ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

5 ივნ. 2021, 14:12:17

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და დასჯადია, მაგრამ მოსახლეობა საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, მას მაინც მიმართავს.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი, რეზო გეთიაშვილი "კარმიდამო ჩემთან" იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რისი გამოწვევაც თუნდაც საკუთარ ეზოში დანთებულ ცეცხლს შეუძლია.

გეთიაშვილი პრობლემის აღმოსაფხვრელ გზაზე საუბრობს.

"გადაწვის შედეგად ბინძურდება არა მარტო ატმოსფერული ჰაერი, არამედ ზიანდება ნიადაგიც, რომლის ჩამოყალიბებასაც დიდი დრო სჭირდება და მოსაფრთხილებელია. ხშირ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები ესაზღვრება იმ სახელმწიფო მიწებს, რომლებიც შეიძლება იყოს აღდგენილი ტყეებით, ქარსაცავებით და სხვადასხვა ნარგაობებით. ვხედავთ, რომ ხანძრის ფაქტები ყოველ წელს ხშირია და ხშირად, სწორედ ამ სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაწვით არის გამოწვეული. ეს სერიოზული პრობლემაა. საფრთხე შეიძლება შეექმნას არა მარტო ბუნებრივ გარემოს, არამედ ადამიანის საცხოვრებელ გარემოსაც და ადამიანის უსაფრთხოებასაც. ხანძარი, რომელიც ჩნდება ტყეში, სავარგულზე, არის უსაფრთხოების საკითხი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკვე ტრადიციად აქვს მოსახლეობას და ადვილად ვერ შეცვლის. გადაწვა პირდაპირ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობად ჩამოყალიბდა და ისე უყურებს ამას მოსახლეობა, როგორც სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, როგორიცაა მოხვნა ან სხვა მსგავსი სამუშაო", _ გვეუბნება გეთიაშვილი.

გეთიაშვილის თქმით, მართალია, სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაწვა დასჯადია, მაგრამ მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კანონს არღვევს. ამის მიზეზად კი CENN-ის გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებას ასახელებს. გარდა ამისა, ამბობს, რომ აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერება ამაღლდეს და ფაქტებზე კონტროლი გამკაცრდეს. გეთიაშვილს მიაჩნია, რომ თუ ერთი ადამიანის გაფრთხილება მოხდება ან დააჯარიმებენ, ხალხი დაინახავს, რომ კანონი სრულდება და ნიადაგის გადაწვას შეწყვეტს.

"ორი მიმართულებით არის სამუშაო. უფრო მეტი რესურსი უნდა გამოიყოს ცნობიერების ამაღლების და ინფორმირების კუთხით, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო ეს არ იქნება ეფექტიანი. უნდა გამკაცრდეს კონტროლი. როგორც ცნობილია, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაწვა არ არის კანონით დაშვებული საქმიანობა. ადამიანებს, რომლებიც ამ საქმიანობას ეწევიან არ აქვთ ინფორმაცია, რომ კანონს არღვევენ; არ აქვთ ინფორმაცია, იმიტომ, რომ რეაგირებას ვერ ხედავს მოსახლეობა ამაზე. იქნებოდა ლოგიკური თუ აღსრულების ნაწილში მოხდებოდა შეთანხმება გარემოს ზედამხედველობის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის და საპატრულო პოლიცია ჩაერთვებოდა. გადაწვა არ არის ვიზუალურად შეუმჩნეველი ამბავი. ადვილია ფაქტის გამოვლენა და დაფიქსირება. თუმცა, ამ ფაქტის დაფიქსირების დროს არ ხდება მუშაობა ამის გამოსავლენად. კარგი იქნებოდა თუ საპატრულო პოლიცია მივიდოდა ადგილზე, პირველ ეტაპზე მისცემდა გაფრთხილებას მოსახლეს, გააცნობდა სანქციას, თუ რა ელოდება გამეორების შემთხვევაში. როცა მოსახლეობა დაინახავს, რომ კანონი არსებობს და ხდება რეაგირება, დადგება ფაქტის წინაშე და აღარ დაწვავენ მიწას", _ გვეუბნება გეთიაშვილი და აღნიშნავს, რომ აღსრულება უნდა იყოს მაქსიმალურად რბილი.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას, იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას. ხშირად, ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების შემდეგ, ფერმერები განგებ წვავენ მცენარეულ ნარჩენებს, რათა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შემდგომი დამუშავებისთვის გაასუფთაონ. ასევე, მოსახლეობაში გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ სავარგულებზე ნარჩენების დაწვა მოსავლიანობას ზრდის. ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას. სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა, შესაბამისად, დასჯადია და სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე, 200-დან 1000-ლარამდე ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა. სტატისტიკის მიხედვით, გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებით, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით, ათობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული.





