პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

კარმიდამო ჩემი

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

17 დეკ. 2020, 11:56:29

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის პრიორიტეტულ კულტურებად ითვლება ჩაი, ციტრუსი, თხილი და კენკროვანი კულტურები, თუმცა, მათ გვერდით, ასევე, უნდა კულტივირებდეს ეთერზეთოვანი და ტექნიკური კულტურები. უკანასკნელ პერიოდში იმატა მოსახლეობის მომართვიანობამ თამბაქოს კულტურის გაშენების, მოვლა-მოყვანისა და ექსპლუატაციის საკითხებზე.

ვაანალიზებთ რა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, საბაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე, მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ეკონომიკურად, ეკოლოგიურად და სოციალურად ეფექტური, მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებები, რჩევები ფერმერულ და გლეხურ მეურნეობებში, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შესაძლო შეთანაწყობაზე, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაზე, მათი სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით.

გასულ საუკუნეში, საქართველოში, სამრეწველო მეთამბაქოეობის ძირითად წამყვან რეგიონებს წარმოადგენდა აფხაზეთის ასსრ, აჭარის ასსრ, აღმოსავლეთ საქართველოში კი ლაგოდეხის, მარნეულისა და ბოლნისის რაიონები. 1976 წლისთვის, საქართველოში, თამბაქოს ნათესების ფართობი 12,5 ათას ჰექტარს შეადგენდა. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 2-4 ტონის ფარგლებში მერყეობდა. ეს დარგი კოლმეურნეობათა ფულადი შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო იყო. წარსულში საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, თამბაქო მცირე მასშტაბით მოჰყავდათ, აგრეთვე, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის გორაკ-ბორცვიან ზონებში.

დღეისთვის ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირებულია თამბაქოს წარმოება, თუმცა, ღიად შესამჩნევია, რომ გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებში ამ კულტურით დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება.

 როგორი მცენარეა თამბაქო?

თამბაქო ეკუთვნის ძაღლღურძენასებრთა ოჯახს, რომელიც უმთავრესად სუბტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. გვარი - Nicotiana აერთიანებს მრავალ სახეობას, მაგრამ სამრეწველო მნიშვნელობა და გავრცელება მოიპოვა მხოლოდ ორმა: ჩვეულებრივმა თამბაქომ (Nicotiana tabacum) და წეკომ (Nicotiana rustica). ჩვეულებრივი თამბაქო ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, მისი ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია, რომელიც უხვად იტოტება და ფუნჯა ფესვის სახეს იღებს. ფესვთა სისტემის ძირითადი ნაწილი ნიადაგში 30-40 სმ სიღრმის ფენაში ვრცელდება. ღერო სწორი, ცილინდრული, საკმაოდ მსხვილი, სიმაღლით 3 მეტრამდეა. ფოთოლი კიდემთლიანი, დიდი ზომის, სიგრძე 10-50 სმ. სიგანე 8-30 სმ-მდე

 წეკო, ეს არის ღერო სწორად მდგომი, დაკუთხული, უხეში, სიმაღლით 60 სმ, მუხლთაშორისები გრძელი, ფოთოლი დიდი, მომრგვალებული ფორმის, ახასიათებს იღლიებიდან ნამხრევების განვითარება.

 მცენარის აგროკლიმატური მოთხოვნილება

 ხარისხიანი თამბაქოს ნედლეულის მისაღებად ყველაზე უკეთესია სუბტროპიკული კლიმატი. დაბალი ხარისხის თამბაქო _ წეკო გაცილებით ნაკლებ სითბოს საჭიროებს და ამიტომ მისი გავრცელების ფარგლები და შესაძლებლობებიც გაცილებით მეტია.

 ხარისხიანი თამბაქო თავისი განვითარებისთვის ხანგრძლივ თბილ პერიოდს მოითხოვს. სითბო განსაკუთრებით საჭიროა ივლის-აგვისტოში, როდესაც ფოთლების მომწიფება მიმდინარეობს. სავეგეტაციო პერიოდში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი უნდა უდრიდეს 2000 – 35000 -ს.

