"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

19 ნოე. 2020, 13:51:37

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცხემლისხიდში იმ ოჯახის წარმომადგენელია, სადაც ჩვენს ქვეყანას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, სამი ომის ვეტერანი ჰყავს. ამ სათვალავით, საქართველოში ეს ოჯახი ერთადერთია. მამა _ ომის ვეტერანი ბადრი მახარაძე, არც ისე დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა. და, _ ომის ვეტერანი ლალი მახარაძე დღეისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს.

_ როცა მამა ასაკში შევიდა, სოფელს დავუბრუნდი. სად არ ვმუშაობდი. ფრუნზეს აკადემიის დამთავრების შემდეგ, დიდხანს ვიმყოფებოდი დიპლომატიურ სამსახურში, თუმცა, ჩემს მამულს, სახლ-კარს არაფერი მირჩევნია. აქ ისეთი მიწა-წყალია, იმდენი ნაშრომი აქვს ჩემს მშობლებს, აქაურობას როგორ შეველევი? ოღონდ ახლებური მიდგომით ვიწყებ. ყველანაირი კულტურა გვაქვს, თუმცა, როცა "ადესა" ავჭერი და ჩხავერი და საკმიელა დავრგე, მამაჩემის განაწყენება მომიხდა. მართლაც ისე ლამაზად ჰქონდა ტალავერი გაკეთებული, სულ ყურება მოგინდებოდა.

ახლა მთავარი საქმე ჩემთვის ვენახია და ერთსაც გეტყვით _ რაც არ უნდა ნადი და მუშახელი დამჭირდეს, ვენახთან სხვას ვერ მივუშვებ! თითოეულმა ლერწმა ჩემს ხელში უნდა გაიაროს. სასწაულია ჩხავერი და საკმიელა. შინ შესვლა არ მინდა... გურულ ჯიშებზე მაქვს ორიენტირი და უნდა მივყვე ბოლომდე, _ გვიამბობს ჩვენი მასპინძელი შოთა მახარაძე, თან ახლადგაშენებულ ვენახის მწკრივებს თუ ტალავერს შორის მიგვიძღვება.

შოთა მახარაძის საკარმიდამო ნაკვეთი სულ ორ ჰექტარ ფართობს მოიცავს და აქ ძალიან კარგად არის წარმოდგენილი შერეული მეურნეობის სრული იერ-სახე.

საკარმიდამოს მარჯვენა მხარე ფეიჰოას და კივის მწკრივებს უჭირავს. მარცხნივაც ფეიჰოას მწკრივია. სახლის მიმდებარედ კი _ ვაშლის, ხურმის, სხვადასხვა ხეხილოვნების ძველი და ახალი ნარგავები. მოშორებით, ერთ ჰექტარ ფართობზე სიმინდის ყანა აქვს.

_ სასწაული მიწაა აქ. შრომას მოგანდომებს. სახლის უკან მდინარე ნატანები ჩამოდის, ეზოში ჭა და ორი წყარო მაქვს. ასევე, მაქვს მთიდან გამოყვანილი წყალი. უფრო ტექნიკური მიზნით ვიყენებ, _ ამბობს 50 წლის მეურნე, რომელმაც, ამ ზაფხულს, მეუღლესთან ერთად, მარტო ბოსტანში სამას კილოგრამზე მეტი კიტრი მოიწია.

შერეული აგროკულტურები ირგვლივ სად არ ჩანს. საბოსტნე ფართობის მიღმაც, სადაც კი ვენახია გაშენებული, ყველა კუთხეში, როგორც თავად ამბობს, "გამორგულია" წიწაკა, "ბულგარული", პომიდორი თუ სხვადასხვა ბოსტნეული.

 _ მიწაა აქ საუკეთესო. ნაკელი მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ შემაქვს. თუმცა, მწირიც რომ იყოს, ორი ჰექტარი ფართობის მოვლა, გლეხმა უნდა შეძლოს. გურია მცირემიწიანი მხარეა. სასოფლო-სამეურნეო ფართობები აქ ცოტაა. ამიტომ მეურნემ წინასწარ უნდა გათვალოს, რა უნდა მოიყვანოს და რამდენი, რომ ჯერ ოჯახის კარგად რჩენა შეძლოს და მერე გასაყიდად მოწეულის რეალიზაციაზე იფიქროს. თუ ერთ კულტურას ამოვიჩემებთ ამ რაოდენობის ფართობზე, დიდ ფულად შემოსავალს ვერც ერთი დასახელების კულტურისგან ვერ მივიღებთ. ამიტომ მე ყველას ვეუბნები და ვურჩევ, რომ მცირემიწიან ფართობში საუკეთესო გამოსავალია შერეული მეურნეობის წარმოება, _ გვეუბნება ბატონი შოთა და ღიად გამოთქვამს სურვილს, რომ საქმის ასე მიდგომა ყველასთვის სავალდებულოდ უნდა იქცეს. გამოთქვამს სინანულსაც, რომ ბევრ ადამიანს შრომა ეზარება.

