როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

კულინარია

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

17 დეკ. 2020, 11:50:28

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის რანგშიცაა აყვანილი საცივისა და ბაჟესთვის ნიგვზის ზეთის _ ურწყულის გამოხდა.

ნიგოზი თავად უნდა იყოს ზეთიანი, რის მიხვედრაც ძნელი არ არის _ გავჭყლეტთ და დავსრესთ ხელით.

მოვამზადოთ ასე:

თუ არ დაგეზარებათ და ფილთაქვით დანაყავთ, უკეთესი შედეგი გექნებათ. თუმცა, უმრავლესობა მაინც ნიგვზის საკეპ მანქანაში გატარებას ამჯობინებს.

ნიგოზი მანქანაში აუცილებლად ორჯერ გავატაროთ, თასზე დავყაროთ, დავუმატოთ ყვითელი ყვავილი უფრო მეტი, ვიდრე დანარჩენი საჭირო სანელებლები, კარგად დანაყილი ნიორი (ერთი მოზრდილი თავი ერთ კილოგრამზე) და დავიწყოთ ღონივრად მოზელა. ერთი საათი მაინც დაგჭირდებათ. როცა დარბილდება, თითქოს, ხელში დაიშლება, დავიწყოთ გამოწურვის პროცესი.

უფრო ადვილია კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა და შედეგიანია:

კარგად გატარებული ნიგოზი ფენებად დავტკეპნოთ თასზე და ფენებს შორის მოუქციეთ ყველა საჭირო სანელებელი, რაც სჭირდება საცივს. კარგად გაანაწილეთ. შემდეგ კიდევ დატკეპნეთ და აქა-იქ თითებით ჩააღრმავეთ. აადუღეთ წყალი და ამ ნახვრეტებში ჩაასხით ისე, რომ ამოავსოთ _ არ აატივტივოთ მასა წყალში. დადგით ათი წუთით თავდახურული. მერე გაფუებულ ნიგოზს ფრთხილად გადაუწურეთ წყალი. დაიწყეთ მოზელა და თან გამოწურვა _ ზეთი მალე დადინდება.





 ახალი ამბები
  • „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინეს - რა მოხდა გუდაურშისაქართველოს პროკურატურამ, 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ „საძელე"-ს მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მემანქანე-ოპერატორებს ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ „საძელე"-ს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტრო ენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" თანამშრომლებმა - ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის  დაზიანებები მიიღეს. პროკურატურამ ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას ... ...
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას 1 პირი დააკავესპოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2 თანამზრახველთან ერთად, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს”,_ აცხადებს ... ...
  • "სხვა გზა არ დამრჩენია" - მეუფე სტეფანე ისევ სასულიერო პირების განკვეთას აანონსებსჭყონდოდელი მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირები თავის საქციელს არ მოინანიებენ,  მღვდელმსახურებიდან განკვეთს: "სხვა გზა არ დამრჩენია და ვაცხადებ დღეს და შაბათს აღვასრულებ, თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ უაზრო მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, მე გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ეს ადამიანი განვკვეთო და აღარ ექნება უფლება, იყოს მღვდელმსახური. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული. შეიძლება ამ შემთხვევაში მისი განკვეთა არ მოხდეს. ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ, თუ ისინიც არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ არ შეწყვეტს უაზრო ქმედებებს, ალბათ მივიღებ ზომებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სამით შემოვიფარგლები", _ აცხადებს მეუფე სტეფანე. წყარო: ... ...
  • პრეზიდენტი: 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზესაქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, იენს სტოლტენბერგთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა და მათ ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. „დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, - წერს სალომე ზურაბიშვილი ... ...

არქივი