თამბაქო მგრძნობიარეა დაბალი ტემპერატურებისადმი, კერძოდ გაზაფხულისა და შემოდგომის სიცივეებისადმი -2-30 ტემპერატურაზე ფოთლები და ღერო იღუპება.

თამბაქოს მაღალი მოსავლის მისაღებად, მთელი ვეგეტაციის მანძილზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლით. წყლის სიმცირის პირობებში მცენარე წვრილფოთლიანი და უხეში ხდება. ამასთან, წყლის ნაკლებობა ხელს უწყობს ნიკოტინის მეტი რაოდენობით დაგროვებას, ამიტომ, გვალვიან წლებში თამბაქოს ნარგაობის მორწყვა აუცილებელია; ასევე, უარყოფითად მოქმედებს ზედმეტი ტენი, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ფესვების სიდამპლით დაავადებას.

 თამბაქო სინათლის მოყვარული მცენარეა, არასაკმარისი განათების პირობებში იგი დაბალი ხარისხის ნედლეულს იძლევა, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ პლანტაციების გასაშენებლად ყველაზე კარგია სამხრეთ ფერდობები.

საქართველოში გავრცელებული მაღალხარისხოვანი ნედლეულის მისაღებად საუკეთესოა სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ფერდობების, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის ეწეროვანი და ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ასეთ ფერდობებზე ნიადაგი უფრო თბილია, ბუნებრივი დრენაჟის გამო არ ჭაობდება. თამბაქოსთვის გამოუსადეგარია დაჭაობებული მლაშე და ქვიშა ნიადაგი.

მინდვრის სხვა კულტურებთან შედარებით, თამბაქო განსაკუთრებულ მოთხოვნას უყენებს, როგორც კულტურულად დამუშავებულ, ისე ადვილად ასათვისებელ საკვებ ნივთიერებათა დიდი რაოდენობით შემცველ ნიადაგებს. ერთსა და იმავე ადგილზე თამბაქოს რამდენიმეჯერ მოყვანა ამცირებს მოსავლიანობას და აუარესებს ხარისხს, იწვევს დაავადებებისა და მავნებლების მასობრივ გავრცელებას.

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში მიწის ძირითადი მოხვნის (22-25 სმ) შემდეგ, ნიადაგი მთელი შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში ხელუხლებელი რჩება. საგაზაფხულო წაყინვების თავიდან აცილების მიზნით, თამბაქოს ნერგს შედარებით გვიან, აპრილის მეორე ნახევრიდან უნდა დარგვა. ამიტომ ადრე გაზაფხულზე ჩატარებული გაფხვიერების შემდეგ, სასურველია, დარგვამდე 8-10 დღით ადრე, ნაკვეთის ზედაპირული დარგვისწინა კულტივაცია. შემოდგომის მზრალად ხვნის დროს, თამბაქოს პლანტაციაში შეტანილი უნდა იქნას გადამწვარი ნაკელი. მეთამბაქოეობაში უმაღლესი ეფექტის მომცემია, ნაკელთან ერთად, ფოსფორიანი სასუქების გამოყენება.

ადგილობრივი სასუქებიდან არანაკლები მნიშვნელობისაა ნაცარი, კომპოსტი, ტორფი, ფრინველის ნაკელი და სხვა.

თამბაქოს კულტურა განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებს მინერალური სასუქების დიფერენცირებულ შეტანა-გამოყენებას. მრავალწლიანი კვლევებით დადგენილია, რომ ქლორკალიუმის მთელი წლის ნორმა შეტანილ უნდა იქნას შემოდგომაზე ნიადაგის ძირითადი მოხვნის დროს, სუპერფოსფატის მიღებული ნორმის 50% მზრალად ხვნის დროს, 25% _ დარგვისწინა დამუშავების დროს და 25 % _ მწკრივებში დარგვის დროს. აზოტიანი სასუქების სრული ნორმის 50 % გოგირდმჟავა ამონიუმის სახით მწკრივში დარგვის დროს და დანარჩენი 50% ამონიუმის გვარჯილის სახით, მწკრივში თამბაქოს მეორედ გათოხნის დროს.

