გურული კურიოზები 21.04.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 21.04.2011

1 იან. 1970, 04:00:00

ჯემალ ჭკუასელი

თქვენი სიძე რომ ვარ!

ერთ-ერთი უცხოურ გასტროლზე, კონცერტიდან დაღლილები სასტუმროში ვბრუნდებოდით. ავტობუსში მოწყენილობა იყო. ამ დროს გიდის ადგილას ჩემი სიძე ვანიჩქა ჩამოჯდა. ვიფიქრე, ცოტას გავმხიარულდებით,-თქვა და ყველას გასაგონად დავიწყე:

_ ჩემი საქმე ვერაა მთლად კარგად, ხალხო.

_ რატომ, ბატონო ჯემალ? _ პასუხის მოლოდინში ავტობუსი გამოცოცხლდა.

_ ჩემი ერთადერთი ქალიშვილის ქმარი ვანიჩქაა.

_ აუჰ! _ "შემიცოდეს".

მხარდაჭერით გათამამებულმა გავაგრძელე:

_ თან გურულია.

_ უკეთესი რა გინდა? _ მასიამოვნეს.

_ კი მარა, ქუთაისშია დაბადებული.

_ ხოო, რას იზამ, _ შეწუხდა ავტობუსი.

_ მამამისი პირიქით _ გურიაშია დაბადებული და ქუთაისში გაზრდილი.

_ მაგას რა ჯობია, _ თავი ამოყვეს ქუთაისელებმა.

_ დედამისი სამეგრელოდან გახლავთ.

_ ხოხ, სასტაული _ გაუხარდათ მეგრელებს.

_ ყველაფერს გავუძლებდი, მაგრამ იმისთანა უბანშია გაზრდილი და ვის რას უხიმანდრებს, კაციშვილმა არ იცის. ასეთი მარცხიანი კაცი, ჩემი სიძე რომაა, არ გეცოდებით?

_ ძალიან, ძალიან, _ გამხიარულდა ავტობუსი

_ კიდევ რა უბედურება გჭირს, ბიჭო? _ პირდაპირ მივმართე ჩემს გასუსულ სიძეს.

_ თქვენი სიძე რომ ვარ, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა მჭირდეს? _ არ დაიბნა ვანიჩქა და ახითხითებულ ავტობუსს თავმომწონედ გადახედა.

 

რაცხა იმფერი გეყიდა!

ჩემი კაი მეზობელი როლანდი, ერთხელ, სატვირთო მანქანიდან გადმოხტომისას ნიშნობის ბეჭედით გამოედო ძარას და არათითი ძირში წაიწყვიტა. ბეჭედი სიმამრის ნაჩუქარი იყო.

როცა ეს ამბავი სიმამრმა გაიგო, შეწუხდა და მეუღლეს შესჩივლა: _ ქალო, როლანდიამ ჩემი ნაჩუქარი ბეჭდის გამოისობით თითი დაკარგა მანქანიდან ჩამოხტომისას.

_ შენ მეისპე, შენ! ბედი არ გინდა?! _ შეიცხადა ცოლმა, _ შენ ხომ არ იცი, როდის რა უნდა ქნა. რაცხა იმისთანა გეყიდა სიძიზა, კისერზე რომ წამოეცვა, დავისვენებდით ქე მაინც პაწას!

 

ინკოგნიტო ავტორები

ბედიც ასეთი უნდა

ეს ამბავი გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ ნახევარში, თბილისში მოხდა. მოგეხსენებათ, მაშინ რა დრო იყო _ ღამღამობით ხალხი ქუჩაში არ დადიოდა, მანქანებიც იშვიათად მოძრაობდა. ჰოდა, ასეთ დროს მე და ჩემი ორი მეგობარი დაბადების დღეზე ვიყავით. საკმაოდ გვიან დავამთავრეთ ქეიფი და გამოვედით ქუჩაში. მაშინ ღამით ტაქსიც არ დადიოდა. სხვა გზა არ გქონდა, გაუყევით ფეხით. ქუჩა სრულიად ცარიელი იყო, არც ხალხი ჩანდა, არც მანქანები. საკმაოდ მთვრალები ვიყავით და შუა ქუჩაში მივდიოდით, თეთრ ხაზზე. ამ დროს ქუჩაზე მანქანა გამოჩნდა. ისიც ჩვენსავით შუა ქუჩაში მოდიოდა. ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა: "მოდი, ტროტუარზე გადავიდეთ, თორემ ეს მანქანა დაგვეჯახებაო." ჩვენ გავჯიუტდით: "თვითონ მოგვერიდებაო" და გავაგრძელეთ შუა გზაზე სიარული. ჩვენი მეგობარი გაიქცა და ტროტუარზე გადავიდა.

ეტყობა, მძღოლმა ფარების შუქზე შორიდან ვერ დაგვინახა და უკვე საკმაოდ ახლო მოსულმა შეგვამჩნია. რომ აგვრიდებოდა და არ დაგვჯახებოდა, ტროტუარზე გადავიდა და... იქ, ათიოდ წამის წინ გადასულ, ჩვენ მეგობარს დაეჯახა. საბედნიეროდ, იოლად გადარჩა.