_ ხან იმდენი ნერგი, ჩითილი გამოვთხარე სხვადასხვა აგროკულტურის, მაგალითად, კიტრის, პომიდვრის, თუ სხვა, წამღებიც არავინ იყო და გადავყარე. ნერგს რომ დარგავ, მიხედვა უნდა. არაა ეს ძნელი. დილით ადრე ორი საათით და საღამოსაც, ასევე, ორი საათით რომ ჩავიდეს ადამიანი მამულში, დამერწმუნეთ, საქმეს საათივით ააწყობს. ვერ გამდიდრდება, ასე დიდ ფულს ვერ იშოვის, მაგრამ სახლში ექნება უმთავრესი სიმდიდრე _ საჭმელ-სასმელი, სტუმრის არ შეეშინდება, ზამთრის და ავადმყოფობის. ეზარებათ ეს. არადა, არავინ არ მოგვცემს მუქთად არაფერს. მიწასთან ერთად უნდა იბრძოლო, მის მხარდამხარ და ეს ფერხული, თუ არ უღალატებ, შედეგს მოგცემს. ღალატია ის, როცა სამ დღეს, ერთ კვირას არ შეივლი ბოსტანში თუ ვენახში და მომდევნო სამ დღეს იმუშავებ _ ასე არ გამოვა. 30 წელია, დაინგრა კომუნისტური წყობილება და ხალხი კიდევ რაღაცეებს იხსენებს, რაღაცაზე ოცნებობს... ვერ ისწავლეს შრომისადმი საგულდაგულო, დაგეგმილი მიდგომა, _ გულწრფელი თხრობითა და შენიშვნებით გამოირჩევა ჩვენი მასპინძელი.

მას უხარია, რომ გურიაში ძალიან საამო ქარმა დაბერა ვაზის გურული ჯიშების მოძიების, მოშენების და განახლების მხრივ. ამის გამო კი მადლიერებას გამოთქვამს ცნობილი ვაზის ტრფიალის, ვაზის გურული ჯიშების მაძიებლის, ანდრო ვაშალომიძის მიმართ.

_ ბატონმა ანდრომ მომცა ჩხავერის და საკმიელას ნერგები. მოვლაც მისებური მასწავლა. ასევე, კივის გასხვლა ცნობილი ფერმერისგან, კაკო ღლონტისგან ვისწავლე. ვიყავი მიჩერებული _ კივმა შვიდ წელიწადს არ გამოისხა. თურმე, შეცდომით ვსხლავდი. მერე ბატონ კაკოს მივმართე, იმავე წელს გამოისხა და ახლაც ხედავთ, როგორი მსხმოიარეა, _ იცინის ბატონი შოთა, _ საკუთარ ამბავს რატომ ვყვები ახლა, იცით? სირცხვილი ის კი არაა, რომ არ იცი და იკითხავ. სიზარმაცეა სირცხვილი და კაცის წამხდენი.

შერეულ მეურნეობაზე ორიენტირებული შოთა მახარაძე ამბობს, რომ ჯერ, მუშაობის დაწყებამდე, მობილიზება უნდა მოახდინოს ადამიანმა. თუ მიწა მწირია, უნდა გამოკვებო. გურიაში, უმეტესად მოკირიანება სჭირდება ნიადაგს. ამის გარეშე არ გამოვა. შემდეგ კი, უღალატო შრომის პირობებში, შედეგი თავისით დადგება.

მას ახლა გადაწყვეტილი აქვს, შინაური პირუტყვიც მოაშენოს. დაიწყო ძროხებისა და ღორების მოსათავსებელი ზომიერი სადგომების მოწყობა. ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ხუთი მსხვილფეხა რქოსნის და ამდენივე ღორის მოყვანას აპირებს. შინაური პირუტყვის მოშენების იდეა, როგორც თავად ამბობს, მის მეუღლეს, მანანა მახარაძეს ეკუთვნის.