 ახალი ამბები
  • „ქურდული გარჩევა“ ქუთაისში - დაკავებულია 3 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად, ქუთაისში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით ... ...
  • "კობახიძე საშიში ქოსატყუილაა, გახარიამ კი ააფეთქა ყველაფერი, რასაც მიეკარა" _ ჭიჭინაძეწინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის თქმით, კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. "კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა. კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს, ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად, ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო , თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად, ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება", _ განაცხადა დავით ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის ავტოსკოლის წარმომადგენელი დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო  ,,D”  კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი  ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ გადაამზადა მოქალაქეები შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 - ე მუხლის მესამე ნაწილითა და 362 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ... ...
  • "კობახიძე არის ქოსატყუილა"- ჭიჭინაძე„წინასაარჩევნოდ კობახიძის ღარიბაშვილით  ჩაანაცვლება რომ იგეგმება, ამაზე უკვე საუბარი დაწყებულია, ამიტომაც არის,  რომ კობახიძე ყურშიც და ეთერებიდანაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება.  ცდილობს დაუმტკიცოს, რომ მისი ყურმოჭრილი მონაა, თორემ ქვეყანა და საზოგადოების აზრი მას არც არასოდეს აინტერესებდა. კობახიძე  ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ 20 ივნისს სროლის ბრძანება გახარიამ გასცა“,_ აღნიშნულ განცხადებას „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მაშინ კობახიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. „კობახიძე მაგ დროს ბაქოში იყო, მე გახარიასგან  ერთი კიბის მოშორებით ვიდექი და ზუსტად მახსოვს ვინც აქტიურობდა იმ დროს... შესაბამისად ისიც ზუსტად ვიცი, რომ გახარია იძულებული გახდა პასუხისმგებლობა აეღო, თორემ ბრძანება მას ნამდვილად არ გაუცია. ისე, კობახიძე დღეს ზუსტად ისევე „აფუჭებს“ გახარიას, როგორც თავის დროზე, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ გამოუთხარა ძირი მაშინდელ შს მინისტრს და შემდეგ შს მინისტრმა გახარიამ, მაშინდელ პრემიერს. მოკლედ, მეთოდები ერთნაირი აქვთ. რეალობა და უბედურება კი ის არის, რომ გახარიას ყველა  ოპერაცია კატასტროფა იყო, პრაქტიკულად ააფეთქა  ყველაფერი, რასაც მიეკარა;  კობახიძე -  საშიში ქოსატყუილაა. მათ ინტრიგებს კი ქვეყანა, ადამიანები ეწირება“,_ აცხადებს ... ...
  • მესტიაში მე-18 დღეა, დაკარგულ მამაკაცს ეძებენმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში მე-18 დღეა 72 წლის მამაკაცს ეძებენ. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში სიმონ არღვლიანმა განუცხადა, სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლიდან 29 მაისს გვიან ღამით გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახს არ აქვს რაიმე ვერსია, სად შეიძლება წასულიყო დაკარგული ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...