯახო ეკონომიკასაც გავაძლიერებ და ქართული თექის საიდუმლოს, უფრო სიღრმეებიდან ამოცნობილს ამოვიტან. ყველაზე ძალიან ამ საქმეში და ზოგადად, საოჯახო საქმეში, მეუღლე მტკიცედ მიდგას გვერდით _ ასე რომ, ძალიან თავდაჯერებული ვარ და ვიცი, წარმატებას მივაღწევ! _ ასეთი განწყობით გვემშვიდობება ჩვენი მასპინძელი და გვარწმუნებს, რომ კვლავ ვიქნებით მისი შთაგონებით შექმნილი, უფრო მაღალი ხარისხის ნამუშევრების მხილველი.

წარმატებას და გამარჯვებებს ვუსურვებთ თავისებური ხედვითა და შთაგონებით შემართულ ქალბატონს, ლალი ქინქლაძეს, რომელიც პანდემიის პირობებში, ოჯახით სოფელს დაუბრუნდა და უდავოა, საკუთარ სიტყვას გამორჩეულად იტყვის.





 ახალი ამბები
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვასალომე სამადაშვილმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, პარტიას პოლიტიკური გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა, _ ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,  პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის მისი არგუმენტები გასაგებია და ისინი მეგობრებად რჩებიან. „როგორც იცით, ვთქვი, რომ საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდებოდი. მე და ნიკას საუბარი გვქონდა, ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, თანამოაზრეებად დიდ მიზნებში, მაგრამ რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოფიციალურად დატოვების შესახებ განცხადება პარტიას დღეს უკვე მივაწოდე. თუმცა, იცით, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მიღებული.  ნიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას ვუსურვებ“, _ განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...