 ჩითილების გამოყვანა

მეთამბაქოეობაში მეტად მნიშვნელოვანია ჩითილების გამოყვანის აგროტექნოლოგია. უვირუსო ჯანსაღი ნერგების გამოყვანა ძირითადად განსაზღვრავს კულტურის მოსავლიანობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდას. ჩითილების გამოყვანა, როგორც წესი, თესლის თესვით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ თესლის სრული სიმწიფე იწყება, მოსავლის აღებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ამიტომ დასათესად უკეთესია წინა წელს აღებული თესლი. შესაფერის პირობებში შენახული თესლი, თუ იგი ნორმალურად მომწიფებულია და 8-9 %-ზე მეტ ტენს არ შეიცავს, გაღივების უნარს 5-6 წლის მანძილზე ინარჩუნებს.

ხარისხოვან თამბაქოს ჯიშებს, ჩვეულებრივ გრძელი სავეგეტაციო პერიოდი ახასიათებს. ამიტომ, საჭიროა თამბაქოს თესლი დაითესოს თებერვალში ან მარტში, რათა გადარგვა არ დაგვიანდეს.

პრაქტიკაში ნერგების გამოსაყვანად რეკომენდირებულია, როგორც კვალსათბურებში ისე ღია კვლებზე მისი გამოყვანა, თუმცა, კვალსათბურებში თესლის თესვა უზრუნველყოფს ნერგების ადრეულ (აპრილისთვის) გამოყვანას. საქართველოს მეთამბაქოეობის ზონებში ამ მიზნით რეკომენდირებულია ნახევრად თბილი და ცივი კვალსათბურების გამოყენება.

ნახევრად თბილი კვალსათბურების სიგრძე უნდა იყოს 10,4 მეტრი, სიგანე 1,5 მეტრი. კვალსათბურის სამხრეთ მხარეზე ნიადაგის ზედაპირიდან კოლოფის სიმაღლე უნდა იყოს 10-12 სმ. კოლოფის სიღრმე მინიმუმ 50 სმ. კვალსათბური უნდა მომზადდეს შემდეგნაირად: სასურველია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ახალი ნაკელის და ცხენის ნაკელის 1:1 შეფარდებით შერევა. ნარევი ქვეშსაგებთან ერთად (ნამჯა, ბზე, ხის ფოთლები) უნდა ჩაიყაროს სიღრმეში და დაიტკეპნოს 20 სმ სისქეზე.

 ახალი ნაკელის ქვეშსაგებით დატკეპნის შემდეგ კვალსათბური ჩარჩოებით უნდა დაიხუროს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ნაკელი შეხურდება დაახლოებით 30-35 გრადუსამდე კვალსათბურში დატკეპნილი ნაკელის ზედაპირი განმეორებით უნდა მოსწორდეს, ნაკელი უნდა დაემატოს ჩადაბლებულ ადგილებს და სატკეპნით დაიტკეპნოს. მოტკეპნილ ზედაპირს დავამატოთ მეორე ფენა კორდის მიწა 10 სმ. სისქით და მოვასწოროთ. ყოველივე აღნიშნულს ზემოდან ეყრება ხელოვნური საკვებნარევიანი მიწა 5-7 სმ სისქეზე. მოვასწოროთ ჰორიზონტალურად, რადგან ოდნავ დაქანების შემთხვევაშიც კი ადგილი აქვს რწყვის დროს თესლის ქვედა კიდეზე ჩამოტანას. ამის შემდეგ ნიადაგისა და მკვებავი ნარევის გათბობისთვის კვალსათბურს მჭიდროდ ახურავენ ჩარჩოებს და ჭილოფს. როდესაც ამჯერად მომზადებული კვალსათბურის მკვებავ ნარევში ტემპერატურა 120 -ს მიაღწევს, იწყება თესვა.

