ლურჯი მოცვი - გამოსავალი ჩაის განადგურებისა და თხილის ხარისხის დაცემის შემდეგ?

კარმიდამო ჩემი

ლურჯი მოცვი - გამოსავალი ჩაის განადგურებისა და თხილის ხარისხის დაცემის შემდეგ?

5 ივნ. 2021, 13:49:18

ლურჯ მოცვზე მაღალი მოთხოვნაა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. სწორედ ამ მოთხოვნამ და ამას გარდა ჩაის განადგურებამ და თხილის ხარისხის და ფასის გაუარესებამ განაპირობა გურიაშიც ლურჯი მოცვის გაშენების დაწყება.

აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის გარდა გურიაში არსებულ ნიადაგზე შესაძლებელია მაყვალის და ჟოლოს მოყვანა.

ამ დროისთვის ჩოხატაურში ლურჯი მოცვი 35 ჰექტარზე შენდება და ამ პროგრამაში 30 კაცია ჩართული.

მოცვის ბაღების ნაწილი თანადაფინანსებით კეთდება.

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის მუნიცპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი მანანა მინდაძე ამბობს, რომ ლურჯი მოცვისგან დიდი მოგების ნახვაა შესაძლებელი.

„გურია ნიუსმა“ სწორედ მასთან სცადა იმის გარკვევა, თუ რა არის საჭირო მოცვის გაშენებისთვის და აკმაყოფილებს თუ არა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებული ნიადაგი და კლიმატი მისი მოყვანისთვის საჭირო პირობებს.

მინდაძის თქმით, ლურჯი მოცვის გაშენება ჩოხატაურში  ეტაპობრივად დაიწყო. ის კარგად ხარობს ძველ ნაჩაიარ ტერიტორიაზე, ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის გარეშე კი მოცვის გაშენების პროგრამაში ჩართვა არავის შეუძლია.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო გადავიდა ისეთი პროექტების შეთავაზებაზე, რომელიც იმ მიკროკლიმატისთვის არის ხელშესაწყობი. რატომ განვითარდა თხილი? იმიტომ რომ იყო მოთხოვნა. თხილის ჩავარდნამ მოგვიყვანა ახალ პროგრამამდე, რომელსაც ლურჯი მოცვი ჰქვია. ჩოხატაურში 35 ჰექტარზე უკვე შენდება. 30 კაცია ამ პროგრამაში ჩართული და ეს ნიშნავს, რომ 30 ადამიანი არასოდეს არ იქნება სოციალურად დაუცველი. ეს ნიშნავს რომ ძალიან იზრდება მოთხოვნა ლურჯ მოცვზე მსოფლიო ბაზარზე და  ამან, მოთხოვნამ და გარემოპირობებმა, რაც ჩვენი რაიონისთვის არის დამახასიათებელი, განაპირობა ლურჯი მოცვის გაშენების დაწყებაც“,_ გვეუბნება მინდაძე.

მინდაძის თქმით, მთლიანად ნიადაგების შესწავლას რაც შეეხება, ზოგადად ჩოხატაური არის ის ზონა, სადაც ლურჯი მოცვი კარგად უნდა წავიდეს.

„არაჩვეულებრივად ხარობს ნაჩაიარ ტერიტორიებზე. ერკეთში, ქვენობანში, ბუკნარში, ფარცხმაში, გოგოლესუბანში, ქვაბღაში.

ლურჯი მოცვის დარგვა ეტაპობრივად  პროგრამა 2 წლით ადრე დაიწყო, მაგრამ პირველი დარგვები შარშან გაზაფხულზე განვახორციელეთ და მასში 8 თუ 9 ფერმერი იყო ჩართული. სულ 35 ჰექტარზე შენდება და ჯერ დამთავრებული არ არის. ზოგი გაზაფხულზე რგავს, ზოგი  შემოდგომაზე აპირებს, მაგრამ მაგრამ ხელშეკრულება  გაფორმებულია ამ ფართზე. სერიოზულ მოგებას ველოდებით. მიხარია, რომ ჩვენმა ნიადაგებმა სადაც კი ბაღები გავაშენეთ, ყველამ კარგი მაჩვენებლები აჩვენა. კარგად მიდის და არ გვაქვს გაფუჭებული ნერგები“,_ ამბობს მინდაძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩოხატაურის მუნიცპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი გვეუბნება, რომ დანახარჯები არის, მაგრამ მოგება ბევრად უფრო დიდია.

