ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

5 ივლ. 2018, 15:13:08

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის თემი) მცხოვრები სამი მეგობარი _ ზურაბ (იგივე "ზორო") ჩხარტიშვილი, ვიტალი დუმბაძე და ზურაბ ყაზაიშვილი, სხვა მეგობრებთან ერთად, მესამე წელია, ბიზნესსაქმიანობას ერთად შეუდგნენ და უკვე წარმატებული ნაბიჯების ათვლაც დაიწყეს.

თუმცა, სამწლიანი საქმიანობის უმთავრესი შედეგი მათ სამეურნეო საქმიანობაში, მაინც ჩხავერის ერთ ჰექტარ ფართობზე განთავსებული ზვარია, რომელიც მათივე თქმით, "საოცრად დაიძრა" და თვალსა და გულს ახარებს.

დანარჩენი საქმიანობა კი, თხის, ღორის და საქონლის ფერმის მოშენების მასშტაბურ დასაწყისს ეყრდნობა, რასაც, მათი თქმით, სამომავლოდ ძალიან კარგი პირი უჩანს.

უახლესი საქმიანობაა სოფელ ძიმითში ქართული სახეობის, "ქორბუდა" ჯიშის სიმინდის დათესვა.

ზურაბ ჩხარტიშვილი, რომელსაც "ზოროს" სახელით იცნობენ, თავის ამქართან ერთად ახალდაწყებული ბიზნესსაქმიანობის საფუძვლად მიიჩნევს სამეურნეო საქმიანობისადმი დიდ სიყვარულს, ჯერ კიდევ ბავშვობიდან რომ ეუფლებოდა საკუთარ ოჯახში და თანშეზრდილ მეგობრებთან _ ვიტალი დუმბაძესთან და ზურაბ ყაზაიშვილთან ერთად. ერთმანეთთან სულიერი მეგობრობა და სრული თანამოაზრეობა რომ აკავშირებთ, იმიტომ არ გაჭირვებია.

ჩვენ ვესტუმრეთ "ზოროს " და მის მეგობრებს გომისმთის სანახებთან, სადაც ბუნების იდილიაში თხების, ღორების და ძროხების მოზრდილი ფერმა, ძირითადად, ქართული ჯიშზე ორიენტირებულია და საწყის ეტაპს უკვე გადაბიჯებულია.

 "ზორო-ზურას" გულიან, სამართლიან, ნადირობასა და სამეურნეო საქმიანობაზე შეყვარებულ, ოჯახისა და მეგობრებისთვის თავდადებულ კაცად იცნობენ ნათესავები, უახლოესი თუ ახალგაცნობილი მეგობრები.

"ზორო" ბავშვობიდან შემარქვეს. მთას, ნადირობას და მეგობრებთან ურთიერთობებს უკავშირდება ეს ყველაფერი, თუმცა, კინოფილმის გმირ ზოროსგან განსხვავებით, საბრძოლო და გასაყოფი არავისთან მქონია. ხან თავს უხერხულად ვგრძნობ, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა "ზოროს" მეძახის და ამასობაში ჩემი ნამდვილი გვარ-სახელი ან არ იციან ან ვინც იცოდა, დაავიწყდათ (იცინის)...

ჩვენი საქმიანობა უკვე კარგად ცნობილ პროექტ "გემოვანთან" ასოცირდება. მე ყველაზე დროულსა და საიმედოს ვუწოდებდი "გემოვანის" იდეოლოგიას. ისინი ნებისმიერ ფერმერს აძლევენ შანსს, გაერთიანდნენ ამ პროექტში ერთი პრინციპით _ აწარმოონ გენეტიკურად ქართული პროდუქცია, ღვინო იქნება ეს, პური, ხორცი, რძე თუ თაფლი. მე და ჩემი მეგობრები ახლა ძალიან მოწადინებული ვართ, თავი გამოვიჩინოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და ვაჩვენოთ ყველას, რა შეუძლია გულწრფელ დახმარებას და თანადგომას.

ჩვენ ირგვლივ, მართალი და უსაზღვროდ შრომისმოყვარე ადამიანები თუ გაძლებენ", _ გვეუბნება ზურაბ ჩხარტიშვილი და ჩხავერზე განსაკუთრებული მოწიწებით საუბრობს. ზვარშიც თავად მიგვიძღვება: "სამი წელია, რაც ჩავყარეთ და საოცრად დაიძრა, მოვლა-პატრონობას არ ვაკლებთ და თავადაც არ გვრჩება ვალში, თითქოს, გვეუბნება, მოვლისა და მზრუნველობისთვის მადლს გიბრუნებთო... ვაზის სამშობლო ვართ და გული სხვანაირად ფეთქავს, როცა მწკრივებს შორის ჩავივლი".

ერთ ჰექტარ ფართობზე გაშენებული ჩხავერი სოფელ მთისპირის ტერიტორიაზე, სწორედ იმ ფორმაშია, "შენ ხარ ვენახის" საგალობელს რომ დააგუგუნებინებს ადამიანს. შორიახლო ახალი ნარგავებიცაა გაშენებული, თითქოს, კვალში ჩადგომიათ უფროსებს და საცაა, წამოწევას ლამობენ.

ზურა ჩხარტიშვილის განმარტებით, აქ, "ოქროსქედის ვენახების" სახელით, ღვინის წარმოების დაწყება აქვთ გამიზნული.

