კინკანი _ ყინვის ამტანი, ციტრუსოვანთა გვარის მონათესავე, საუკეთესო ნარინჯოვანი მცენარე

კარმიდამო ჩემი

კინკანი _ ყინვის ამტანი, ციტრუსოვანთა გვარის მონათესავე, საუკეთესო ნარინჯოვანი მცენარე

13 თებ. 2021, 09:49:10

კინკანი ანუ კუმკვატი (Fortunella SW.) მჟავენაყოფიანი, ნარინჯოვანთა ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელია. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ჩინეთია, სადაც არის კინკანის როგორც ველური, ასევე, კულტურული ფორმები.

მას დიდი მორფოლოგიურ-ბიოლოგიური მსგავსება აკავშირებს ციტრუსის გვართან. ისხამს საუკეთესო ნაყოფს, რომელიც ძვირფასი ნედლეულია საკონდიტრო და საკონსერვო მრეწველობისთვის.

კინკანი ეკუთვნის Fortunella-ს გვარს, ნარინჯოვანთა (Aurantiodeae) ქვეოჯახს, მოიცავს ექვს სახეობას. მარადმწვანე ბუჩქოვანი ხეა, სიმაღლით იზრდება 2-3 მეტრს, ხასიათდება ნელი ზრდით. ჩონჩხის ტოტები 3-6 მეტრია; ვარჯი ხშირი, ძლიერ შეფოთლილი. ხასიათდება მხოლოდ ერთი გაზაფხულის ნაზარდით.

კინკანს ტოტები აქვს დაკუთხული ან მრგვალი, ეკალი წვრილი ან სრულებით არა აქვს. ფოთლები სქელი, ტყავისებური, მუქი მწვანე შეფერილობის, მკვეთრად დაძარღვული, ოვალური ფორმის, ეთერზეთოვანი ჯირკვლებით.

ყვავილობს ზაფხულში, ივლისის ბოლოს, აგვისტოში. ხასიათდება უხვი, ლამაზი, პატარა, თეთრი ფერის ყვავილებით, რომლებიც გვხვდება ერთეულებად ან კონებად.

ნაყოფი პატარა ზომის, ღია ნარინჯისფერია, კანი სწორი და პრიალა აქვს, თესლი 3-5 ცალი, ციტრუსის თესლის მსგავსი. ნაყოფი მწიფდება ზამთარში, იანვარ-თებერვალში, აქვს სასიამოვნო მომჟავო გემო.

მჟავე ნაყოფიანი ნარინჯოვანებიდან, კინკანები ყინვის ამტანი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცენარეებია, რაც გამომდინარეობს მათი ბიოლოგიური თავისებურებიდან, მიუხედავად იმისა, რომ შეგუებული არიან ტროპიკულ და თბილ სუბტროპიკულ კლიმატს.

მათ ახასიათებთ ხანგრძლივი შესვენება ზამთრის პერიოდში, იმ დროს, როდესაც ყველა სხვა ციტრუსოვნები ადვილად იწყებენ ვეგეტაციას, თბილი ამინდების დადგომის შემთხვევაში, კინკანები გვიან გაზაფხულამდე არ იღვიძებენ. ამიტომ ყინვებისაგან არ ზიანდება. ისინი თავისუფლად უძლებენ მინუს 11 გრადუსს.

კინკანების გვარს, Fortunella-ს დიდი მორფოლოგიურ-ბიოლოგიური მსგავსება აქვს ციტრუსის გვართან. მიზეზი ის არის, რომ კინკანი ციტრუსოვანთა შორეული წინაპარია.

მას დიდი მნიშვნელობა აქვს ციტრუსოვანთა სელექციაში, განსაკუთრებით ლიმონებში, ყინვაგამძლე ჰიბრიდების წარმოქმნაში. ასევე, შესაძლებელია მათი გამოყენება საძირედ ნაგალა ფორმების მისაღებად.

კინკანი ძალიან ლამაზია მაშინ, როდესაც ყვავილობს თეთრი ფერის პატარა ლამაზი ყვავილებით. ლამაზია მაშინაც როდესაც ოქროსფერი ნაყოფებით დაიტვირთება. ამიტომ კინკანებს, როგორც ლამაზ მცენარეებს დიდი გამოყენება აქვთ დეკორაციულ მებაღეობაში.

კინკანის მცენარეს დეკორაციული მნიშვნელობას აქვს, როგორც ღია გრუნტის, ასევე ქოთნის კულტურისთვის, საცხოვრებელი ბინების და ოფისების გასალამაზებლად. ის კარგად ხარობს ოთახის პირობებში.

კინკანის ნაყოფები ძვირფას პროდუქტს წარმოადგენს საკონდიტრო წარმოებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია საუკეთესო ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ცუკატების, არომატული მურაბების, მარმელადების და ჟელეების დასამზადებლად.

