გურული ანეკდოტები 07.05.2011

ა კიდო

გურული ანეკდოტები 07.05.2011

19 იან. 2011, 07:14:07

გურული ანეკდოტები


_ ყაჩაღებმა გამძარცვეს ქუჩაში, მიშველეთ! _ შევარდა გურული პოლიციის განყოფილებაში.

_ დაწყნარდით, რა წაგართვეს?

_ ყველაფერი _ საათი, მობილური, ფული.

_ კი, მაგრამ თქვენ ხომ პოლიციის თანამშრომელი ხართ და იარაღი თან არ გქონდათ?

_ რავა არ მქონდა, მარა ისე ეშმაკურად დავმალე, ყაჩაღებმა ვერაფრით ვერ მიაგნეს!

 

გურული ცოლს ეყრება.

_ რა მიზეზით ეყრებით ცოლს? _ ეკითხება მოსამართლე.

_ თეფშით ფანჯარა ჩაამტვრია და იმიტომ, _ უპასუხა გურულმა.

_ თვითონაა დამნაშავე, _ აყვირდა ცოლი, _ რომ არ წაკუზულიყო, ფანჯარას არ მოხვდებოდა.

 

_ ნამეტანი გლახად მუშაობს აი ჩვენი ფოსტა, _ უჩივის გურული ფოსტას.

_ რატომ, რაშია საქმე? _ ეკითხებიან.

_ რავა რაშია _ 2 კვირის წინ დავწერე წერილი, ჩავდევი კონვერტში, მარა რათ გინდა _ გუშინ პალტოს ჯიბეში აღმოვაჩინე.

 

პატარა გურულმა გოგომ ფეხი იტკინა.

_ ნუ ტირიხარ, ქორწილამდე მოგირჩება _ ამშვიდებს ბებო.

გოგონა უარესად იწყებს ტირილს:

_ კი, მარა, რო ვერ გავთხოვდე?

 

გურული ამშვიდებს ახალ შერთულ ცოლს _ მართალია, ოქროს მთებს გპირდებოდი, მაგრამ სარეცხ მანქანაზე კრინტიც არ დამიძრავს.

 

გურული ექიმთან მივიდა.

_ იცით, კარგს ვერაფერს გეტყვით, _ ეუბნება ექიმი.

_ რაშია, ძამა, საქმე? _ ეკითხება გურული.

_ ალკოჰოლი ცუდად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

_ კაი, ექიმო, გამოვფხიზლდები და ხვალ გამოგივლით.

 

ორი გურულის პოლიტიკური დიალოგი:

_ ამ ჩვენ პარლამენტს ვეფერი ვერ გუვუგე, მარა რაცხა უმრავლესობა თუ უმცირესობაა, ამან თლა დამაბნია.

_ ურემი იცი, შე აბდალა?

_ კი.

_ ჰოდა, მოდის აი ურემი და მოფუნა ხარმა.

_ მერე?

_ იი მოფუნულია პარლამენტი.

_ მე უმცირესობაზე და უმრავლესობაზე გეუბნები.

_ მომისმინე და ყოლიფერს გეიგებ. იმ ხარს უკან ურმის ბორბალი ხომ მოჰყვება? ჰოდა, იმ ბორბალმა გეიარა მოფუნულში, მარა ზუსტად შუაში ვერ გაჰყო.

_ მერე?

_ იი მხარე, უფრო ცოტა რომაა, უმცირესობაა, უფრო დიდი _ უმრავლესობა.

 

კორესპონდენტი გურულს ეკითხება:

_ ბიძია, რამდენს იწველის ეგ თქვენი ძროხა?

_ არც ერთ ლიტრს!

_ მაშ, რად გინდათ, თუ არ იწველის?

_ ეგ ძროხა კი არა, ხარია, შვილო!

 

გურულები გაგანია ომში არიან. ერთს გაუთავდა ტყვია-წამალი, მეთაური არ ასვენებს:

_ ჩხაიძე, ისროლე! ისროლე!

_ როგორ ვისროლო, არ მაქვს!

_ სულ არ გაქვს?

_ არა!

_ შეწყვიტე სროლა! _ ბრძანება გასცა გურულმა მეთაურმა.

 

_ რომ მოვკვდები, ძვირფასო, ხომ იტირებ? _ ეკითხება გურული ცოლს.

_ რა თქმა უნდა, საყვარელო, _ ამშვიდებს ცოლი, _ ხომ იცი, რა უბრალო რამეზეც ვტირი ხოლმე.

 

გურულს ურეკავენ:

_ გამარჯობათ, ნოდარი ხართ?

_ დიახ.

_ ჩვენ პოლიკლინიკიდან გირეკავთ. თქვენი ანალიზები შევამოწმეთ და ორი ახალი ამბავი გვაქვს _ კარგი და ცუდი. რომლით დავიწყოთ?

_ კარგი მითხარით ჯერ!

_ თქვენ 5 დღის სიცოცხლე დაგრჩათ!

_ ცუდი რაღაა?

_ უკვე 4 დღეა გეძებთ!

 

გურულ ძაღლს ეკითხებიან:

_ როგორი ცხოვრება გქონდა კომუნისტების დროსო.

ძაღლმა მიუგო:

_ იმ დროს პატარა ჯაჭვით ვიყაი მიყლონჭილი და ხანდახან ძვალს გადმომიგდებდნენ.

_ ახლა?

_ ახლა დაბმული ვარ გრძელი ბაწრით. ძვალი საერთოდ არ მინახია თვალით, მარა მეუბნებიან ირბინე და იყეფე, რამდენიც გინდაო.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...