საუბრის დროს, ხშირად იმეორებენ, რომ აქ ყველაფერი ქართული ჯიშის გენეტიკას უნდა ატარებდეს. სამი მეგობრიდან ერთ-ერთს, ზურაბ ყაზაიშვილს ქართული ჯიშის ღორის, ე. წ. "ტყიურას" მოვლა აქვს დავალებული.

"ეს არის ქართული სახეობა, რაც ბევრმა არც იცის. ადრე ბლომად ჰყავდათ. ძირითადად ტყის ხილით იკვებებიან, თანაბრად ატარებენ დროს შინ და გარეთ. რაც მთავარია, ძლიერი იმუნიტეტი აქვს _ ჭირი ვერაფერს ვნებს და უგემრიელესი ხორცი აქვს. დარწმუნებული ვარ, ბევრი მოაშენებს ამ სახეობას", _ გვიამბობს ზურაბ ყაზაიშვილი და რუხი ფერის ღორებსა და გოჭებს სიმინდს უყრის. თან ამბობს, მალე მთისკენ გასწევენ, ამ შემოდგომაზე, ვიდრე კაკალი და წიწიბო იქნება ტყეებში, ამათ შინ ვერ ჩამოიყვანო.

ყველაზე რომანტიკულ და მყუდრო გარემოში ჩასმული მაინც "ზუკიტოს ქოხია", გომისმთისკენ მიმავალ გზაზე ტყიან განაპირას რომ ჩაუდგამთ მეგობრებს და თხების არვესთვისაც სახელდახელო შემოღობილი გაუკეთებიათ.

კოლხური ჯიშის თხებს, გარემოსთან შეგუება არ გაჭირვებიათ. ვაცები მართლა ჯიხვებს ჰგვანან _ შესანიშნავი სამეული ისეა ფერდობზე გადმომდგარი, საგანგებოდ ფოტოკადრისთვის მომზირალი გეგონება.

"მწყემსი ვარ, ეს კიდე "ზუკიტოს" ქოხია _ ასე დავარქვით. აქ ვამზადებთ თხის ყველს, მერე კი, როცა წესიერი და საქმიანი ოცნებები აგვიხდება, ყველისა და რძის ქარხანაც აშენდება და ვიქნებით მთელი დუნია ზუკიტოები და ვიცხოვრებთ გენეტიკურად ქართული პროდუქტით დანაყრებული. მთავარია, კაცმა მოინდომოს და ქვეყანაზე არაფერია მიუღწეველი. მიზანდასახული უნდა იყო ადამიანი და გვერდს "გემოვანის" დარი პროექტი გიმშვენებდეს", _ გვითხრა ტარასი დუმბაძემ.

რაც შეეხება ძროხებს, აქ უფრო მრავალრიცხოვან ფერმასთან გვაქვს საქმე _ "ბასტი, " ჩოპრა", " ჯესი," "გარეთა", "ჩორნა", "ალმასა", "შველია", "ვარდო", "ყირმიზა", "პირთეთრა"... ეს არასრული ჩამონათვალია იმ მეწველი ძროხებისა, რომელსაც ზურა და ტარასი უვლიან. არც ერთის სახელი არასდროს ეშლებათ და პირუტყვის დაძახებისას საკუთარი მანერა და ხმოვანება აქვთ.

ამ ზამთარს მთაში თოვლი არ ყოფილა, თუმცა, ერთხელ დათვიც მოუვარდათ. "ზუკიტოს ქოხში" თოფიც აქვთ მეგობრებს, თუმცა, ამჯერად ნადირის დაფრთხობა ისე შეძლეს, ნადირობაშიც გაწვრთნილებს ხელში იარაღის მომარჯვება არ დასჭირვებიათ.

"ზორო" ადრეული წლების ნადირობის ამბებსაც ყვება, თუმცა, ბოლო ათი წელია არაფერი მოუკლავს:

"ძალიან გულჩვილი გავხდი _ ნადირობის სეზონზეც კი აღარ ვეკარები თოფს. მინდა, ბუნებაში უხვად იყოს ბუნებისავე შვილები, ჩვენ კი გენეტიკურად ნატურალურ ქართულ ხორცსა და სხვა პროდუქტებზე უნდა ვიზრუნოთ, ეს უმჯობესია და ნამდვილად შესაძლებელი", _ამბობს ის.

ქართული ფუტკრის მომრავლების იდეაც აწუხებს "ზოროს" და მის ამქარს. "ზუკიტოს ქოხთან", გზის ორივე მხარეს, უზარმაზარ ცაცხვის და წიფლის ხეებზე ფუტკრის საბინადრო სკები მოჩანს.

"ტყეში ფუტკარს რა გამოლევს?! დარწმუნებული ვარ, საგანგებოდ მომზადებულ სკაში დაიდებენ ბინას. საკუთარი ხელით მოვამზადეთ და იმ სიმაღლეზეც ჩვენვე ავიტანეთ, ასეთია "ზუკიტოების" ხელწერა და " გემოვანობა", _ კეთილად ხუმრობენ კვლავ და ამბობენ, ჩვენი საქმიანობა ხუმრობა არავის ეგონოს, სათქმელსაც ვიტყვით და საქმესაც ვიზამთო.

მრავალი წარმატება და როგორც თავად უსურვეს საკუთარ თავს, ნამდვილი ოცნებების ახდენა ეზეიმოთ, ჩვენს რესპონდენტებს, "კეთილ ზუკიტოელებს"!





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...