გურული კურიოზები 04.05.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 04.05.2011

19 იან. 2011, 07:14:07

ჯემალ ჭკუასელი

მე ვიღაც ვახსოვდი?

მე და პოეტ ჯემალ ჩახავას ხობში მანქანა გაგვიფუჭდა და თბილისში ავტობუსით წამოვედით. აბაშაში ერთი ხანშიშესული, მაღალი, გამხდარი, გრძელკისერა, ნამდვილი კოლხი მამაკაცი ამოვიდა. მორიდებით მიმოიხედა, ახალგაზრდა კაცის გვერდით თავისუფალი ადგილი რომ დაინახა, ზრდილობიანად იკითხა, შეიძლება, დავჯდეო? ამ ორ სიტყვაში კარგად იგრძნობოდა ღრმა მეგრული აქცენტი. ჯემალმა ყურში ჩამჩურჩულა, ამ კაცს ვიცნობ, ფილოლოგია, ჭკუას კარგავს ქართულ პოეზიაზე და მოდი, ცოტა გავერთოთო, ოღონდ სახელი სხვა დამიძახეო. მივხვდი, რაც უნდოდა და დავიწყე.

_ ფაუსტ, როგორ მოგწონს აკაკი წერეთელი?

_ საქმე არ გაქვს? აკაკი წერეთლის პოეტობა ვის გაუგია?

ამის გამგონე ფილოლოგმა ყურები ცქვიტა, მერე, ალბათ იფიქრა, რომ ვხუმრობდით და დაწყნარდა, მაგრამ ჩვენ "საქმეს" ვაგრძელებთ:

_ გალაკტიონზე რას იტყვი?

_ გალაკტიონი? კაცი რომ წვერს ვერ გაიპარსავს, რა პოეზიაზეა ლაპარაკი? მერე დააფასეს, ლენინის ორდენით დააჯილდოვეს, იმან კი ას გრამ არაყში დააგირავა და დაკარგა.

_ კი, მაგრამ... _ მორიდებით დაიწყო ფილოლოგმა, მაგრამ ვინ აცალა.

_ არადა, _ განაგრძო ჯემალ-ფაუსტმა, _ რომ მოიკლა თავი, გურიის მთებიო, არსად ასე არ მღერიანო, რავა "ჩელა" ნაკლები სიმღერაა, თუ? ან ჩვენ არ გვაქვს მთები სამეგრელოში?

_ შვილებო... _ სცადა ჩარევა ფილოლოგმა, მაგრამ ჯემალ-ფაუსტი ისევ განაგრძობს:

_ ანდა "მე და მთვარეო" რომ იძახის, ჩვენ აქ ხალხი არ ვართ?

_ არც ვაჟა ფშაველა მოგწონს? _ გამახსენდა ჩემი მოვალეობა.

_ არ გამაგონო! _ ვითომ გაბრაზდა ჯემალ-ფაუსტი, _ მატყუარაა ვაჟა ფშაველა. აბა, როდის იყო ხე ლაპარაკობდა, თანაც ხმელი? ვაი, მაგის პატრონს!

გვიყურებს გაოგნებული ფილოლოგი ხან მე, ხან ჯემალს. წამოდგება, რაღაცის თქმას დააპირებს, ჩვენ ზურგს ვაქცევთ. მოკლედ, კაცს სიმწრის ოფლმა დაასხა. ხან მეგრულ დიალექტზე, ხან წმინდა ქართულით დაიწყებს ლაპარაკს, მაგრამ ჩვენ თითქოს არაფერი არ გვესმის.

მე კი ვაგრძელებ:

_ ფაუსტ, იქნებ შოთა რუსთაველიც არაფრად მიგაჩნია?

_ რაა? ეს გიჟი ტარიელა დადის ბღავილ-ბღავილით, ჯერ ცხენს რა დღეში აგდებს! იცი თუ არა შენ, ცხენი რაფერი მგრძნობიარეა. რას ერჩის, მოერია, არა?

_ რა შუაშია, _ უკვე ხმას აუწია მოთმინებადაკარგულმა ფილოლოგმა.

_ ხოდა, _ აგრძელებს ფაუსტი.

_ რა ხოდა! _ იყვირა კაცმა, _ ვისაა, შენ რომ ლანძღავ და აგინებ? აბა, შენი ჭკუით, არ გვყოლია პოეტი ქართველებს!

_ გვყავს, _ ყვირილითვე უპასუხა ჯემალიმ.

_ ვინ? _ იბღავლამ კაცმა.

_ ჯემალ ჩახავა, _ ამაყად უპასუხა ჯემალიმ.

_ სადაურია ეგ პოეტი? _ ისევ ყვირილით იკითხა კაცმა.

_ ფოთელი.

კაცს გაშლილი ხელები ჰაერში გაეყინა, სახე დაუწყნარდა, დამშვიდდა და ჩაილაპარაკა: _ მაგარი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ ასე მაგარი თუ იქნებოდა, ვინ იფიქრებდა მაგას?

მერე ჩამოჯდნენ ერთად და თბლისამდე ჟღურტულებდნენ, იმ პირობით, რომ ჯემალ-ფაუსტი ჩაიყვანდა იმ კაცს ფოთში და პოეტ ჯემალ ჩახავას გააცნობდა. ჭკუასელი ვისღა ახსოვდა!