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ძირითადად გავრცელებულია მხოლოდ 3 სახის კინკანი: ნაგამი, მარუმი და მეივა.

ნაგამი ანუ ოვალური კინკანი (Fortunella margarita SW) ჩინური წარმოშობისაა. მისი სამშობლო სამხრეთ ჩინეთია. მცენარე საშუალო ზომის სიმაღლისაა. ხშირი დატოტვილობით. ახალგაზრდა ტოტები მუქი მწვანეა, ხნიერი კი რუხი ფერის.

აქვს მუქი მწვანე, ქვევიდან უფრო ღია ფერის ლანცეტისმაგვარი ფოთლები. ყვავილები ძლიერ სურნელოვანი, თეთრი ფერის, მასიურად ყვავილობს ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე.

ნაყოფი ლამაზი, ოვალური, მოყვითალო ნარინჯისფერი, პრიალა ზედაპირით, დაფარულია ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. მწიფდება დეკემბერ-იანვარში. იჭმება კანიანად, აქვს მომჟავო-მოტკბო გემო, წვნიანია, სასიამოვნო არომატით. ძვირფასი პროდუქტია საკონდიტრო წარმოებისათვის.

გამოიყენება აგრეთვე, როგორც ლამაზი დეკორაციული მცენარე, რომელიც კარგად ეგუება ოთახის პირობებს, კასრის მცენარის სახით სახლებისა და ოფისების დასამშვენებლად.

დიდი გამოყენება აქვს სელექციაში, ნაგალა ფორმების მისაღებად, ციტრუსოვანთა საძირედ და საუკეთესო კომპონენტია ლიმონის ჰიბრიდიზაციაში ყინვაგამძლე ფორმების მისაღებად.

მეივა კინკანი (Fortunella crassifolia) _ მისი სამშობლო სამხრეთ ჩინეთია. სქელფოთლიანი კინკანია, ძლიერდატოტვილი, გლუვი ან სუსტი ეკლიანი ტოტებით. ფოთლები წამახვილებელი ბოლოიანი აქვს. ყვავილები თეთრი, ლამაზი. ნაყოფები მრგვალ-ოვალური, შედარებით დიდი ზომის (2-2,5 სმ), მუქი ნარინჯისფერი. კანი სქელი და ტკბილი.

რბილობი ნაკლებად წვნიანი. აქვს სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო გემო, იჭმევა კანიანად როგორც სადესერტო ხილი; მწიფობას იწყებს ნოემბრიდან და გრძელდება თებერვლამდე. დეკემბერში მოკრეფილი ინახება კარგად, მწიფდება და არ კარგავს გემოს. იგივე გამოყენება აქვს საკონდიტრო მრეწველობაში, როგორც მარუმსა და ნაგამს.

ჯიში ხასიათდება მაღალი ყინვაგამძლეობით (-11 გრადუსი), ნაყოფი კი უძლებს  მინუს 4-6 გრადუსს ხანმოკლე ყინვებს. კინკანის აღნიშნული ჯიში ყველაზე უკეთესია და იმსახურებს გავრცელებას ფართო მასშტაბით დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რეგიონებში, როგორც სამრეწველო კულტურა.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია დამზადდეს საუკეთესო ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა: მურაბა, ჟელე, მარმელადი და ცუკატები.

 ცისანა ქაშაკაშვილი,
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი





 ახალი ამბები
  • „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინეს - რა მოხდა გუდაურშისაქართველოს პროკურატურამ, 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ „საძელე"-ს მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მემანქანე-ოპერატორებს ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ „საძელე"-ს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტრო ენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" თანამშრომლებმა - ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის  დაზიანებები მიიღეს. პროკურატურამ ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას ... ...
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას 1 პირი დააკავესპოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2 თანამზრახველთან ერთად, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს”,_ აცხადებს ... ...
  • "სხვა გზა არ დამრჩენია" - მეუფე სტეფანე ისევ სასულიერო პირების განკვეთას აანონსებსჭყონდოდელი მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირები თავის საქციელს არ მოინანიებენ,  მღვდელმსახურებიდან განკვეთს: "სხვა გზა არ დამრჩენია და ვაცხადებ დღეს და შაბათს აღვასრულებ, თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ უაზრო მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, მე გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ეს ადამიანი განვკვეთო და აღარ ექნება უფლება, იყოს მღვდელმსახური. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული. შეიძლება ამ შემთხვევაში მისი განკვეთა არ მოხდეს. ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ, თუ ისინიც არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ არ შეწყვეტს უაზრო ქმედებებს, ალბათ მივიღებ ზომებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სამით შემოვიფარგლები", _ აცხადებს მეუფე სტეფანე. წყარო: ... ...
  • პრეზიდენტი: 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზესაქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, იენს სტოლტენბერგთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა და მათ ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. „დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, - წერს სალომე ზურაბიშვილი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...