"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

კარმიდამო ჩემი

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

17 დეკ. 2020, 11:58:02

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე იზა გაბიტაშვილი გურჯაანში ცხოვრობს.

როგორც თავად გვიამბობს, ყვავილების სილამაზე და სიყვარული ბავშვობის ასაკიდან ასულდგმულებდა, თუმცა, დიდობაში, პროფესიით ბუღალტერს, არც წარმოედგინა, რომ ერთ დიდ, განსხვავებულ, სამოთხის მსგავს ისეთ სამყაროს შექმნიდა, რითაც ყველას ყურადღებას მიიპყრობდა.

იდეა საუცხოო გარემოს შექმნისა, სადაც უმეტესად მარადმწვანე მცენარეიქნებოდა დომინირებული, 12 წლის წინ გაჩნდა.

_ მაშინ ქალაქის ბინაში ვცხოვრობდი. კერძო სახლი შევიძინე, მოზრდილი ეზოთი და რაკი მიწაზე ფეხი დავდგი და ირგვლივ მიმოვიხედე, რაც გონებაში წამოტივტივდა, იყო იმაზე ფიქრი, რომ აქ მალე საუცხოო წალკოტი უნდა აღმოცენებულიყო. როგორ და რანაირად, მთლად ზუსტად არ დამიგეგმავს. პირიქით, ზოგ რაღაცას სტიქიურადაც ვაკეთებდი. როცა "ერთი თავი" საქმე კარგად გამოდის, გინდა, მეორეც მიამატო, თან უკეთესად გაკეთებული. ასე როცა ფიქრობ და სულს და გულს დებ საქმეში, რაღაც "ზემოდანაც" გეხმარება. მე ასე მიმაჩნია, რადგან მოვინდომე და 12 წელიწადში ისეთი ჯადოსნური სამყარო აღმოცენდა ჩემს კარმიდამოში, ხშირად თავად მიჩნდება კითხვა: "ეს მე გავაკეთე? ეს მე შევქმენი?" _ გვიამბობს იზა გაბიტაშვილი.

მის საკარმიდამო ნაკვეთში ჭარბობს დეკორაციები, რაც თავისივე ხელით აქვს ნაკეთები. დეკორატიული ფორმით წარმოდგენილი მცენარეებიც მისივე ხელითაა გაკრეჭილი.

როგორც თავად არა ერთგზის იმეორებს, ყველაზე ძალიან უყვარს მარადმწვანე მცენარეები. ამიტომ, მიუხედავად ყვავილოვანთა და სხვადასხვა ბუჩქოვანთა სიმრავლისა, ყველგან ჭარბობს წიწვოვნები, მარადმწვანე ფოთლოვნებიც ბევრია ირგვლივ.

იზა გაბიტაშვილს, დროების მიხედვით აქვს, ასე ვთქვათ, გაწერილი და ჩაფიქრებული ყვავილების მოვლის განრიგი.

_ თვითნასწავლი მებაღე ვარ, თუმცა, პრაქტიკულმა საქმიანობამ იმდენი მასწავლა, უკვე პროფესიონალებს არ ჩამოვუვარდები. ზამთარში განსაკუთრებით ვფრთხილობ. მარადმწვანეებს მაინცდამაინც, სერიოზული საფრთხე არ ემუქრებათ. ქოთნის ყვავილები შინ შემაქვს. ერთწლოვანთა თესლის აღებას, გვიან შემოდგომაზე ვიწყებ, ძირითადად და ზამთარში ისე ვინახავ სიმშრალესა და დაცულ სათავსში, ერთ მარცვალიც არ მიფუჭდება. მიყვარს გაჩუქებაც. ზოგადად, ზამთარში უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობ ჩემს ბაღს და მის "ბინადრებს", _ ასე სიყვარულით საუბრობს ის თითოეულ ბუჩქსა და ყვავილზე.

ყვავილთა და მარადმწვანეთა სახეობებიდან, იზა გაბიტაშვილის ბაღს ამშვენებს ტუიები, კიპარისები, ლიბოცენდრუსი, არიზონი, უამრავი ერთწლოვანი, ხანგრძლივად მოყვავილე მცენარეები.

რაც შეეხება ვარდებს, ქალბატონი იზა, მათზე განსაკუთრებით მოწიწებით საუბრობს:

_ იცით, რამდენი სახეობის ვარდია ჩემს ბაღში? ორასზე მეტი... ყველა საუკეთესოა და თითოეულთან სეზონზე, სულ ცოტა, ორასჯერ მივდივარ. მთელ ეზოში, ყველგან არის ვარდები მიმობნეული. ასე ყოველ კუთხეში ყვავილის არც ერთი სახეობა არ მაქვს დარგული. ვარდი მაინც სხვაა _ თავისი ხიბლი აქვს. ვფიქრობ, რომ უბრალოდ, ფოტოსაც რომ დავდებ სოციალურ ქსელში, ჩემი ულამაზესი ბაღისას, სხვა თუ არაფერი, წამიერად მაინც პოზიტიურ განწყობას ვუქმნი ადამიანებს. ესეც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, განწყობას მმატებს, ენერგიას მიორკეცებს. მე ასეთი განცდა მაქვს. ზოგადად ადამიანი, თუ მიწაზე ფეხს დგამს და აქვს თუნდაც მცირე მიწის ნაკვეთი, ყვავილის ადგილი მუდამ უნდა გამოძებნოს. ის სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ადამიანს მშვიდს, მოსიყვარულეს ხდის _ დამიჯერეთ, _ გვარწმუნებს ყვავილთმსახური ქალბატონი და გვაჩვენებს სხვადასხვა სიგელებს, დიპლომებს, რომელიც არა ერთ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მიიღო.

ყველაზე ძალიან კი 2019 წელს გამართულ, ლამაზი ეზოების კონკურსში გამარჯვებამ გაახარა.

_ თბილისის საკრებულოში მოხდა გამარჯვებულების გამოვლენა და შვედეთის ელჩმა დამაჯილდოვა. ეს დღე არ დამავიწყდება. მართალია, მე არასდროს მიკეთებია ეს საქმე იმ ფიქრით და მიზნით , რომ ოდესმე ვინმეს ჯილდო მოეცა. ეს თავისთავად მოხდა და რა თქმა უნდა, სიხარული გულმა ძლივს დაიტია, _ გვეუბნება ქალბატონი იზა და აღნიშნავს, რომ უკვე ყვავილების გარეშე, დილა და საღამო ვერ წარმოუდგენია.

რას ურჩევს ის ჩვენს მკითხველებს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთი აქვს?

"მოაშენეთ ყვავილები, რასაც დიდი დრო და ბევრი ფული არ სჭირდება. ჩვენ მიწაზე, აქაურ პირობებში უამრავი მცენარე ტოტით და ფოთლითაც კი ხარობს და ფესვიანდება. საბოლოოდ კი ეს მოგიტანთ უზარმაზარ პოზიტივს, რომელიც დანარჩენ სხვა საქმეს მეტი ძალისხმევით გაგაკეთებინებთ!"

ქალბატონ იზასთვის ეს სხვა საქმე დეკორაციული ნივთების საკუთარი ფანტაზიით შექმნილი ფორმებით კეთებაა, მწვანილეულის ბოსტანია, სადაც ყველაფერი მოჰყავს.

რაც შეეხება შრომის პირობებს და სამუშაო იარაღებს, ჩვენი რესპონდენტი ფერადი სამყაროდან, ამბობს, რომ ყველაფერ ამას სასხლავი მაკრატლით, პატარა საკრეჭი მანქანით, ძირითადად კი და ხელით სამუშაო სასოფლო-სამეურნეო იარაღებით ახერხებს.

_ თუმცა, მნახველებს ჰგონიათ, რომ აქ მთელი ბრიგადა უახლესი ტექნიკის დახმარებით მუშაობს! _ ეღიმება ქალბატონ იზას.

კვლავაც დაუღალავ შრომას, საკუთარი თავისა და სხვათათვის უდიდესი სიხარულის მინიჭებას ვუსურვებთ, იზა გაბიტაშვილს. მისი შრომის მიზანიც ხომ ეს არის!





 ახალი ამბები
  • „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინეს - რა მოხდა გუდაურშისაქართველოს პროკურატურამ, 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ „საძელე"-ს მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მემანქანე-ოპერატორებს ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ „საძელე"-ს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტრო ენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" თანამშრომლებმა - ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის  დაზიანებები მიიღეს. პროკურატურამ ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას ... ...
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას 1 პირი დააკავესპოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2 თანამზრახველთან ერთად, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს”,_ აცხადებს ... ...
  • "სხვა გზა არ დამრჩენია" - მეუფე სტეფანე ისევ სასულიერო პირების განკვეთას აანონსებსჭყონდოდელი მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირები თავის საქციელს არ მოინანიებენ,  მღვდელმსახურებიდან განკვეთს: "სხვა გზა არ დამრჩენია და ვაცხადებ დღეს და შაბათს აღვასრულებ, თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ უაზრო მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, მე გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ეს ადამიანი განვკვეთო და აღარ ექნება უფლება, იყოს მღვდელმსახური. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული. შეიძლება ამ შემთხვევაში მისი განკვეთა არ მოხდეს. ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ, თუ ისინიც არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ არ შეწყვეტს უაზრო ქმედებებს, ალბათ მივიღებ ზომებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სამით შემოვიფარგლები", _ აცხადებს მეუფე სტეფანე. წყარო: ... ...
  • პრეზიდენტი: 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზესაქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, იენს სტოლტენბერგთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა და მათ ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. „დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, - წერს სალომე ზურაბიშვილი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...