 

თავისი "ხოდით" სასაკლაოზე...

ძროხამ ეზოში ვედროთი სალიარი ნახა და დალია. ცუდად რომ გახდა, პატრონმა მეზობელს ჰკითხა, სალიარო დალია და რა უნდა ვქნათო? მეზობელმა ურჩია, ზეთი დაალევინეთო!!!

დაალევინეს ძროხას ზეთი, მაგრამ მაინც ცუდადაა, კვდება!!!

ბოლოს ვეტექიმი გამოიძახეს. ეს კაცი მაგარი ხუმარა იყო. რომ მოვიდა, იკითხა, რა მოუვიდაო?

_ სალიარი დალია 10 ლიტრი, მერე 2 ლიტრი ზეთი დავალევინეთ და მაინც კვდება, გვიშველე რამე, _ თხოვეს.

_ სალიარი ჩაგისხამთ, ზეთი ჩაგისხამთ და მე რას მიძახდით? დაადგით ბარემ "რული" და მისი "ხოდით" წეიყვანეთ "ბოინზე", _ ურჩია ვეტექიმმა.

 

"სიძე-პატარძალი"

ნამდვილი ამბავია. თბილისელი და სვანი მაგარი ძმაკაცები გახდებიან. სვანი დაპატიჟებს თბილისელს თავისთან. როცა მიდიან, გზაში სვანი ეუბნება თბილისელს, თუ ძმობაა, ძმობა იყოს _ შენი ძმობა უნდა დამიმტკიცო, თუ არა _ მოგკლავო.

თბილისელი გაიფიქრებს _ განა რა უნდა იყოსო ეგეთი ეს ძმობაო და დათანხმდება. ჩავლენ სვანეთში, აქეიფებს სვანი და ეუბნება: _ აი, რა მინდოდა შენგან _ ღამე ჩემ დასთან დაგაწვენ და იცოდე, ხელი არ უნდა ახლოო. თან შუაში ხმალს ჩაუდებს _ თუ რამეს იკადრებ, ამ ხმლით მოგაჭრი თავსაო.

დაწვება ეს თბილისელი და არ ასვენებს ეს გოგო, "ეჩალიჩება" და "ეჩალიჩება". ბოლოს ვეღარ მოითმენს ესეც და...

დილით ადგება, გული გახეთქვაზე აქვს. სვანი მიიპატიჟებს მაგიდათან. თბილისელი ნატრობს, იქნებ, არაფერი გაუგიაო.

_ ღვინო გინდა? _ ეკითხება სვანი.

_ მინდა! _ პასუხობს თბილისელი.

სვანი დაასხამს ღვინოს ჭიქაში და სახეში შეასხამს. წამოხტება თბილისელი, ჩაამტვრევს ფანჯარას, გადახტება და გაიქცევა.

გამოეკიდებიან სვანები, გაჩერდი, თორე გესვრითო. გაჩერდება თბილისელი და ეხვეწება სვანებს, ნუ მომკლავთ და ცოლად მოვიყვანო.

_ ვაა, სიძე შე ძველო, _ გადაეხვებიან სვანები და მთელი ღამე იქეიფებენ.

დილით წავა თბილისელი და წაიყვანს ცოლს. გზაში ურეკავს სვანი და ეუბნება: _ ეგ "პუტანკა" ქუთაისში ჩამოსვი და მეორედ არ თქვა _ სვანებმა ხუმრობა არ იციანო.

 

წყალწმინდაზე ნაყიდი იხვი

ეს ამბავი ერთ გურულს გადახდენია, ახლა თბილისში რომ ცხოვრობს. გურიიდან დაურეკეს, იხვია მაგრადო და მასაც რა უნდოდა მეტი _ შევიდა უფროსთან, ერთი კვირით თავი გაითავისუფლა და თანამშრომელთან ერთად ჩამოვიდა გურიაში. თან იქ დარჩენილ თანამშრომლებს დაჰპირდა, იმდენს მოვკლავთ, იხვის ენით გაგაძღებთო.

ერთი კვირა ინადირეს და მოკლეს... ძაღლი ნარბენი. რა ექნათ, წავიდნენ წყალწმინდაზე, 50-მდე იხვი იყიდეს და თბილისში წაიღეს.

გაიშალა სუფრა, მიდის სადღეგრძელოების სმა. უფროსი გახარებულია, აწი შვებულებაში ხალხს სანადიროდ თუ გავუშვებო. მათთან კიდევ ერთი გურული მუშაობდა და "მონადირეები" ასე დალოცა:

_ გაგიმარჯოთ, ღმერთმა ნადირობის ძალა მოგცეთ და აწი მაინც ისე არ წაგახდინოთ, იხვი წყალწმინდაზე გეყიდოთ, ძამა!





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...