 გადასარგავად მხოლოდ ჯანსაღი და კარგად განვითარებული ნერგი უნდა შეირჩეს. მომწიფებულ ნერგს უნდა ჰქონდეს 5-6 ფოთოლი, 6-8 სმ-ის სიგრძისა და 3-4 მმ. დიამეტრის ღერო. სოკოვან ავადმყოფობათაგან დაცვის მიზნით ნერგი გადარგვამდე ორი დღით ადრე 1 %-იანი ბორდოს სითხით უნდა შეიწამლოს. ამასთან დარგვის წინ სასურველია ფესვების 1 %-იანი ბორდოს სითხით დამუშავება, რისთვისაც ნერგები იკვრება კონებად, კონას ფესვის ყელამდე ჩაუშვებენ ადრევე მომზადებულ ბორდოს ხსნარში და უმალვე ამოიღებენ, აღნიშნული პროცედურის დროს დაუშვებელია წვრილი ფესვების დაწყვეტა.

 თამბაქოს გაშენება და მოვლა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თამბაქოს ნერგის დასარგავად ნაკვეთი უნდა იყოს ყოველმხრივ მომზადებული _ სარეველებისგან გასუფთავებული, ხნულის ზედაპირი გასწორებული და ფხვიერი. თამბაქოს მიერ გარემო პირობების სრულად გამოყენებისთვის კვების არეს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მეჩხრად, შორი-შორს დარგული მცენარეები ლაღად იზრდებიან, ივითარებენ დიდი წონისა და ზომის ფოთლების, მაგრამ ასეთი მცენარეები ფართობის ერთეულზე ნაკლებ მოსავალს იძლევიან, ამასთან, თამბაქოს ფოთლები მეტი რაოდენობით შეიცავს ცილებსა და ნიკოტინს, ამიტომ ნაკლები ხარისხის ნედლეულს იძლევა. ხშირი ნარგავის ფოთლები კი პირიქით უფრო თხელი და ნაზია, ამასთან ნაკლები რაოდენობით შეიცავს ცილასა და ნიკოტინს, რაც უკეთესი ხარისხის მაჩვენებელია.

კვლევებით დადგენილია რომ თამბაქოს თითოეული ჯიში, მისი ზრდა განვითარების ხასიათის მიხედვით, საჭიროებს შესაფერის კვების არეს. პატარა და საშუალო ფოთლიანი ჯიშებისთვის (დიუბეკი, სამსუნი) ყველაზე ნაკლები კვების არე საჭიროა (55X18 სმ), ხოლო ფართოფოთლიანი ჯიშებისთვის (ტრაპზონი და სასიგარე) _ 65X18 სმ. ამასთან კვების არე იცვლება, რეგიონის, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ფერდობის ქანობის გათვალისწინებითაც.

თამბაქოს ჩარგვა ხდება, როგორც მანქანური წესით ისე ხელით. ხელთ დარგვა მიზანშეწონილია მხოლოდ 8-10 გრადუსის მეტი დაქანების მთაგორიან და პატარა ზომის ნაკვეთებზე. დარგვის წინ ნაკვეთზე გაყავთ 5-6 სმ. სიღრმის კვლები მწკრივში. ხელით რგვის დროს გამოიყენება 18-25 სმ. სიგრძის სარგავი კავ-პალოები. მარჯვენა ხელით კავ-პალოების დახმარებით აკეთებენ ორმოებს, ხოლო მარცხენა ხელით ნერგს ორმოში ფრთხილად ჩაუშვებენ, იგივე პალოთი გვერდიდან მიწას მიატკეპნიან და ფხვიერი მიწით შეავსებენ.

 თამბაქოს პლანტაციის მოვლა დარგვის დროიდან იწყება. ნერგის ფესვთა სისტემის ნიადაგთან დაკავშირებას 10-12 დღე სჭირდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს პირველი თოხნა-კულტივაციის დროულად და წესიერად ჩატარებას. პირველ თოხნა-კულტივაციას 5-6 სმ . სიღრმეზე ატარებენ, ამასთან აწარმოებენ მცენარეთა ძირებზე მიწის შემოყრას. მესამედ აფხვიერებენ მეორიდან დაახლოებით 15-20 დღის შემდეგ 7-10 სმ. სიღრმეზე, მწკრივთაშორისების შემდგომი გაფხვიერება, როგორც წესი, საჭიროა ყოველი მორწყვის, წვიმისა და სარეველების წამოზრდის შემდეგ.

