ქათმის მხალეული

კულინარია

ქათმის მხალეული

8 მარ. 2021, 10:12:53

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი) ქათმის ხორცი დავჭრათ კუბიკებად. დავდოთ ცალკე.

გადავდოთ ნახარში (ბულიონი) _ ერთ ჩაის ჭიქაზე ცოტა მეტი.

ცალკე თასზე დავჭრათ თითო პატარა კონა მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში და 3-4 ცალი სალათის ფოთოლი.

დავნაყოთ ორი ჩაის ჭიქა ნიგოზი, სამი კბილი ნიორი და ცოტა მარილი ერთად. შემდეგ ამ ყველაფერს, დაჭრილ მწვანილეულს და დანაყილ საკმაზს,ერთად, დავასხათ ერთ სუფრის კოვზ ბულიონში გახსნილი ერთი ჩაის კოვზი კვაწარახი. კარგად გავხსნათ, ავურიოთ ეს ყველაფერი ერთად და დავამატოთ კუბებად დაჭრილი ქათმის ხორცი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა ბულიონი და კარგად ავურიოთ. მარილი ვუყოთ გემოვნებით. საუცხოო "ქათმის მხალს" მიიღებთ, კვაწარახის არომატით.





 ახალი ამბები
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვასალომე სამადაშვილმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, პარტიას პოლიტიკური გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა, _ ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,  პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის მისი არგუმენტები გასაგებია და ისინი მეგობრებად რჩებიან. „როგორც იცით, ვთქვი, რომ საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდებოდი. მე და ნიკას საუბარი გვქონდა, ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, თანამოაზრეებად დიდ მიზნებში, მაგრამ რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოფიციალურად დატოვების შესახებ განცხადება პარტიას დღეს უკვე მივაწოდე. თუმცა, იცით, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მიღებული.  ნიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას ვუსურვებ“, _ განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ ... ...
  • "ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ"- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გაათავისუფლეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გუშინ სამსახურიდან გაათავისუფლეს",_ აღნიშნულ ინფორმაციას ლაშა გვასალია თავადვე ადასტურებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „მიზეზი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან მეგობრობა". "გაოგნებული ვარ, მეგობრებო, დღეს "ქართულმა ოცნებამ", რომელსაც ყველაფერი მისცა ჩემმა ოჯახმა, ვისთვისაც იმდენი გავაკეთე, ჩამოთვლაც რომ შეუძლებელია, ვისი ერთგულიც ამ წუთამდე ვარ, მოითხოვა ჩემი სამსახურიდან გაშვება (გუბერნატორს სთხოვენ დაჟინებით, ბრძანებით გამიშვას, არადა, არაფერი დამიშავებია)!!! ბრალდება-გიორგი გახარიასთან მეგობრობა!!! ჯერ აზრზე ვერ მოვსულვარ! ვაი, თქვენს პატრონს უბედურს! ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იცის, ვინ დააფუძნა სამეგრელოში "ქართული ოცნება"? ვინ შექმნა პირველადი ორგანიზაციები? ვინ ხელმძღვანელობდა საარჩევნო შტაბს არაერთგზის და წარმატებულად? ვინ იყო ყველა ნაცური რეჟიმის საწინააღმდეგო აქციის წინამძღოლი? ვინ იყო ერთ-ერთი იდეოლოგი "ქართული ოცნებისა"?! მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ბრწყინვალე ოჯახისა! დანარჩენებს მოგხედავთ! ჯერაც ვერ წარმოგიდგენიათ, პარტიაში შეყუჟულო წრუწუნებო, რა დაგემართებათ!" _ წერს ... ...
  • ნასაკირალში ახალი სკოლა შენდებასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება. როგორც სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 600 ბავშვზე გათვლილ სასწავლო დაწესებულებაში საკლასო ოთახების გარდა, მოეწყობა ეზო, დამონტაჟდება გათბობისა და წყალგაყვანილობის სისტემები. "სკოლა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება. როგორც "გურია ნიუსთან" ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმადაიშვილმა აღნიშნა, მშენებლობა 2021 წლის ივლისში უნდა დასრულდეს და ახალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი ახალ აშენებულ შენობაში უნდა დაიწყოს. შეგახსენებთ, რომ გურიის რეგიონში უკვე დასრულდა შრომის, გუთურის და ერკეთის საჯარო სკოლების მშენებლობა, ჩხაკაურას სკოლაში კი სამუშაოები გრძელდება სკოლების მშენებლობის გარდა მუნიციპალური განვითარების ფონდი გურიის რეგიონში რვა საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ... ...

არქივი