„30 კაცია ამ პროგრამაში ჩართული. ვინც ამ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა მისი  წლიური შემოსავალი იქნება დაახლოებით  40 000 ლარი  2 თვეში. 2 თვის განმავლობაში აქვს ამ კულტურას თავისი მოყვანა-ჩაბარების დრო. ეს არ არის ცოტა თანხა სოფლისთვის, როცა გაქვს მიწის ნაკვეთი 5 000 მეტრი.  რა თქმა უნდა დანახარჯები არის, მაგრამ მოგება ბევრად უფრო დიდია.  დანახარჯები განისაზღვრება იმ პრეპარატების შეძენაში, რომელიც დამოკიდებულია იმაზე რა სტრუქტურის არის ნიადაგი, ხარჯი იზრდება იმის მიხედვით თუ რა პრობლემა ხვდება მცენარეს ნიადაგიდან ან ჰაერიდან. ამიტომ ვახმართ მას დამატებით საკვებ ნივთიერებას“,_ გვეუბნება მინდაძე.

ქალბატონი მანანა განმარტავს, რომ  პროგრამაში ვერ მიიღებს ვერავინ მონაწილეობას სანამ ლაბორატორიულ დასკვნას არ აიღებს.

„მის კერძო ნაკვეთზე უნდა გააკეთოს ლაბორატორიული დასკვნა. მხოლოდ 2 შემთხვევა იყო ჩოხატაურში, როცა მოცვზე არ გაიცა დასკვნა, მაგრამ მაყვალზე და მალინაზე მისცა. ის რომ ნიადაგი საერთოდ გამოფიტულია და არ ვარგა, ჯერ ასეთი დასკვნა არ გვქონია“,_ ამბობს მინდაძე.

ის განმარტავს, რომ მოცვის ბაღს გაშენებიდან მეორე წელს აქვს პირველი ნიშანი, მაგრამ ის არ მოიხმარება.

„მოცვს, ბაღის გაშენებიდან მეორე წელს აქვს პირველი ნიშანი, მაგრამ ის არ მოიხმარება. უნდა ჩამოიკრიფოს, ვიდრე დამწიფებას მიაღწევს, რომ მცენარის განვითარებას შევუწყოთ ხელი. მსხმოიარე და მოსაკრეფ ბაზაში ჩვენი ბაღები იქნება მესამე- მეოთხე წელს. ველოდებით, რომ პირველ წელს მოგვემს მოსავლიანობის 20%-ს, მეოთხე წელს იქნება 40%, შემდეგ უკვე მიდის მსხმოიარობაში“,_ გვიხსნის მინდაძე.

ცნობისთვის, ლურჯი მოცვი უკვე გაშენებულია ოზურგეთშიც, რის შედეგადაც ადგილობრივი მცირე მეწარმეები შეძლებენ ქართული ლურჯი მოცვის, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქტის, მსოფლიო ბაზარზე გატანას.





 ახალი ამბები
  • განზრახ მკვლელობა მცხეთაში- ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინესსაქართველოს პროკურატურამ, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბ.ი.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ჩ. საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა.  ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ... ...
  • „ქურდული გარჩევა“ ქუთაისში - დაკავებულია 3 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით ... ...
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო  ,,D”  კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი  ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ... ...
  • "კობახიძე არის ქოსატყუილა"- ჭიჭინაძე„წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩაანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა. კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა“,_ აღნიშნულ განცხადებას „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მაშინ კობახიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. „კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე -  საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება“,_ აცხადებს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...