თამბაქო ზრდა-განვითარების სხვადასხვა პერიოდში წყლის სხვადასხვა რაოდენობას საჭიროებს. განვითარების პირველ პერიოდში ნარგავები წყლის მიმართ ნაკლებ მომთხოვნია, ვიდრე დაკოკრებისა და ყვავილობის ფაზაში. დასავლეთ საქართველოში ნორმალური ნალექიანი წლის პირობებში მორწყვა სულ ორჯერ, პირველად გაზაფხულზე, დარგვისას და მეორედ კოკრების გამოტანის პერიოდში წარმოებს, თუმცა, გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და გვალვიანი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში რწყვის ჯერადობა იზრდება.

 თამბაქოს მოსავლის აღება

თამბაქო უნდა ავიღოთ ფოთლის ტექნიკურ სიმწიფეში, როცა ფოთოლი ყველაზე ხარისხოვანია, მდიდარია მშრალი ნივთიერებებით. ტექნიკური სიმწიფის ნიშნებია: ფოთლის ნაპირებზე ყვითელი ლაქების გაჩენა, მთავარი ძარღვის გაფერმკრთალება, ფოთლის მოთენთვა და ღეროდან ყუნწის ადვილად მოტეხვა.

საადრეო ჯიშები უფრო ადრე იწყებს მომწიფებას, ადრე მწიფდება თამბაქო, აგრეთვე, სამხრეთ ფერდობებზე, მსუბუქ და ღორღიან ნიადაგებზე. ადრე მომწიფებას ხელს უწყობს მშრალი და თბილი ამინდი, ხოლო ცივი, ტენიანი ნიადაგი და წვიმიანი გრილი ზაფხული, პირიქით აგვიანებს მას.

ფოთლების შეტეხვა ხდება ცალკე იარუსების მიხედვით ექვს (სამსუნი, ტრაპზონი) ან რვა (დიუკები) ჯერად. შეტეხვა უმჯობესია საღამოს საათებში, როდესაც ფოთოლში მშრალი ნივთიერება მეტია. შეტეხილი ფოთლები უნდა გადაიზიდოს ფარდულში და აიკემსოს. აკემსვის დროს ფოთლები წინასწარ უნდა დახარისხდეს ზომის, სიმწიფისა და დაზიანების მიხედვით. აკემსილი ფოთლები ერთმანეთისგან დაცილებული უნდა იქნეს დაახლოებით ყუნწის დიამეტრის მანძილით. მჭიდროდ აცმული ფოთოლი ადვილად ჩახურდება და დაავადდება სოკოთი. სანამ ფაბრიკას გადავცემდეთ, შეტეხილი ფოთოლი უნდა ჩაყვითლდეს, გაშრეს, დახარისხდეს, გაიაროს ფერმენტაციის პროცესი. ჩაყვითლება თამბაქოს ფოთლის დამუშავების პირველი ოპერაციაა, რომელიც მას გამოშრობისთვის ამზადებს. ჩაყვითლების მიზანია თამბაქოს ხარისხის, არომატისა და ფერის გაუმჯობესება. ჩაყვითლებისას ნიკოტინის ოდენობა საწყისი რაოდენობის 35%-მდე ეცემა, რასაც უაღრესად დადებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნიკოტინის დიდი რაოდენობა ამცირებს მის გემოვნებით ღირსებას. ოპტიმალურ პირობებში ჩაყვითლების პროცესი სულ 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება.

 ჩაყვითლების შემდეგ თამბაქოს ფოთოლი უნდა გაშრეს. არჩევენ თამბაქოს შრობის ორ ძირითად სახეს. ჰაერზე შრობას და ცეცხლით _ ხელოვნური გათბობით შრობას. ჰაერზე შრობა თავის მხრივ იყოფა 1) მზეზე _ ღია ცის ქვეშ შრობად, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და 2) ჩრდილში (ფარდულში) შრობად. ეს წესი უმთავრესად სასიგარე თამბაქოსა და წეკოს მოყვანის რაიონებშია გავრცელებული. ცეცხლით შრობა შეიძლება მილებიან საშრობში და ხელოვნური კლიმატის პირობებში. არსებობს შრობის მესამე კომბინირებული მეთოდიც.