_ მარტო მრავალწლოვანი ხეხილოვნების, ვენახის და აგროკულტურების იმედად ვერ ვიქნები _ შინაური ფრინველი და პირუტყვი აუცილებლად უნდა მოვაშენოთ. ჩემმა მეუღლემ ჩემზე ადრე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ საქმეს მარტო ვწვდებით. ნადი ხანდახან გვჭირდება. მაგალითად, სიმინდის ტეხვის დროს. მერე კი, როცა მეურნეობას მოვაძლიერებ და ეს მალე იქნება, რამდენიმე ადამიანის, ჩემი თანასოფლელების დასაქმებასაც შევძლებ. ვიცნობ მუყაით ადამიანებს და შერჩევა არ გამიჭირდება. ესაა, ყველამ უნდა იშრომოს და სოფელი ფეხზე დადგება. საზღვარგარეთ რომ ვიყავი, ბევრ ქართველ უსაქმურს ვნახულობდი. "რა გავაკეთო, იქ რომ დავბრუნდე?"_ ამბობდნენ ისინი. დამერწმუნეთ, ვინც აქ არაფერს არ აკეთებს, ის უცხოეთშიც ტყუილად დაყიალობს. ვინმე იქაური შეძლებული ქართველის ან სხვა ნაცნობების იმედად. როგორ ვაკეთებ მე? თბილისშიც მაქვს სახლი, თუმცა აქ, ამ გარემოში სიცოცხლეც გაცილებით მწყურია და შრომაც. ასეთია ჩემი აზრი და მინდა, ყველა ავიყოლიო, ვინც დამიჯერებს და ამყვება, _ თავის საფიქრალს კვლავ გულწრფელად გვიამბობს ბატონი შოთა.

მას ორი შვილი ჰყავს, რომლებმაც უმაღლესი განათლება უკვე მიიღეს. გოგონა თბილისში მუშაობს, ვაჟი _ ნიკა უცხოეთშია და მალე სოფელში დაბრუნებას აპირებს.

_ მინდა, ჩემს ვაჟს მზადყოფნაში დავხვდე. მეურნეობა უნდა გავაძლიეროთ... _ ამბობს ის და მეტად ტრაგიკულ რეპრესიების ამბებს იხსენებს, რაც მის ბებია-ბაბუებს და ბიძებს ხვდათ წილად:

_  ყველა კატორღაში გაასახლეს. დახვრიტეს...მამაჩემი პატარაობიდან მამიდებმა გაზარდეს. მერე დაბრუნებულა აქ, ტრიალ, გავერანებულ ფართობზე და მაინც ფერფლისგან აღუდგენია ყველაფერი... მინდა, კვალში გავყვე მშობლების თავგანწირული შრომისა და ბრძოლის ტრადიციას. მიწის სიყვარული მაცოცხლებს და მინდა, ჩემს შთამომავლობასაც ეს ასულდგმულებდეს...

მართლაც სულის შემძვრელია ექიმი ბაბუის და მთელი საგვარეულოს წარმომადგენლობის დახვრეტა-გაციმბირების ისტორია. ამ ოჯახის შვილებმა თავადაც გმირობით განაგრძეს ცხოვრება _ როგორც დასაწყისში ვთქვით, ქვეყანას ერთი ოჯახიდან სამი ვეტერანი ჰყავს, რასაც _ გმირობის გაუხმოვანებელ ისტორიას, ჩვენ სხვა კონტექსტით, მალე მივუბრუნდებით...

 ახლა კი წარმატებას და დასახული მიზნების გახორციელებას ვუსურვებთ თავდადებულ მეურნეს, რომელიც გვპირდება, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში ეყოლება 15 ძროხა მაინც, ამდენივე ღორი, მოიწევს დიდი რაოდენობით ყურძენს, კიტრს, თხილს, ციტრუსოვანს და მრავალნაირ აგროკულტურას.





 ახალი ამბები
  • „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინეს - რა მოხდა გუდაურშისაქართველოს პროკურატურამ, 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ „საძელე"-ს მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მემანქანე-ოპერატორებს ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ „საძელე"-ს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტრო ენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" თანამშრომლებმა - ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის  დაზიანებები მიიღეს. პროკურატურამ ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას ... ...
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას 1 პირი დააკავესპოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2 თანამზრახველთან ერთად, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს”,_ აცხადებს ... ...
  • "სხვა გზა არ დამრჩენია" - მეუფე სტეფანე ისევ სასულიერო პირების განკვეთას აანონსებსჭყონდოდელი მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირები თავის საქციელს არ მოინანიებენ,  მღვდელმსახურებიდან განკვეთს: "სხვა გზა არ დამრჩენია და ვაცხადებ დღეს და შაბათს აღვასრულებ, თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ უაზრო მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, მე გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ეს ადამიანი განვკვეთო და აღარ ექნება უფლება, იყოს მღვდელმსახური. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული. შეიძლება ამ შემთხვევაში მისი განკვეთა არ მოხდეს. ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ, თუ ისინიც არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ არ შეწყვეტს უაზრო ქმედებებს, ალბათ მივიღებ ზომებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სამით შემოვიფარგლები", _ აცხადებს მეუფე სტეფანე. წყარო: ... ...
  • პრეზიდენტი: 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზესაქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, იენს სტოლტენბერგთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა და მათ ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. „დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, - წერს სალომე ზურაბიშვილი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...