 

მკითხველების მიერ მოთხრობილი კურიოზები

თითი მოკაკვა

ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს _ არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო...

მიიპიტიჟა გურიაში ნოდარმა სტუმრად ჯანსუღი. ჩაასხეს პოეტის "ჟიგულში" ბენზინი და წამოვიდნენ ხიდისთავისკენ. გამოსცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე. ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად _ ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადმოაბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა _ 15 კაპიკი.

გურულს გაეცინა და პირველად ამოიღო ხმა:

_ ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს, ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომაა?!

ხმა აღარ ამოუღია ჯანსუღს. ის კი არა, ისე ინერვიულა, გზაზე არხეინად მიმავალ გოჭს დაეჯახა და სული გააფრთხობინა. გააჩერეს მანქანა, მიიხედ-მოიხედეს და კაციშვილის ჭაჭანება არაა გზაზე. ახადეს მანქანას საბარგული და ის იყო გოჭი უნდა ჩაედოთ შიგ, რომ მაღალი მთის კალთაზე დაკიდებულ ყანაში მომუშავე გლეხმა გადმოსძახა:

_ ნოდარა, ბიჯო, არ მითხრა, ახლა საავადმყოფოში მიმყავს მაი გოჭიო! დადევი მაქანე და მასტუმრე მაგი ხალხი!

ჯანსუღმა საბოლოოდ მოკაკვა თითი.

 

ჩამეხუტე!!!

ლანჩხუთის სასტუმროს დირექტორად მუშაობდა კ. ე. ერთ დღეს, ლანჩხუთში პარტიის რაიკომში სტუმრად ჩამოვიდა მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკი და მისთვის სასტუმროში ლუქსი დაჯავშნეს. სასტუმროს დირექტორი ამ დღეს კარგად გამოთვრა, ხსენებულ ლუქსში შევიდა "მოსაწესრიგებლად", სკამზე ჩამოჯდა და ღრმად ჩაეძინა. ნასადილევს მოვიდნენ სტუმრები პირველი მდივნის თანხლებით, კარი შეაღეს და რა ნახეს _ ნომერში სასტუმროს დირექტორი ხვრინავს! რაიკომის მდივანი მივიდა, სახეზე მზრუნველად ხელი მოუსვა და ჩასჩურჩულა, გაიღვიძეო. კ. ე.-ს ცოლის ალერსი ეგონა და მკაფიოდ ამოაბოდა: _ საყვარელო, ჩამეხუტე!

გამოღვიძებულ დირექტორს ალერსის თავი აღარ ჰქონდა.

 

თქვენ დაიწყეთ და...

გურიაში სახელგანთქმული მგალობელი მომღერალი მაქსიმე წეროძე რაღაც საქმისთვის დააპატიმრეს. ზის სასამართლო დარბაზში და ორი თოფიანი ჩაფარი ადგას თავზე. ბოქაული თვალს არიდებს, მოსამართლე უხერხულად ფურცლავს საქმეს _ მაქსიმეს ვინ არ იცნობს _ ყველგან სასურველი სტუმარი, დაფასებული და მართალი სიტყვის კაცია; ამისთანა მომღერალი გურიაში კი არა, მთელ საქართველოშიც იშვიათობაა. ბოქაულს და მოსამართლეს ბევრჯერ მიულულიათ ნეტარებისგან თვალები სუფრაზე, როცა მაქსიმეს სიმღერა-გალობას ისმენდნენ.

თვითონ მაქსიმე თავს ვერ სწევს ზევით სირცხვილისგან _ ერიდება, დაბნეულია, განიცდის...

როგორც იქნა, ჩაამთავრა მოსამართლემ განაჩენის კითხვა და ბრალდებულს მიმართა:

_ შენ რას იტყვი, მაქსიმ?!

_ თუ დეიწყებთ, მე ბანს გეტყვით, ბატონო! _ უცებ გამოცოცხლდა მაქსიმე.

 

აყრილი ხომ არ ხარ?!

ერთი გურული მუშაობს საკუთარ ეზოში. დილაა და სამსახურში მიმავალმა მეზობლის ქალმა ჩაუარა, რა თქმა უნდა მიესალმა:

_ გამარჯობა, ბიძია, ხომ ხარ ტახივით?!

_ კი, ვარ, ბიძია! _ უპასუხა გურულმა.

როცა ეს მეზობელი შესვენებაზე სამსახურიდან სახლში მობრუნდა, იგივე ჰკითხა გურულს. ისევ დაბრუნდა სამსახურში, ისევ ჩაუარა გურულს და ისევ იმავე კითხვით მიმართა.

მოაწია საღამომაც. ისევ ამოიარა მეზობლის ქალმა:

_ რას შობი, ბიძია, ხომ ხარ ტახივით?!

_ მე კი ვარ, ბიძია, ტახივით, მარა შენ ატეხილი ხომ არ ხარ?! _ კუნძზე ნაჯახი დაარჭო და ჭიშკრისკენ დაიძრა გურული.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...