 გაშრობის შემდეგ თამბაქოს ჩამოხსნიან ჩარჩოებიდან და შეკრავენ ჰავანგებად (სამ-ოთხ აცმას ერთად). გამშრალ ჰავანგებს ჩვეულებრივ საშრობ ფარდულებში ინახავენ. მზის სხივების მოქმედებისგან დასაცავად ჰავანგები უნდა მოათავსონ ბნელ შენობაში, რადგან მზის სხივების ხანგრძლივი მოქმედება აუარესებს ფოთლის საგემოვნო და სასაქონლო თვისებებს, ასევე ფარდულებში დაცული უნდა იქნას 60-70 % ფარდობითი ტენიანობა, ჭარბი ტენიანობა ქმნის ხელსაყრელ პირობებს ობის განვითარებისთვის.

თამბაქოს მშრალი ფოთოლი სტანდარტის მიხედვით ხარისხდება დასტებად ეწყობა და ცალებად იკვრება, რის შემდეგ იგზავნება დამამზადებელ პუნქტებში. თამბაქოს ფოთლის საბოლოო დამუშავება ხდება საფერმენტაციო ქარხნებში, შემდეგ კი იგზავნება თამბაქოს ფაბრიკებში. ფერმენტაცია თამბაქოს ნედლეულის დამუშავების საქმეში მეტად მნიშვნელოვანი და რთული პროცესია. ფერმენტაციის დროს თამბაქოს ფოთლის შედგენილობაში ღრმა ცვლილებები მიმდინარეობს. ფერმენტაციის დროს ნიკოტინის რაოდენობა მცირდება 10-20 %-მდე, რაც დადებითად მოქმედებს თამბაქოს გემურ თვისებებზე. თამბაქოს ფერმენტაცია მიმდინარეობს საფერმენტაციო ქარხნებში ე.წ. "კლიმატური" დანადგარებით. ფერმენტირებული ნახევრადფაბრიკატი, რომლის ტენის შემცველობა 14-16 %-ია იგზავნება თამბაქოს ფაბრიკაში საბოლოო მზა პროდუქციის გამოსაშვებად.

 

ზაურ გაბრიჩიძე, სოფლის მეურნეობისმეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი;

იოსებ ბასილია,სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;

ნიკა გუნთაძე, მაგისტრანტი,სსიპ სოფლის მეურნეობისსამეცნიერო-კვლევითი ცენტრი





 ახალი ამბები
  • „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინეს - რა მოხდა გუდაურშისაქართველოს პროკურატურამ, 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ „საძელე"-ს მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მემანქანე-ოპერატორებს ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ „საძელე"-ს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტრო ენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" თანამშრომლებმა - ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის  დაზიანებები მიიღეს. პროკურატურამ ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას ... ...
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას 1 პირი დააკავესპოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2 თანამზრახველთან ერთად, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს”,_ აცხადებს ... ...
  • "სხვა გზა არ დამრჩენია" - მეუფე სტეფანე ისევ სასულიერო პირების განკვეთას აანონსებსჭყონდოდელი მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირები თავის საქციელს არ მოინანიებენ,  მღვდელმსახურებიდან განკვეთს: "სხვა გზა არ დამრჩენია და ვაცხადებ დღეს და შაბათს აღვასრულებ, თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ უაზრო მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, მე გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ეს ადამიანი განვკვეთო და აღარ ექნება უფლება, იყოს მღვდელმსახური. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული. შეიძლება ამ შემთხვევაში მისი განკვეთა არ მოხდეს. ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ, თუ ისინიც არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ არ შეწყვეტს უაზრო ქმედებებს, ალბათ მივიღებ ზომებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სამით შემოვიფარგლები", _ აცხადებს მეუფე სტეფანე. წყარო: ... ...
  • პრეზიდენტი: 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზესაქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, იენს სტოლტენბერგთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა და მათ ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. „დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, - წერს სალომე ზურაბიშვილი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...